გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსები

ამ კურსებზე თქვენ გოეთეს ინსტიტუტის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდისთვის მოემზადებით. თქვენ გაეცნობით  წერითი და ზეპირი გამოცდის შემადგენელ ნაწილებს და ივარჯიშებთ ავთენტური საგამოცდო მასალებით. თქვენ ასევე გაეცნობით  სხვადასხვა სპეციფიურ ხერხებს, რომელთა ფლობაც გაგიადვილებთ გამოცდასთან გამკლავებას.

  • A1-C1 გამოცდები
  • გამოყენებადი სავარჯიშოები
  • ოპტიმალური მომზადება

eine Frau am Whiteboard © Goethe-Institut © Goethe-Institut

ჩვენი ონლაინ კურსები A1-C2

Illustration: Prüfungsvorbereitung

გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსები A1-C2 (ონლაინ)

ეს კურსები გერმანული ენის A1-C2  დონის შემსწავლელებს აძლევს გოეთეს სასერტიფიკატო გამოცდებისთვის მომზადების  საშუალებას
 
  • დონე
    A1-C2

  • დასაწყისი
    მოთხოვნის მიხედვით

  • ხანგრძლივობა
    1-2 კვირა

  • გაკვეთილების რაოდენობა ერთ კვირაში
    4 საგაკვეთილო საათი დღეში (1 საგაკვეთილო საათი = 45 წუთი), ორჯერ ან სამჯერ კვირაში

  • მონაწილეები
    max. 12

  • პლატფორმაზე შესვლა
    3 თვე

  • ფასი
    325 GEL

გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსები

Illustration: Goethe-Zertifikat B1

B1 დონის გამოცდისთვის მოსამზადებელი ონლაინ კურსი

ეს კურსი შესაძლებლობას გაძლევთ ეფექტურად მოემზადოთ გოეთეს B1 დონის  სასერტიფიკატო გამოცდისთვის. ის განკუთვნილია გერმანული ენის მასწავლებლებისთვის, რომლებიც ფლობენ ენას B1 დონეზე.
  • დონე
    B1

  • დასაწყისი
    იანვარი, აპრილი, სექტემბერი

  • ხანგრძლივობა
    12 კვირა

  • გაკვეთილების რაოდენობა ერთ კვირაში
    5 ონლაინ შეხვედრა (კვირა 1, 4, 7, 10, 12) x 45 წუთი

  • მთლიანი მოცულობა
    დაახლ. 72 საგაკვეთილო საათი (1 აკ. საათი = 45 წუთი)

  • მონაწილეები
    მაქს. 18

  • პლატფორმაზე შესვლა
    3 თვე

  • ფასი
    555 GEL

კურსი შემდეგი თავებისგან შედგება:
  • ცოდნის შემოწმება: თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი ცოდნა  ისეთ უნარებში, როგორიც არის კითხვა, მოსმენა და წერა.
  • სავარჯიშოები ცალკეული მოდულებისთვის - კითხვა, მოსმენა, წერა, ლაპარაკი.
  • ხშირად დასმული შეკითხვები B1 დონის სასერთიფიკატო გამოცდასთან დაკავშირებით
  • დამატებითი მასალები: სტრატეგიები, რჩევები, სამეტყველო ფრაზები და გრამატიკა  
ენის დონის განმსაზღვრელი ტესტი

შეამოწმეთ თქვენი გერმანული

თუ თქვენ უკვე გაქვთ გერმანული ენის გარკვეული ცოდნა გთავაზობთ ენის ცოდნის განმსაზღვრელ ტესტს. მისი საშუალებით გაიგებთ თუ რა დონეზე ფლობთ ენას. ჩვენ თქვენთან ერთად განვსაზღვრავთ სწავლის მიზანს და შეგირჩევთ შესაფერის კურსს. ყოველგვარი ენის ცოდნის გარეშე ავტომატურად დაიწყებთ A1 საფეხურიდან.

ჩვენ გთავაზობთ C1 დონის კურსებს TestDaF-ის გამოცდისთვის ონლაინ

C1.2 + TestDaF - გამოცდისთვის მომზადება

თქვენ გსურთ გაიაროთ C1 კურსი და კურსის ბოლოს ჩააბაროთ Test DaF-ის გამოცდა?
  • დონე
    C1

  • დასაწყისი
    იანვარი, აპრილი, სექტემბერი

  • ხანგრძლივობა
    7-12 კვირა

  • გაკვეთილების რაოდენობა ერთ კვირაში
    4 საგაკვეთილო საათი დღეში (1 საგაკვეთილო საათი = 45 წუთი), სამჯერ ან ოთხჯერ კვირაში

  • მონაწილეები
    მაქს. 18

  • პლატფორმაზე შესვლა
    3 თვე

  • ფასი
    730 GEL

C1.1/C1.2 + TestDaF - გამოცდისთვის მომზადება

თქვენ გსურთ გაიაროთ C1 კურსი და კურსის ბოლოს ჩააბაროთ Test DaF-ის გამოცდა?
  • დონე
    C1

  • დასაწყისი
    იანვარი, აპრილი, სექტემბერი

  • ხანგრძლივობა
    12 კვირა

  • გაკვეთილების რაოდენობა ერთ კვირაში
    4 საგაკვეთილო საათი დღეში (1 საგაკვეთილო საათი = 45 წუთი), სამჯერ კვირაში

  • მონაწილეები
    მაქს. 18

  • პლატფორმაზე შესვლა
    3 თვე

  • ფასი
    1305 GEL

B1 და B2 დონის გამოცდები დიგიტალურ ფორმატში

დიგიტალური გამოცდები ტარდება საგამოცდო ცენტრში ინსტიტუტის ლეპტოპებით, რომლებიც აღჭურვილია გერმანული კლავიატურით. ლეპტოპებზე ტარდება გამოცდის ყველა მოდული - კითხვა, წერა და მოსმენა (ყურსასმენებით). მოდული „ლაპარაკი“ ტარდება გოეთეს ინსტიტუტის გამოცდილ გამომცდელებთან ერთად.

კიდევ გაქვთ შეკითხვები? ჩვენ სიამოვნებით გაგიწევთ კონსულტაციას:

კიდევ გაქვთ შეკითხვები?

ჩვენ სიამოვნებით გაგიწევთ კონსულტაციას:

გამოგვყევით