პროექტის მხარდაჭერით რეგიონულმა ქალაქებმა მოლდოვის რესპუბლიკაში (კაჰული), საქართველოში (ზუგდიდი) და სომხეთში (იჯევანი) განახორციელეს კულტურის სტრატეგიები. სტრატეგიების ფარგლებში ჩატარდა კვლევები, ფართომასშტაბიანი ღონისძიებები, საერთაშორისო ფორუმები, ფესტივალები, ტრენინგები, საგრანტო კონკურსები ადგილობრივი არტისტებისთვის, ა.შ.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო პროექტმა სამოქმედო გეგმაში ცვლილებები შეიტანა და დაეხმარა უკრაინის სამ ქალაქს კულტურის სფეროში სტრატეგიული ქმედებების განხორციელებაში, რომლებიც პასუხობდა არსებულ გამოწვევებს. ქალაქ რივნეში, ვინიცასა და ოდესაში ჩატარდა კულტურის ღონისძიებები, გაძლიერდა ხელოვნებისა და კულტურის სფერო, გაუმჯობესდა ადგილობრივი ხელოვანების უნარები და ცოდნა. განხორციელებულმა აქტივობებმა გაზარდა სამოქალაქო ჩართულობა და ხელი შეუწყო დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას.
კულტურის სტრატეგიების მდგრადობის უზრუნველსაყოფად, EU4Culture დაეხმარა ქალაქებს მოლდოვაში (ორჰეი), საქართველოში (ფოთი და ქუთაისი) და სომხეთში (სევანი და ჩარენცავანი) სტრატეგიის ფარგლებში შემუშავებული მიზნობრივი ღონისძიებების განხორციელებაში. პოლიტიკის დოკუმენტების სტრატეგიული მიმართულებების გათვალისწინებით, ქალაქებმა ჩაატარეს კვლევები და კულტურული ინფრასტრუქტურისა და სუბიექტების აღნუსხვა, განახორციელეს ღონისძიებები და ფესტივალები, სემინარები და არტ-რეზიდენციები.
