Schnelleinstieg:

Direkt zum Inhalt springen (Alt 1) Direkt zur Hauptnavigation springen (Alt 2)

ზიგენის უნივერსიტეტი

Studienbrücke © GI

ზიგენის უნივერსიტეტი გახლავთ საშუალო სიდიდის, დისციპლინათშორისი ორიენტაციის სამეცნიერო-კვლევითი უნივერსიტეტი, რომელიც სამი ფედერალური მიწის-  ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის, ჰესენისა და რაინლანდ-პფალცის გასაყარის შუაგულში მდებარეობს. იგი მკვიდრობს სამხრეთ ვესტფალიის რეგიონში და ჩართულია ფართო, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ქსელში. უნივერსიტეტის სურვილია, წვლილი შეიტანოს ისეთი მომავლის აშენებაში, რომელიც ორიენტირებული იქნება ადამიანზე და საზოგადოებაზე პასუხისმგებლობით იქნება გამსჭვალული, ზიგენის უნივერსიტეტის იდეაც ამასვე გამოხატავს: მომავლის გაადამიანურება.
ზიგენის უნივერსიტეტი აცნობიერებს, რომ განათლებასა და საზოგადოებისთვის საჭირბოროტო პრობლემატიკაზე აღებული რეგიონალური პასუხისმგებლობა დაკავშირებული უნდა იყოს სწავლების, კვლევისა და ცოდნის გადაცემის მიმართ საერთაშორისოდ მიღებულ მოთხოვნებთან, ხოლო მისი დახვეწა მუდმივ ამოცანად უნდა ესახებოდეს.
   

ფაკულტეტები:

სამშენებლო ინჟინერია - 2
ქიმია - 1
ელექტროტექნიკა - 1 ან 2
ტრანსპორტთმშენებლობა - 2
ინფორმატიკა - 1 ან 2
მანქანათმშენებლობა- 2
მათემატიკა - 1
ფიზიკა - 1
ეკონომიკური ინჟინერია - 2
ეკონომიკური ინფორმატიკა - 1 ან 3
ბიზნესის ადმინისტრირება - 3
ეკონომიკა - 3

შენიშვნა: ციფრები 1, 2 და 3 აღნიშავს TestAS-ის მოდულებს (1 = მათემატიკა, ინფორმატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, 2 = საინჟინრო მეცნიერებები, 3 = ეკონომიკური მეცნიერებები)

დამატებითი ინფორმაცია:
უნივერსიტეტის ვებგვერდი
უნივერსიტეტის პროგრამის "ხიდი განათლებისკენ" ვებგვერდი
უნივერსიტეტის სარეკლამო ვიდეო

უნივერსიტეტის პრეზენტაცია