როგორ შეგვიძლია აქტიურად ჩავაბათ მოსწავლეები გაკვეთილში? როგორ შეიძლება ციფრულმა ტექნიკამ, დიდი დანახარჯის გარეშე, უფრო გამოაცოცხლოს და ინტერაქტიული გახადოს გაკვეთილი? ამ პრაქტიკულ სემინარზე მონაწილეები გაეცნობიან სხვადასხვა ვებ-ინსტრუმენტს, რომლებიც მარტივად და ეფექტურად შეიძლება გამოყენებულ იქნას გაკვეთილზე. ამასთან, ფოკუსირება ხდება არა მხოლოდ ტექნიკურ გამოყენებაზე, არამედ უმთავრესად დიდაქტიკურ დამატებით სარგებელზე. ხსენებული ინსტრუმენტების მიზანმიმართულად ხმარება ხელს უწყობს მთავარ მეთოდურ-დიდაქტიკურ პრინციპებს, როგორებიცაა მოსწავლეზე ორიენტირება, ინტერაქციაზე ორენტირება და მოსწავლის გააქტიურება.
ერთად აღმოვაჩენთ ინსტრუმენტების გაკვეთილზე გამოყენების შესაძლებლობებს და ადგილზე მოვსინჯავთ მათ. ასე თქვენი გაკვეთილი უფრო გამოცოცხლდება, უფრო შემოქმედებითი და მრავალფეროვანი გახდება.
სემინარი ჩატარდება: 24.09.2025
მომხსენებელი: მეგი გვასალია
ორგანიზატორი: საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი