Schnelleinstieg:

Direkt zum Inhalt springen (Alt 1) Direkt zur Hauptnavigation springen (Alt 2)
ზუგდიდი, დადიანების სასახლე, ადამიანებიირაკლი ჭელიძე

19/09/2022
ზუგდიდმა კულტურის სტრატეგიის განსახორციელებლად ევროკავშირისგან 300 000€-მდე დაფინანსება მიიღო


ზუგდიდმა ევროკავშირის პროექტ EU4Culture-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და ქალაქის კულტურის განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად ევროკავშირისგან 300,000 ევრომდე დაფინანსება მიიღო.

დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია 19 სექტემბერს ზუგდიდში, დადიანების სასახლის სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი, ქალაქ ზუგდიდის მერი და პროექტის EU4Culture თანამშრომლები.

პროექტის ფარგლებში, ზუგდიდმა, ქუთაისმა და ფოთმა კულტურის ევროკავშირის მხარდაჭერით კულტურის განვითარების სტრატეგიები შეიმუშავეს. საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ კულტურის განვითარების სტრატეგიების შეფასების შემდეგ პროექტის კონსორციუმმა გამარჯვებული ქალაქი წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინა. გამარჯვებულიმა ქალაქმა ზუგდიდმა კი კულტურის განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად დამატებით 300 000 ევრომდე დაფინანსება მოიპოვა. ამასთან, პროექტი სამივე ქალაქს მათ საჭიროებებზე მორგებულ შესაძლებლობების განვითარების  ტრენინგ პროგრამებს შესთავაზებს.

“მოხარულები ვართ, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით, პირველად, რეგიონის ქალაქი, ზუგდიდი კულტურის განვითარების სტრატეგიას განახოცრიელებს. ქალაქ ზუგდიდს, მიეცა უნიკალური შესაძლებლობა, გაზარდოს ზუგდიდის ცნობადობა, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე და გააქტიუროს კულტურული ეკოსისტემა, რაც ხელს შეუწყობს ქალაქის ეკონიმიკურ განვითარებას.“ აღნიშნა კატალინ გერმანმა – საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილემ.

ზუგდიდის კულტურის განვითარების 5-წლიანი სტრატეგია, ასახავს ქალაქის მთავარ კულტურულ თემებს, პრიორიტეტებს, 2022-2026 წლების მიზნებს, შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს. ქალაქმა შემდეგი ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები გამოკვეთა: ზუგდიდი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, ინოვაციების, რეწვისა და გასტრონომის შემოქმედებითი ქალაქი.

“კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა და თანამედროვე ხელოვნების სისტემური განვითარება, ქალაქის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და ადგილობრივი საზოგადოების კეთილდღეობის წინაპირობაა,“ აღნიშნა მამუკა წოწერიამ, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა. მისი თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად დოკუმენტის შემუშავების პროცესი, რომელშიც ადგილობრივი სამიზნე და პროფესიული ჯგუფები, საჯარო თუ კერძო კულტურული დაწესებულებები, დამოუკიდებელი ხელოვანები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ინდივიდუალური მეწარმეები და სხვა დაინტერესებული პირები იყვნენ ჩართულები. „მათი აქტიური ჩართულობის წყალობით, ღია და გამჭვირვალე დისკუსია წარიმართა ქალაქში კულტურის ჭრილში არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე, პრიორიტეტულ ამოცანებსა და კულტურის განვითარების მოკლე და გრძელვადიან მიზნებზე.”

EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომლის მიზანია, კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის როლის გაზრდა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში. პროექტი ხორციელდება გოეთეს ინსტიტუტის (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტის, ჩეხეთის ცენტრებისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ.