ㅤ
პროგრამის მონაწილეებს მიეცათ ცოდნისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების, უნარების გაუმჯობესებისა და საერთაშორისო პროფესიული ქსელის გაფართოების შესაძლებლობა.
EU4Culture მხარდაჭერით კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო არტ რეზიდენციებში, დაესწრნენ საერთაშორისო კონფერენციებს, სემინარებსა და მასტერკლასებს, განახორციელეს სტაჟირებები და კვლევები. პროექტები მოიცავდა სექტორების ფართო სპექტრს, მათ შორის მუსიკასა და საშემსრულებლო ხელოვნებას, სახელოვნებო და კულტურული განათლების ინდუსტრიას, კინოფილმებისა და ვიდეოპროდუქციას, რეკლამას, ციფრული ტექნოლოგიების ინდუსტრიას, სახვით ხელოვნებასა და ფოტოგრაფიას.
პროექტმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო რეგიონებში მომუშავე ხელოვანების მხარდაჭერას.
