გოეთეს ინსტიტუტის სემინარი (7.-31.5.21)
სემინარზე "JuniorUni" შეიყობთ, როგორ შეგიძლიათ ახალგაზრდული დიგიტალური უნივერსიტეტის გამოყენება გერმანული ენის გაკვეთილზე. სემინარზე აქცენტი გაკეთდება ვიდეოლექციაზე "Coding mit Calliope mini".
სემინარის მიზანია, რომ მასწავლებლებმა
- შეძლონ CLIL-გაკვეთილის დაგეგმვა და გაეცნონ მის ნიშან-თვისებებსა და თეორიულ საფუძვლებს
- გაეცნონ პროექტის „Digitale JuniorUni“ გამოყენების შესაძლებლობებს (ვიდეო ლექციის "Coding mit Calliope mini" მაგალითზე)
- შეძლონ დამოუკიდებლად შეიტანონ გაკვეთილზე კოდირების დავალებები.
FOBIZZ-ის ონლაინ-დახელოვნების კურსი 5 საათში გაგაცნობთ Calliope mini-ის სამყაროს და ნაბიჯ-ნაბიჯ გიჩვენებთ, როგორ შეგიძლიათ Calliope mini-ის გამოყენება გაკვეთილებზე. გაეცნობით ასევე მრავალ თავისუფალ საგაკვეთილო მასალას და ისწავლით, როგორ უნდა შეიმუშაოთ უმარტივესად თქვენს მოწაფეებთან ერთად გაკვეთილზევე ციფრული აპლიკაციები და თან თამაშ-თამაშით აუხსნათ პროგრამირების საფუძვლები.
ონლაინ-დახელოვნების კურსის გავლა არ არის შეზღუდული დროითა და სივრცით, და ეს უშუალოდ Fobizz-ის შემოთავაზებაა. დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ საქართველოს გოეთეს ინსტიტუტისგან მიიღოთ მონაწილეობის ნებართვა. მოიწერეთ მითითებულ მისამართზე: christina.nefzger@goethe.de
openSAP-ის ეს უფასო ონლაინ-კურსი გთავაზობთ Calliope mini-თან მუშაობის და პროგრამირების საწყისების შესწავლას და წარმოგიდგენთ Calliope mini-ის სასკოლო განათლების მეორე საფეხურზე დანერგვის შესაძლებლობებს.
