Schnelleinstieg:

Direkt zum Inhalt springen (Alt 1) Direkt zur Hauptnavigation springen (Alt 2)

პარტნიორი უნივერსიტეტები

Studienbrücke © GI

პროგრამის "ხიდი განათლებისკენ" პარტნიორი უნივერსიტეტები პროგრამის მონაწილეებს ფაკულტეტების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ და ყოველწლიურად სპეციალურად მათთვის ადგილების გარკვეულ რაოდენობას გამოყოფენ. უნივერსიტეტები სტუდენტებს სთავაზობენ სამეურვეო პროგრამას, რაც უცხო სასწავლო გარემოსა და უცხო ქვეყანაშო ადაპტაციას უწყობს ხელს. პარტნიორი უნივერსიტეტები ნორდრაინ-ვესტფალენისა და ბრანდერბურგის მხარეებში მდებარეობენ. 

გერმანიაში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით ხშირად დასმული კითხვები
საინფორმაციო ბუკლეტი "პარტნიორი უნივერსიტეტები" 

CHE HOCHSCHULRANKING

რურის საუნივერსიტეტო ალიანსი

120 000-ზე მეტ სტუდენტს და 1300-მდე პროფესორს ითვლის რურის საუნივერსიტეტო ალიანსი და გერმანიის უდიდეს და ყველაზე წარმატებულ სამეცნიერო და კველვით ცენტრად ითვლება.  

ბონის რაინის ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტი

ბონის უნივერსიტეტი ევროპის ცენტრში მდებარეობს, რომელიც გამოირჩევა უმაღლესი დონის სამეცნიერო კვლევებით, კვლევებზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამებითა და საერთაშორისო ატმოსფეროთი.   

აახენის რაინ-ვესტფალიის ტექნიკური უნივერსიტეტი

აახენის რაინ-ვესტფალიის ტექნიკური უნივერსიტეტი, რომლის შემადგენლობაშიც 9 ფაკულტეტი და 260 ინსტიტუტი შედის, ევროპის წამყვან სამეცნიერო-კვლევით ცენტრად ითვლება. 
 

ზიგენის უნივერსიტეტი

ზიგენის ახალი, ინოვაციური და ინტერდისციპლინარულ კვლევებზე ორიენტირებული უნივერსიტეტი სამხრეთ ვესტფალიის ცენტრში მდებარეობს. 

ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი

ვიადრინას უნივერსიტეტი, სადაც 107 სხვადასხვა ქვეყნიდან 6.600 სტუდენტი სწავლობს, გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე საერთაშორისო უნივერსიტეტად ითვლება. 

ბაუჰაუსის უნივერსიტეტი ვაიმარში

უნივერსიტეტი გთავაზობთ მრავალფეროვანი ფაკულტეტების არჩევანს, როგორიცაა: არქიტექტურა და ურბანისტიკა, სამშენებლო ინჟინერია, ხელოვნება, დიზაინი, მედიები.