Schnelleinstieg:

Direkt zum Inhalt springen (Alt 1) Direkt zur Hauptnavigation springen (Alt 2)

ენის დონის განმსაზღვრელი ტესტი

საცდელი ტესტი

საცდელი ტესტი პირველი ორიენტირია იმისა, თუ რა დონეზე ფლობთ გერმანულ ენას.  ტესტის გავლის დროს თქვენ შეგხვდებათ სხვადასხვა დავალებები, რითაც შემოწმდება თქვენი უნარები კითხვაში. ასევე შემოწმდება თქვენი გრამატიკა და ლექსიკური მარაგი.
თუ თქვენ გსურთ ენის კურსი გოეთეს ინსტიტუტში გაიაროთ, ეს ტესტი საკმარის არ არის.  ამისათვის საჭიროა გააკეთოთ ენის დონის განმსაზღვრელი ონლაინ ტესტი.

  • ენის დონის მიახლოებითი შეფასება
  • ხანგრძლივობა 15-20 წუთი
  • უფასო

ენის დონის განმსაზღვრელი ონლაინ ტესტი

ენის დონის განმსაზღვრელი ონლაინ ტესტის საშუალებით ჩვენ დავადგენთ, თუ რა ცოდნას ფლობთ გერმანულ ენაში. თქვენთან ერთად განვსაზღვრავთ თქვენი სწავლის მიზანს და დაგეხმარებით შესაბამისი კურსის არჩევაში.

ტესტის წერილობითი ნაწილის გავლის შემდეგ თქვენ გექნებათ ზეპირი გასაუბრება  გოეთეს ინსტიტუტის მასწავლებელთან და შესაბამისი კურსის ასარჩევად გაგეწევათ კონსულტაცია.

ენის დონის განმსაზღვრელი ტესტი ტარდება ერთ ჯერზე, ამიტომ გთხოვთ ამისთვის გამოყოთ ერთი საათი დრო. წერილობითი ნაწილის დასრულების შემდეგ ჩვენგან მიიღებთ მოწევევას ზეპირ ინტერვიუზე და ასევე  ინდივიდუალურ კონსულტაციაზე.


ტესტის ასაკი- 16 წელი+

  • შესაფერისი კურსის ინდივიდუალურად შერჩევა
  • ზუსტი შედეგი, მაგ: A1.2, B2.1

უფასო