კომიქსის ვორქშოპი

Markus Witzel © Goethe-Institut

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი თბილისის ლიტერატურის ფესტივალის ფარგლებში წარმოგიდგენთ კომიქსის ვორქშოპს მარკუს მავილ ვიტცელთან ერთად!

ვორქშოპის თარიღი: 20 სექტემბერი
დრო: 10:00-16:00
ვორქშოპის სამუშაო ენა: ინგლისური


მავილის ვორქშოპზე ჩვენ ერთად ვეცდებით გავიგოთ, თუ რა აქცევს კომიქსს ერთიან და ცოცხალ ნარატივად, როგორ იქმნება ცალკეული კადრებისგან მოძრავი და მამოძრავებელი „წარმოსახვითი კინო“? როგორ შეიძლება მარტივი საშუალებებით – კომპოზიციით, პერსპექტივით, რიტმითა და განათებით – შევქმნათ დრამატურგია, მოქმედება და ემოციები?
ვორქშოპზე დაგხვდებათ პრაქტიკული სავარჯიშოები და განხილვები.  რაც მთავარია - შეძლებთ, იმუშაოთ თქვენს ინდივიდუალურ ამბავზე!
ვორქშოპის მთავარი მიზანი არ არის სრულყოფილი ან იდეალურად შესრულებული კომიქსების შექმნა. ბევრად საინტერესოა სხვადასხვა მიდგომის გამოცდა: ე.წ. „სთორიბორდის“ შედგენა, ცალკეული კადრების დამატება თუ ამოღება, გვერდის ფორმატის შემოწმება, ტექსტის/კომიქსის წაკითხვის მიმართულება ან გამოსახულებების გამარტივება.

ვიწვევთ ყველას, ვისაც აინტერესებს ამბის თხრობა!

მონაწილეების მაქსიმალური რაოდენობა: 20

რეგისტრაცია შესაძლებელია 17 სექტემბრის ჩათვლით.

დადებითი პასუხის შემთხვევაში მონაწილეებს 18 სექტემბერს დავუკავშირდებით.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
 

გამოგვყევით