100-ზე მეტი გერმანული ფილმი ონლაინ

Illustration: Menschen auf Sofas vor einem riesigen Laptop und einem riesigen Bildschirm. © Goethe-Institut

ციფრულ ბიბლიოთეკაში "Onleihe" 100-ზე მეტი გერმანული ფილმია განთავსებული: კლასიკა თუ თანამეროვე ნამუშევრები, ყველაფერი თავისუფალი წვდომით. 

გოეთეს ინსტიტუტის ციფრულ ბიბლიოთეკის (Onleihe) ვიდეოთეკა გერმანულ ფილმების ფართო არჩევანს გთავაზობთ. აქ დაგხვდებათ ისეთი ნამუშევრები, როგორებიცაა ერიხ კესტნერის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი კლასიკა, რომლის ონლაინ, სახლში ყურების შესაძლებლობა გეძლევათ. აქვე თავმოყრილია თანამედროვე მხატვრული და დოკუმენტური ნამუშევრები , საბავშვო ფილმები და სხვადასხვა ჟანრის პროდუქცია, მათ შორის გერმანული კომედიები. 
 
საზოგადოება და ისტორია, მხარეთმცოდნეობა და კულტურა, ხელოვნება და ლიტერატურა, ქალები და ლგბტ - ესაა თემების ის არასრული ჩამონათვალი, რომლებსაც მოიცავს ციფრული ფონდი.
ინტერნეტპლატფორმაში  „Mein Goethe.de“ შესვლის შემდეგ შეგეძლებათ ფილმის ყურება.
გისურვებთ წარმატებას ძიებასა და ფილმების აღმოჩენაში!

ინფორმაცია Onleihe ციფრული ბიბლიოთეკის გამოყენებასთან დაკავშირებით იხილეთ ბმულზე:
www.goethe.de/onleihe

ჩამონათვალი თემების მიხედვით

გამოგვყევით