საყმაწვილო კურსი
გერმანული ენა პლუს პროფესია

საბუნებისმეტყველო საგნები გაინტერესებს და გერმანული საწარმოების გაცნობა გსურს? საყმაწვილო კურსი „გერმანული ენა პლუს პროფესია“ გათვლილია მათემატიკით, ინფორმატიკით ან საბუნებისმეტყველო საგნებით გატაცებულ 16-18 წლის მოსწავლეებზე საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. წინ გელის საინტერესო პროგრამა ენის ტრენინგთან ერთად, 

კურსის შესახებ

საყმაწვილო კურსი „გერმანული ენა პლუს პროფესია“ მოსწავლეებს სამხრეთ კავკასიიდან სთავაზობს, გაიღრმავონ  გერმანული ენის ცოდნა და თან გერმანიის პროფესიული სამყარო გაიცნონ. კურსი ტარდება 27/07-დან 16/08/2025-მდე ჰაილბრონში, გერმანია.

უპირატესობები

  • სტიპენდია: კურსის ღირებულება, ცხოვრების, კვების, მგზავრობის, გართობა-დასვენების ხარჯები, ჯიბის ფული უზრუნველყოფილი იქნება
  • ენობრივი უნარების გაუმჯობესება: ინტენსიური ტრენინგი გერმანულ ენაში, პროფესიულ კომუნიკაციაზე ფოკუსირებით
  • პროფესიის შერჩევა: გერმანული საწარმოების და  პროფესიული სფეროების  გაცნობა
  • საერთაშორისო გამოცდილება: ურთიერთობა თანატოლებთან იმავე რეგიონიდან და გერმანიაში ცხოვრება

პროგრამა

კვირა 1-2: გერმანული ენის გაკვეთილი ფოკუსირებით თემაზე „გერმანული ენა პროფესიაში“
  • ზოგადი ენის გაკვეთილი
  • პროფესიასთან დაკავშირებული თემები
  • საკომუნიკაციო სტრატეგიების ტრენინგი: აქტიური მოსმენა, ჩაკითხვა, ინფორმაციის დახარისხება, შედეგების შეჯამება, საუბრის წარმართვა
კვირა 3: საწარმოების დათვალიერება
  • სხვადასხვა პროფესიული სფეროების ყოველდღიური სამუშაოს  გაცნობა
  • პროდუქტების, პროგრამული უზრუნველყოფების და სამუშაო პროცესების გაცნობა
  • სპეციალისტებთან შეხვედრები და გასაუბრება

წინაპირობები

  • უნდა იყო მოსწავლე საქართველოში, სომხეთში ან აზერბაიჯანში
  • უნდა იყო 16-18 წლის
  • გერმანულს უნდა ფლობდე მინიმუმ B1-დონეზე
  • დამამთავრებელ კლასში არ უნდა იყო
  • დაინტერესებული უნდა იყო საბუნებისმეტყველო საგნებით

ჩამოსატვირთი ინფორმაცია

გამოგვყევით