Schnelleinstieg:

Direkt zum Inhalt springen (Alt 1) Direkt zur Hauptnavigation springen (Alt 2)
calliope© Goethe-Institut Georgien

რატომ CLIL? JUNIORUNI-ის დიდაქტიკური პრინციპი


JuniorUni ©Goethe-Institut რამდენად წარმატებით შეისწავლი ენას, როგორც  ცნობილია, დიდად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ინტენსივობით და რამდენი ხანი ხარ დაკავებული უცხო ენით. აქედან გამომდინარე, უცხო ენის შესწავლის უწინდელი მეთოდის, ისევე როგორც  სასკოლო საგნის უცხო ენაზე სწავლების მეთოდის წარმომადგენლები ემხრობიან უცხო ენის უფრო მეტად ინტეგრირებას ბავშვის საცხოვრებელ გარემოში.  აღნიშნული ეხება სხვა დისციპლინებსაც, როგორც ისტორიის, მათემატიკის, ფიზიკის და ა.შ., ასევე ხელოვნების, მუსიკისა და სპორტის გაკვეთილებს.  


სახელმძღვანელო "CLIL & MINT გერმანულის, როგორც უცხო ენის გაკვეთილზე’


Leitfaden ©Goethe-Institut წინამდებარე მოკლე სახელმძღვანელოში აღწერილია გერმანიის განათლების კონცეფციის ტენდენციები, რომლებიც ეხება სასკოლო საგნების ორენოვან სწავლებას, საგნობრივი სწავლების შეცვლილ თვალსაწიერს  ენისა და საგნის ინტეგრირებულად მიწოდებასთან მიმართებით და იმ სავალალო მდგომარეობას, რომელიც პედაგოგებზე საგრძნობლად გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება განსაკუთრებით MINT-ის (მათემატიკა, ინფორმატიკა, ბუნებისმეტყველება და ტექნიკა) სფეროში.
 
გოეთეს ინსტიტუტი უკვე რამდენიმე წელიწადია, აღიარებს ამ ტრენდს და ნებისმიერი ასაკის მიზნობრივ ჯგუფზე მორგებული სხვადასხვა ინიციატივებით პასუხობს მას. აღნიშნული პროექტები, რომლებიც ნიმუშების სახითაა აქ აღწერილი,  გვთავაზობს მეთოდურ პრინციპებს, მაგრამ ასევე მიუთითებს ჯერაც დაუკმაყოფილებელ საჭიროებებზე, რომლებზე მუშაობა კვლავაც გრძელდება.
 
 
წინამდებარე დოკუმენტი ამარტივებს საერთაშორისო სტრუქტურებისა და განვითარების პროცესების მიმოხილვას და გთავაზობთ, ინტენსიურად დაკავდეთ უფრო მრავლისმომცველი მასალებით ამ ვებგვერდზე და უკეთეს ქსელში გაერთიანდეთ.
 


თამაშ-თამაშით პროგრამირების სწავლა OPEN ROBERTA-თი და CALLIOPE MINI-ით

MINT-ის წრის წინამდებარე სტატია გაგაცნობთ Calliope mini და Open Roberta Lab-თან მუშაობას.  წარმოდგენილი იქნება ასევე პირველი პროექტებიც