B1 სერტიფიკატის მქონე მოსწავლეების პროგრამა
მონაწილეობის წინაპირობები
პროგრამაში "ხიდი განათლებისკენ" მონაწილეობის მიღება შუეძლიათ იმ მოსწავლეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ წინაპირობებს.- განაცხადის გაკეთების დროს არიან მე-11 კლასში .
- ფლობენ გერმანულ ენას მინიმუმ B1 დონეზე და აქვთ გოეთეს ინსტიტუტის B1 სერტიფიკატი
- გერმანიაში სწავლის გაგრძელების მაღალი მოტივაცია (სამოტივაციო წერილი)
- მონაწილეობა სასკოლო ოლიმპიადებში, კონკურსებში, რეგიონალურ და საერთაშორისო პროექტებში
- მაღალი აკადემიური მოსწრება ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო საგნებში
- სოციალური აქტივობა (მოხალისეობრივი საქმიანობა)
- მშობლის ან მეურვის წერილობითი თანხმობა
- ზეპირი გასაუბრება
პროგრამის ღირებულება და გადახდის პირობები
პროგრამის ღირებულება შეადგენს 2000 ლარს.გადახდა ხორციელდება ორ ნაწილად:
პირველი შენატანი 1000 ლარის ოდენობით - პროგრამის დაწყების წინ
მეორე შენატანი 1000 ლარის ოდენობით - პროგრამის დაწყებიდან 4 თვის შემდეგ
პროგრამის ღირებულებაში შედის:
- მოსწავლეების შერჩევა, გოეთეს ინსტიტუტის მიერ მათთვის კონსულტაციების გაწევა, სერტიფიკატები
- მოსამზადებელი მოდულები ინტერკულტურული ტრენინგი "Fit für das Studium in Deutschland", სპეცკურსი ტერმინოლოგიაში (ონლაინ), TestDaF-ის გამოცდის მოსამზადებელი კურსი (ონლაინ), TestAS-ის გამოცდის ფორმატ-ტრენინგი (ონლაინ)
- B2.1 და B2.2 ენის კურსების საფასური. პროგრამის მონაწილეებს გოეთეს ინსტიტუტი ონლაინ ენის კურსებს სთავაზობს, თითოეული საფეხურის საფასური 320,00 ლარს შეადგენს. სრული B2 კურსის ღირებულება 640,00 ლარია.
- სახელმძღვანელოები
- TestDaF და TestAS გამოცდების საფასური
- MINT-აკადემია
ვადები
განაცხადის წარდგენის ვადები: 01.09.2022 – 30.10.2022ზეპირი გასაუბრება: 31.10.2022 – 15.11.2022
საბოლოო შედეგების შეტყობინება: 2022 წლის 1 დეკემბრამდე
პროგრამის დასაწყისი: 2023 წლის იანვარი
საჭირო საბუთები
- გოეთეს ინსტიტუტის B1 სერტიფიკატი
- მე-10 კლასის ნიშნების ჩამონათვალი
- ავტობიოგრაფია ფოტოთი
- სამოტივაციო წერილი
- სასკოლო ოლიმპიადებში, კონკურსებში, რეგიონალურ და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის დამადასტურებელი მოწმობები (ასეთის არსებობის შემთხვევაში, მე-9 კლასიდან ზემოთ)
- სოციალური აქტივობის (მოხალისეობრივი საქმიანობა) დამადასტურებელი მოწმობა ან ცნობა
- მშობლის ან მეურვის წერილობითი თანხმობა
განაცხადი
პროგრამაში ხიდი განათლებისკენ მონაწილეობისთვის გთხოვთ შეავსოთ ონლაინ-ფორმულარი.ონლაინ ფორმულარი