Schnelleinstieg:

Direkt zum Inhalt springen (Alt 1) Direkt zur Hauptnavigation springen (Alt 2)
Der Digitale Berufsmarathon © Der Digitale Berufsmarathon

თავგადასავალი: კარიერა

ოდესმე თუ გაგჩენია კითხვა, როგორ იქმნება ციფრული პროდუქტი?  გხიბლავთ საინტერესო ციფრული პროფესიები? სწორედ ეს იყო ციფრული პროფესიული მარათონის „თავგადასავალი: კარიერა“ თემა, რომელიც 2023 წლის 17-დან 22 აპრილამდე გაიმართა.


საუბარი ექსპერტებთან


სათავგადასავლო თამაში

17-21 აპრილს, ორშაბათიდან პარასკევამდე „ტელეგრამზე“ ჩატარდა სათავგადასავლო თამაშში, სადაც მონაწილეებს შეეძლოთ გერმანული დიგიტალური სააგენტოს "KIDS interactive" პროფესიულ ცხოვრებას გაცნობოდნენ.

სათავგადასავლო თამაშისას მონაწილეები გაეცნენ:

  • რით იწყება ყოველი პროდუქტის შექმნა;
  • გუნდის რომელი წევრები მონაწილეობენ მასში და კონკრეტულად ვის რა ევალება;
  • რა გამოწვევებთან უწევთ ყოველდღიურად გამკლავება ექსპერტებს.
@QUEST_KARRIERE_KA
Questspiel DE
Questspiel KA


პირდაპირი ტრანსლაცია

22 აპრილს გამოცხადდა სათავგადასავლო თამაშის  შედეგები  და შექმნილი ციფრულ პროდუქტი წარადგინეს ციფრული პროექტების სააგენტოს "KIDS interactive“ გერმანელმა ექსპერტებმა.

გერმანელი პროფესიონალების გარდა აქ იყვნენ სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც გერმანიაში სწავლობენ ან დამთავრებული აქვთ გერმანიის უმაღლესი სასწავლებელი. ექსპერტებმა და სტუდენტებმა ისაუბრეს თავიანთ პროფესიულ გამოცდილებაზე. ტრანსლაცია სინქრონულად ითარგმნებოდა ქართულ ენაზეც.

გერმანულად

ქართულად


წარმოგიდგენთ ექსპერტებს

გოეთეს ინსტიტუტის პროფესიულ მარათონში მონაწილეობდნენ გერმანიის ციფრული პროექტების სააგენტოს ‘ KIDS interactive“ ექსპერტები, რომლებმაც თავიანთი პროექტების მაგალითზე აჩვენეს, როგორ ხდება საგანმანათლებლო პროდუქტზე გუნდურად მუშაობა. წარმოგიდგენთ ექსპერტებს და მათ მოვალეობებს:

პროექტის მენეჯმენტი


 ყოველთვის აკონტროლე და მეტწილად ცივი გონებით განსაჯე - ეს ანიკა ბერნჰარდტის და ტერეზა ბალდის დევიზია. როდესაც ახალი პროდუქტის იდეა იბადება, ორივე მათგანს უწევს ერთი მხრივ  კლიენტებთან და მეორე მხრივ პროექტის გუნდთან ურთიერთობა. აქ მთავარია სტრატეგიული კომუნიკაცია, კარგად დაგეგმვა, მოხერხებული შუამავლობა და, რაც მთავარია, გუნდური მუშაობა.  


 პროექტების მცირე სამუშაო პაკეტებად დაყოფა და გუნდისთვის გადაცემა, სამუშაო გრაფიკის შედგენა, ელ. მიმოწერის წარმოება თუ ვიდეო ზარების გამართვა ის გამოწვევებია, რომლებთანაც ანიკას და ტერეზას ყოველ დღე უწევთ გამკლავება. ისინი კომპლექსური მედიაპროექტების დაგეგმვის ფაზიდან განხორციელებამდე ყველა ეტაპს მართავენ და უზრუნველყოფენ, რომ ყველაფერი დროულად გაკეთდეს და ბიუჯეტში ჩაეტიოს.

კონცეპცია / რედაქტირება


კრეატიული, მომხმარებელზე მორგებული და  გულდასმით მოძიებული - ასეთია ანგელა ბროკის ციფრული კონცეპციები. მისი იდები დასაწყისიდანვე პროექტის ყველა პროცესში გამოიყენება - პროექტის ხედვის პირველი მონახაზიდან დაწყებული, დეტალური კონცეპციით გაგრძელებული და Klickdummy-ით დამთავრებული. ანგელა ყველაფერს დიზაინის, ვიდეოპროდუქციისა და რეალიზაციის მიმართულებით მომუშავე კოლეგებთან ათანხმებს, რათა მისი ხედვების  პრაქტიკული განხორციელებაც შესაძლებელი იყოს. ის გახლავთ მდგრადი განვითარების, მედიაწიგნიერების, გერმანულის შესწავლის და გერმანული კულტურისა და ისტორიის სპეციალისტი. ყოველი ახალი პროექტი ამ ჩამონათვალს ახალ დარგს მატებს და ანგელაც იწყებს ინფორმაცის მოძიებას, ტექსტების შედგენას და კლიენტების კომენტარების გათვალისწინებას.

გრაფიკა/ანიმაცია

 ევგენია კოზმას ესთეტიკა და დიზაინი იტაცებს. ის დაუფლებულია უამრავ დიზაინერულ პროგრამას და ტექნიკას, რომლებსაც პროექტებში მარჯვედ იყენებს. დანართებისა და ვებპროექტებისთვის დიზაინს შემოქმედებითად უდგება, ქმნის პოსტერებს და სასწავლო ანიმაციებს. ევგენიას ძალზე მახვილი თვალი აქვს. მას არ გამოეპარება არც ერთი უზუსტო პიქსელი  და ეს მის კოლეგებსაც კარგად მოეხსენებათ.   როგორც „KIDS interactive“-ის კრეატიული გუნდის  ნაწილი, ევგენია მჭიდროდ თანამშრომლობს დანარჩენ დიზაინერებთან, კონცეპციასა და რეალიზებაზე მომუშავეებთან.

ვიდეოპროდუქცია

 ვიდეოპროდუქციის საქმე კრისტიან აბიხტსა და მელისა ლანდსკორნს  კარგად ესმით. მათ ევალებათ სცენარების და Storyboard-ების შექმნა, გადაღების სამუშაოების დაგეგმვა და ჩატარება, გადაღებული მასალის დამუშავება და პოსტპროდუქცია.  ინფორმაციისა და გზავნილების ფილმად ქცევა მათ თვალდახუჭულებს გამოსდით.



კრეატიულ გადაწყვეტებზე ისინი გუნდურად მუშაობენ კონცეპციასა და გრაფიკაზე მომუშავე კოლეგებთან ერთად. კლიენტების გამოხმაურებებს კრისტიანი და მელისა წარმატებულ მოძრავ სურათებად გარდაქმნან. ეს ნიჭიერი ვიდეომწარმოებლები KIDS interactive-ის კრეატიული გუნდის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები არიან


აპლიკაციის შექმნა/ვებგვერდის შექმნა
 

 აპლიკაციების შემქმნელი კარსტენ კილიაქსი  ყველა იდეას, ტექსტს, მედიას, დიზაინსა და ანიმაციას პროგრამირებაში უყრის თავს. საბოლოო პროდუქტს სწორედ ის ამზადებს. კარსტენი აპლიკაციებს ქმნის iOS და ანდროიდებისთვის,  იქნება ეს გასართობი სასწავლო დანართები თუ ინოვაციური განვრცობილი რეალობის (Augmented-Reality) აპლიკაციები გამოფენებისთვის. შექმნის პროცესში ახალ ტექნიკურ მიღწევებსა და კლიენტის კომენტარებზე დროულად რეაგირებს, უძღვება ტესტირების ფაზას და იცავს ვადებს.


 გარკვეულწილად, დანართისა და ვებგვერდის შემქმნელები შეწყობილად მუშაობენ. მაგალითად, მაქს პანცერი, როგორც ვებგვერდის შემქმნელი,  თამაშში ერთვება, როდესაც დანართზე სარედაქციო Backend ან ისეთი შიგთავსი უნდა გაკეთდეს, რომლის ჩამოტვირთვაც შესაძლებელია. გარდა ამისა, ის ქმნის სასწავლო პლატფორმების მრავალმხრივ ვებ-დანართებს, მედიაწიგნიერებისთვის თამაშებს, საწყისი კლასის მოსწავლეებისთვის  წერის სასწავლო სავარჯიშოებს.
 


KIDS INTERACTIVE-ის შესახებ

KIDS interactive KIDS interactive-ში კონცეპციის, დიზაინის და პროგრამირების სფეროში მომუშავე, კარგად შეწყობილი, ამჟამად 25 კაციანი ექსპერტთა გუნდი ქმნის საინტერესო, ინტერაქტიურ სასწავლო მედიებს ყველა სფეროსთვის. პროექტების შექმნაში 10 წლიანი გამოცდილების მქონე შემოქმედებითი გუნდი, რომელსაც კარგად ესმის, რა სურს ახალგაზრდა მიზნობრივ ჯგუფს, სასწავლო -გასართობი მედიების კონცეპციების შემუშავებასა და რეალიზებაშია დახელოვნებული.  აქ ყველაფერია - რთული საგანმანათლებლო-გასართობი და ელექტრონული სასწავლო პროექტებიდან დაწყებული, განათლების სფეროში კომპლექსური ონლაინ შეთავაზებებითა და დანართებით დამთავრებული. როდესაც საქმე იმერსიულ სწავლებასა ან განსაკუთრებულ ინტერაქტიურ ხდომილებებს ეხება, გუნდი ფსონს ისეთ ტექნოლოგიებზე დებს, როგორიცაა ვირტუალური და განვრცობილი რეალობა (Virtual und Augmented Reality).  
 

პროექტის მხარდამჭერია საგარეო საქმეთა სამინისტრო.

Auswärtiges Amt © Auswärtiges Amt