"მანდარინები და სანელებლები II" სარეზიდენციო პროგრამა მწერლებისა და ილუსტრატორებისთვის
მიზანი
ზღაპრები დიდი პოპულარობით სარგებლობს სამხრეთ კავკასიაში. სარეზიდენციო პროგრამის მიზანია მწერლების მოწვევა ახალი ზღაპრების შესაქმნელად. თანამედროვე ზღაპრებში ასახვას პოულობს მიმდინარე მოვლენებიც და ბავშვები ამ ზღაპრების მეშვეობით გაეცნობიან სხვა ქვეყნების/რეგიონების ამბებს და პერსონაჟებს.
რეზიდენციის მიზანია, შეიქმნას კრებული, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ზღაპრები სამხრეთ კავკასიიდან (მათ შორის კონფლიქტური რეგიონებიდან). კრებულზე მუშაობა ორ ეტაპს მოიცავს. პირველი რეზიდენცია ჩატარდა სომხეთში. შერჩეული ზღაპრები დასურათდება ილუსტრატორების მიერ და ითარგმნება უცხო ენებზე (ინგლისური, გერმანული), რათა კრებული ხელმისაწვდომი გახდეს მსოფლიოს მასშტაბით. კრებულის პრეზენტაციები მოეწყობა საერთაშორისო წიგნის ბაზრობებზე და სხვადასხვა ლიტერატურულ სივრცეში.
ვის შეუძლია განაცხადის შემოტანა? მწერლებს და ილუსტრატორებს აზერბაიჯანიდან.
აპლიკაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია - გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი ბიოგრაფია და შევსებული სააპლიკაციო ფორმა კონცეფციასთან ერთად (ინგლისურ ან რუსულ ენებზე), რაზეც აპირებთ მუშაობას რეზიდენციის განმავლობაში, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე maia.danelia@goethe.de
აპლიკაციის პროცედურა
კანდიდატები სააპლიკაციო ფორმას და კონცეფციას, რომელზეც აპირებენ მუშაობას რეზიდენციის განმავლობაში, აგზავნიან ზემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. კონცეფციებს განიხილავს გოეთეს ინსტიტუტის მიერ დაკომპლექტებული ჟიური და აცნობებს კანდიდატებს შედეგებს 2022 წლის 28 ოქტომბერს.
განაცხადების მიღება: 2022 წლის 25 ოქტომბრამდე!
(გოეთეს ინსტიტუტი იღებს ვალდებულებას, დაიცვას მონაწილეების კონფიდენციალობა და არ გაასაჯაროვოს ინფორმაცია მათი თანხმობის გარეშე)
რეზიდენციის ლოკაცია: თბილისი, საქართველო
ფინანსური მხარდაჭერა: მგზავრობის, სასტუმროს და კვების ხარჯები უზრუნველყოფილი იქნება პროექტის EU4Dialogue მიერ.
სამუშაო ენა: ძირითადი სამუშაო ენა არის ინგლისური, თუმცა განიხილება აპლიკაციები რუსულ ენაზეც.
საავტორო უფლებები©
რეზიდენციის ფარგლებში შექმნილ ნაწარმოებზე საავტორო უფლებები შეთანხმდება მწერლებთან და ილუსტრატორებთან.
დამფინანსებელი: ევროკავშირი
თანადამფინანსებელი და ორგანიზატორი: გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში
