Schnelleinstieg:

Direkt zum Inhalt springen (Alt 1) Direkt zur Hauptnavigation springen (Alt 2)
ღია ტენდერიGoethe Institut Georgien

ღია ტენდერი პროექტ EU4Culture-ის შემაჯამებელი შეფასების მომსახურების შესასყიდად

გოეთეს ინსტიტუტი იწვევს დაინტერესებულ აპლიკანტებს ღია ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ეხება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის EU4Culture-ის შემაჯამებელი შეფასების მომსახურების შესყიდვას.
 

ზოგადი ინფორმაცია

გოეთეს ინსტიტუტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთელს მსოფლიოში მოქმედი კულტურის ინსტიტუტია, რომელიც ხელს უწყობს გერმანული ენის შესწავლას და საერთაშორისო კულტურულ თანამშრომლობას.
EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელიც  გოეთეს ინსტიტუტის (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტის, ჩეხეთის ცენტრებისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ ხორციელდება. პროექტი მხარს უჭერს კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს გაძლიერებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
 

ტენდერის მიზანი

ტენდერის მიზანია სერვისის მიმწოდებლის შერჩევა, რომელიც დამოუკიდებლად ჩაატარებს პროექტ EU4Culture-ის შემაჯამებელ შეფასებას.  შემაჯამებელი შეფასების ამოცანაა შეფასდეს პროექტის შესაბამისობა, ეფექტიანობა, ეფექტურობა, მდგრადობა, გავლენა და თანდმიმდევრულობა (OECD-DAC კრიტერიუმების მიხედვით). პროექტის შემაჯამებელი შეფასებისას, დამატებითი კრიტერიუმის სახით, შესაძლოა გათვალისწინებულ იქნას ღირებულებებზე დაფუძნებული სამუშაო მიდგომა.
შემაჯამებელი შეფასების პერიოდი მოიცავს პროექტის EU4Culture-ის განხორციელების თარიღებს 2021 წლის იანვრიდან 2024 წლის დეკემბრამდე. გეოგრაფიული კუთხით შემაჯამებელი შეფასება ფარავს პროექტის განხორციელებაში ჩართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი (სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო, კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის წარმომადგენლები) საქართველო, მოლდოვას რესპუბლიკა და უკრაინა.

სატენდერო პირობებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია იხილეთ მიბმულ დანართში Annex 1 – Terms of Reference (ToR).
 

ბიუჯეტი

სატენდერო შეთავაზების მაქსიმალური ზღვარი არ უნდა აჭარბებდეს 40 000 ევროს ყველა გადასახადის ჩათვლით.
 

ტენდერში მონაწილეობის წინაპირობები

ტენდერში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომლებიც რეგისტრირებულები არიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
განმცხადებლებს მოეთხოვებათ  გამოცდილების ქონა მონაცემთა შეგროვების და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების შეფასების მიმართულებით.
განმცხადებლებს უნდა გააჩნდეთ OECD/DAC კრიტერიუმების მიხედვით დადასტურებული სამუშაო გამოცდილება და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის სიღრმისეული ცოდნა.

მოთხვნილი კვალიფიკაციის სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ დანართი 1 – Terms of Reference (ToR).
 

აპლიკაციის პროცესი

დაინტერესებულ უფლებამოსილ აპლიკანტებს შეუძლიათ წარმოადგინონ სატენდერო შეთავაზებები ინგლისურ ენაზე, ყველა შესაბამის დანართთან ერთად ელექტრონულად, მისამართზე: EU4Culture@goethe.de. სატენდერო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 3 მაისი, 2024, 11:59 საათი (ცენტრალური ევროპის დროით).

ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ სატენდერო განაცხადის დოკუმენტში.