ხშირად დასმული კითხვები

Frau am Laptop © Getty Images

ენის კურსებზე რეგისტრაცია და ტესტირება ონლაინ გაიმართება. ენის კურსებსაც ონლაინ რეჟიმში შემოგთაზებთ. ენის კურსებისა და გამოცდების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირიით საქართველოს გოეთეს ინსტიტუტს და მიიღეთ თქვენს შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები.

ენის განყოფილება

ენის კურსების ბიუროს სამუშაო საათებია:
 
ორშ., სამშ., ხუთშ., პარ.:  10:00–13:00 და 14:00-17:00
ოთხშ.  10:00-13:00 და 16:00-18:30

შეგიძლიათ აგრეთვე მოგვწეროთ შეკითხვა შემდეგ მისამართზე: 
deutschkurse-tbilissi@goethe.de

კონსულტაცია, რეგისტრაცია და ტესტირება

თქვენ შეგიძლიათ ონლაინ-რეგისტრაციის გავლა.

ონლაინ-რეგისტრაცია და ტესტირება ზაფხულის ინტენსიური კურსებისათვის:
01.07.2020 - 27.07.2020

კონსულტაცია

ჩვენი აქტუალური კურსების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ აქ:

ჩვენი კურსები თუ გსურთ პერსონალური კონსულტაციის მიღება თქვენზე მორგებული კურსის სწორად შესარჩევად, მოგვწერეთ ელექტრონული წერილი. ჩვენ 24 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებით და შეგითანხმებთ Zoom-ში პერსონალური კონსულტაციის დროს. ჩვენი პედაგოგები გაგაცნობენ ჩვენს აქტუალურს კურსებს და დაგეხმარებიან თქვენზე მაქსიმალურად მორგებული კურსის შერჩევაში.
კონსულტაცია თუ გერმანული ენის შესწავლას ახლა იწყებთ და არ გჭირდებათ ცოდნის დონის დადგენა, გადადით ამ ბმულზე და პირდაპირ A1.1 - კურსზე დარეგისტრირდით.

ტესტირება

თუ გერმანულ ენას საბაზისო დონეზე ფლობთ და გნებავთ დაჯავშნოთ კურსი, შეგიძლიათ დისტანციურად გაიაროთ ენობრივი დონის დასადგენი ტესტირება. წერითი ტესტის შემდეგ ჩაგიტარდებათ გოეთეს ინსტიტუტის პედაგოგის მიერ ზეპირი ინტერვიუ და ამის შემდეგ გაივლით კონსულტაციას. აღნიშნული პროცესი შესაძლებლობას გაძლევთ სწორად შეარჩიოთ  კურსის  საფეხური და ფორმატი.

როგორ შემიძლია გავიარო ტესტირება?

ტესტირება ტარდება დისტანციურად და უფასოა. 
ტესტზე მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ დროის იმ მონაკვეთში, როცა თქვენ გეცლებათ. საყურადღებოა, რომ ტესტის შეწყვეტა და გაგრძელება არ არის შესაძლებელი, თუ დაიწყებთ ბოლომდე უნდა დაასრულოთ. ამისათვის დაგეგმეთ ერთი საათი. ტესტის დასრულების შემდეგ მიიღებთ წერილობით მოწვევას ზეპირ გასაუბრებასა და კურსის შესახებ ინდივიდუალურ კონსულტაციაზე.
აქ შეგიძლიათ გააკეთოთ ცოდნის დონის დასადგენი ტესტირება:
ცოდნის დონის დასადგენი ტესტი რეგისტრაციისა და ტესტირების ბოლო ვადაა 27.07.2020

2020 წლის ზაფხული ინტენსიურად

2020 წლის ზაფხულის ინტენსიური კურსები დაიწყება: 25.07.2020.

კურსები დამთავრდება 10.09.2020.

კონტაქტი და რეგისტრაცია
გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია:
ვადები და ფასები თქვენ შეგიძლიათ საიტზე საკრედიტო ბარათით გადაიხადოთ (Visa-ან Master-ბარათით)
კურსის დაწყების წინ ენის კურსების ადმინისტრაციისაგან ელექტრონული ფოსტით მიიღებთ მისალმების ავტომატურ შეტყობინებას, სადაც მოგეწოდებათ გოეთეს ინსტიტუტის სასწავლო პლატფორმაზე MeinGoethe.de განთავსებულ ონლაინ საკლასო ოთახზე გადასასვლელი ბმული.
დისტანციური ფორმატის კურსები, დასწრებული სწავლების კურსების მსგავსად, შესაძლებლობას გაძლევთ სრულფასოვნად ივარჯიშოთ ენობრივი უნარების განვითარებისთვის. შენარჩუნებული იქნება  სწავლების ინტერქციული ფორმაც, რაც ჯგუფელებთან და პედაგოგთან ერთად აქტიურ სასწავლო პროცესს გულისხმობს. განსხვავება ის არის, რომ სასწავლო პროცესი არა ფიზიკურ, არამედ ვირტუალურ საკლასო ოთახში მიმდინარეობს. თქვენს მიერ შერჩეული კურსის ტიპი განაპირობებს იმას, თუ რომელ ვირტუალურ სიცრცეში შედგება თქვენი გაკვეთილი - პლატფორმა Zoom-სა თუ Adobe-Connect-ში. ზოგიერთი კურსის შემთხვევაში სწავლის პროცესი კომბინირებულია და მოიცავს როგორც ონლაინ სესიებს, ასევე პლატფორმა MeinGoethe.de-ზე განთავსებულ სასწავლო აქტივობებს. ონლაინ სესიების დროს ყურადღება სასაუბრო უნარ-ჩვევების გავარჯიშებაზეა გამახვილებული, ხდება რა ავთენტური კომუნიკაციური სიტუაციების გათამაშება ვირტუალურ საკლასო ოთახში. ეს ყველაფერი შესაძლებელია კომფორტულად, სახლიდან გაუსვლელად, კურსის ჩვეულ დროებსა და საათებში.
 
ონლაინ სესიებისთვის დაგჭირდებათ პერსონალური კომპიუტერი ან ლეპტოპი ინტერნეტკავშირით. სასურველია კომპიუტერს ჰქონდეს ინტეგრირებული  ვებ-კამერა. აგრეთვე სასურველია, რომ იქონიოთ ყურსასმენი მიკრიფონით (თუმცა ყურსასმენის არქონის  შემთხვევაშიც შეძლებთ სესიაში მონაწილეობას). ონლაინ სესიები ჩატარდება საკონფერენციო პლატფორმაზე, როგორიცაა Zoom ან Adobe Connect. ამასთან დაკავშირებით ელექტორონული ფოსტის მისამართზე თქვენ მიიღებთ შესაბამის ინსტრუქციასა და  ონლაინ სესიის ბმულს. გთხოვთ, მიღებული ბმული გახსნათ ონლაინ სესიის დაწყებამდე 15 წუთით ადრე და დაელოდეთ თქვენს პედაგოგს. 
თუ თქვენს კურსზე დაგჭირდებათ სახელმძღვანელო, მნიშვნელოვანია, რომ მისი ორივე ნაწილი (სასწავლო და სამუშაო წიგნი) თან გქონდეთ ონლაინ სესიის მიმდინარეობისას.
კურსის შესახებ ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, პირველ რიგში, მიმართეთ თქვენს პედაგოგს. ის სიამოვნებით გაგიწევთ კონსულტაციას. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დამატებითი ინფორმაცია დაგჭირდებათ და ამაზე პასუხს თქვენი პედაგოგისგან ვერ მიიღებთ, მიმართეთ ენის კურსების ბიუროს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: deutschkurse-tbilissi@goethe.de
 
ჩვენ ამ ეტაპზე გთავაზობთ ონლაინ და შერეული ფორმატის კურსებს. შერეული ფორმატის კურსების შემთხვევაში დასწრებული საგაკვეთილო ფაზები ონლაინ ფორმატში ჩატარდება მანამ, სანამ არ მოიხსნება შეზღუდვები.
შეზღუდვების მოხსნისთანავე ბავშვების, მოზარდებისა და ექსტენსიური კურსები კვლავ გოეთეს ინსტიტუტში დასწრებული ფორმით გაგრძელდება. ჩვეულ საგაკვეთილო ფორმატში ჩატარდება ასევე შერეული კურსების დასწრებული შეხვედრებიც, როგორც კი ამის შესაძლებლობა გვექნება. 
 
ბავშვების და მოზარდების კურსები ონლაინ ფორმატში პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით ჩატარდება.
ონლაინ რეჟიმშიც დაცულია გოეთეს ინსტიტუტის გაკვეთილის სტანდარტები, რომლის მიხედვით, კომუნიკაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა. კითხვის, მოსმენის, წერისა და საუბრის უნარ-ჩვევების გავარჯიშება ყოფითი სიტუაციების გათამაშებითა და ავთენტური ტექსტების საშუალებით ხდება.  კომუნიკაციის წინა პლანზე წამოწეულია უნარები: მოსმენა, კითხვა, საუბარი და წერა. შეზღუდვების მოხსნისთანავე გაკვეთილი გოეთეს ინსტიტუტში, ჩვეულ ფორმატში, აღდგება.

როგორც კი დასწრებული სწავლება გოეთეს ინსტიტუტის სივრცეში შესაძლებელი გახდება, შევეცდებით გაკვეთილები ჩვეულებრივ რეჟიმში გადმოვიტანოთ. ეს ტრიმესტრის დროზე ადრე დასრულების საშუალებას მოგვცემს და კურსების მონაწილეებს შეეძლებათ არდადეგები დროულად დაიწყონ. ამის შესახებ დროულად შეგატყობინებთ მოვლენების განვითარების შესაბამისად.
რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ კურსზე რეგისტრაციის გაუქმება. გადახდილი თანხა უკან დაგიბრუნდებათ, თუ კურსიდან ამოეწერებით მესამე გაკვეთილის ჩატარებამდე. ამ შემთხვევაში დაგექვითებათ მხოლოდ ადმინისტრაციული მოსაკრებლი 20 ლარი.
მესამე გაკვეთილის ჩატარების შემდეგ კურსის შეწყვეტის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან არ დაგიბრუნდებათ.
თუ თქვენს მიერ შერჩეულ კურსზე არ ჩაეწერება მონაწილეების მინიმალური რაოდენობა, გოეთეს ინსტიტუტი იტოვებს კურსის გაუქმების უფლებას. ამ შემთხვევაში თქვენ გადახდილ თანხას სრულად დაიბრუნებთ.

საბანკო ბარათითა და საბანკო გადარიცხვით გადახდილი კურსისა და გამოცდის საფასურის უკუგატარებისთვის თქვენ გოეთეს ინსტიტუტის ენის კურსების ბიუროს უნდა გაუგზავნოთ შემდეგი დოკუმენტაცია: პირადობის მოწმობის ასლი და საბანკო რეკვიზიტები. უკან გადმორიცხული თანხა 30 კალენდარული დღის განმავლობაში აისახება თქვენს ანგარიშზე. ზემოთ ჩამოთვლილი ვადების გასვლის შემეგ თანხის დაბრუნება აღარ მოხდება.
 

ზაფხულის ტრიმესტრი 2020

MeinGoethe.de-ზე თქვენი ჯგუფის ონლაინ საკლასო ოთახში იპოვით გაკვეთილის გეგმასა და საშინაო დავალებებს.
კურსის მოწმობა ყველა მონაწილეს ტრიმესტრის ბოლოს ავტომატურად ეგზავნემა მაილზე. თუ კურსის მოწმობა არ მიგიღიათ, გთხოვთ მოგვწეროთ ამის შესახებ თქვენი აქტუალური ელ-ფოსტიდან შემდეგ მაილზე:
deutschkurse-tbilissi@goethe.de
ჩვენ ცნობას დაუყოვნებლივ გამოგიგზავნით.

გერმანული ენის კურსები გერმანიაში

2020 წლის 18 მარტიდან სავარაუდოდ 2020 წლის მაისის ბოლომდე გერმანული ენის შემსწავლელი ყველა კურსი ონლაინ-რეჟიმში მიმდინარეობს.
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
ენის კურსები გერმანიაში

გამოცდები

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში საგამოცდო პროცესი განახლდა!

რომელი გამოცდა რა დროს და რა რეგულაციებით ჩატარდება და როგორ იწარმოებს რეგისტრაცია გამოცდებზე, შეგიძლიათ იხილოთ საგამოცდო რუბრიკაში:
გამოცდაზე რეგისტრაცია გამოცდებთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვა შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე:
pruefungen-tbilissi@goethe.de
 
გამოცდის სერტიფიკატი, რომელიც ჩატარდა 17 ივლისის ჩათვლით, გაიცემა:
28.07.2020 – 31.07.2020 (09:00 – 17:00)

გამოცდის სერტიფიკატი, რომელიც ჩატარდა 18 ივლისიდან, გაიცემა:
24.08.2020-დან  (09:00 – 17:00)
 
სერტიფიკატის აღებას შეძლებთ გოეთეს ინსტიტუტის მისაღებში, რომლის სამუშაო დროებია:
ორშაბათი-პარასკევი: 09:00-17:30

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ:
pruefungen-tbilissi@goethe.de
გამოცდის თარიღები გადაიდო და შესაბამისად გაიზარდა რეგისტრაციის ვადებიც.
უკვე დარეგისტრირებულ მონაწილეებს შეუნარჩუნდებათ ადგილები.
ადევნეთ თვალი ინფორმაციას მონაწილის პორტალზე.
TESTDAF

გერმანული ენის კურსები A1–C2

შეისწავლეთ გერმანული ენა საქართველოში. გოეთეს ინსტიტუტი გთავაზობთ დასწრებული და ონლაინ ფორმატის კურსებს.

გერმანული ენის გამოცდები

დაადასტურეთ გერმანული ენის ცოდნის დონე გოეთეს ინსტიტუტის გამოცდებზე.