Schnelleinstieg:

Direkt zum Inhalt springen (Alt 1) Direkt zur Hauptnavigation springen (Alt 2)

ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი

Studienbrücke © GI

ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი, რომელშიც 6.600 სტუდენტი სწავლობს, მცირე, მაგრამ საკმაოდ ინტერნაციონალური უნივერსიტეტია ბერლინიდან სულ რაღაც 1 საათის სავალზე, გერმანია-პოლონეთის საზღვართან.
 
საერთაშორისო ორიენტაცია ვლინდება როგოც დისციპლინებში, ასევე სტუდენტურ კონტინგენტში, რომლის 25%  100-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტი შეადგენს და საერთაშორისო მეცნიერთა სიმრავლეში. შესაბამისად,  ვიადრინას კამპუსის ატმოსფერო ერთდროულად ოჯახურიცაა და ინტერნაციონალურიც.
 
უნივერსიტეტის სამივე  ფაკულტეტზე - ეკონომიკური მეცნიერებები, კულტურათმცოდნეობა და იურისპრუდენცია, სწავლა და კვლევა მაღალ დონეზეა. ეკონომიკურ მეცნიერებებში ვიადრინა გერმანიის ტოპ-უნივერსიტეტების ჯგუფში შედის. აქტუალური გამოკითხვებით, სტუდენტები ძალზე კმაყოფილნი არიან, რაც კურატორობის შესანიშნავად აწყობილ სისტემასაც უკავშირდება.  თავის შენახვა, გერმანიასთან შედარებით, გაცილებით იაფი ჯდება.  
სტუდენტობა აქტიურად მონაწილეობს უნივერსიტეტის და კამპუსში აკადემიური ცხოვრების ჩამოყალიბებაში.

‘ვიადრინას ოჯახი“ არ არის მხოლოდ ლოზუნგი, არამედ რეალობა. 

ფაკულტეტები:

ეკონომიკური მეცნიერებები 

- სასწავლო მიმართულება N 1 "ბიზნესის საერთაშორისო ადმინისტრირება" - 3
- სასწავლო მიმართულება N 2 "სამართალი და ეკონომიკა│ ეკონომიკა და სამართალი" - 3

ვიადრინას უნივერსიტეტში განაცხადის წარდგენისას მონაწილეებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, რომელ სპეციალობას აირჩევენ  "Internationale Betriebswirtschaftslehre" თუ "Recht und Wirtschaft │ Wirtschaft und Recht" 

ვიადრინას უნივერსიტეტის განსაკუთრებული მოთხოვნები:

- მომავალი სტუდენტების შერჩევა TestDaF-ისა და TestAS-ის გამოცდების შედეგებისა   და უნივერსიტეტში გასაუბრების საფუძველზე
- წინამოსამზადებელი კურსი ვიადრინას უნივერსიტეტში 2022 წლის სექტემბერში
- გამოცდა წინამოსამზადებელი კურსის დასრულების შემდეგ
- ჩარიცხვა უნივერსიტეტში

შენიშვნა: სპეციალობაზე მიწერილი ციფრი 3 აღნიშნავს TestAS-ის გამოცდის მოდულს ეკონომიკურ მეცნიერებებში. 

დამატებითი ინფორმაცია: 
უნივერსიტეტის ვებგვერდი
უნივერსიტეტის პროგრამის "ხიდი განათლებისკენ" ვებგვერდი
უნივერსიტეტის პრეზენტაცია