Schnelleinstieg:

Direkt zum Inhalt springen (Alt 1)Direkt zur Sekundärnavigation springen (Alt 3)Direkt zur Hauptnavigation springen (Alt 2)
Three cities in GeorgiaEU4Culture

EU4Culture: საქართველოს სამი ქალაქი კულტურის განვითარების სტრატეგიას შეიმუშავებს



ევროკავშირის პროექტ EU4Culture-ს კონკურსის ფარგლებში ზუგდიდი, ფოთი და ქუთაისი კულტურის განვითარების სტრატეგიების მოსამზადებლად 30,000 ევრომდე დაფინანსებას მიიღებენ.

ქალაქების დაჯილდოების ცერემონია დღეს, 1 დეკემბერს, ქალაქ თბილისში გაიმართა. ღონისძიებაზე ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილემ კატალინ გერმანმა და პროექტის პარტნიორებმა ზუგდიდის, ფოთის და ქუთაისის მერებს საგრანტო სერტიფიკატები გადასცეს. ქალაქები სტრატეგიაზე მუშაობას დღეიდან დაიწყებენ.

კონკურსი 2021 წლის მაისში გამოცხადდა და მისი მიზანია, მხარი დაუჭიროს ქალაქებს კულტურის განვითარების იმ სტრატეგიების მომზადებაში, რომლებიც ევროპული კულტურული დედაქალაქების მიდგომებს შეესაბამება. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 70-მა ქალაქმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყნიდან.

შერჩეული ქალაქები მიიღებენ 30,000 ევრომდე გრანტს კულტურის განვითარების სტრატეგიის მოსამზადებლად. საბოლოოდ კი მათგან ერთ-ერთი მოიპოვებს 300,000 ევრომდე დაფინანსებას საკუთარი სტრატეგიის განსახორციელებლად. დაფინანსებასთან ერთად პროექტი დაეხმარება ქალაქებს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტია, რომლის მთავარი ფოკუსიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონულ ქალაქებში კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერაა. პროექტს ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.