Goethe-Test PRO: Deutsch für den Beruf

Goethe-Test PRO Deutsch für den Beruf ფოტო: Colourbox

თქვენ გსურთ ...

  • თქვენი კარიერისათვის: ენის ცოდნის საკუთარი დონე სწორად განსაზღვროთ/ გაგიჩნდეთ კვალიფიკაციის ამაღლებისა და შესაბამისი კურსების გავლის მოტივაცია
  • როგორც კომპანიას: შეამოწმოთ კონკურსანტებისა და თანამშრომლების ენის ცოდნის დონე/ შეაფასოთ კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებების ეფექტურობა / შექმნათ ქმედითი ბაზა კვალიფიკაციის ამაღლების შემდგომი ღონისძიებებისთვის

Goethe-Test PRO – სიცხადე სულ რაღაც 60 წუთში!

პირადი კარიერისთვის იქნება ეს, თუ კომპანიის კონკურენტუნარიანობისათვის: წარმატება უზუსტობიდან ვერ აღმოცენდება. წარმატება ნდობას ეფუძნება. ხოლო ნდობა ჩნდება ერთ ენაზე მეტყველებისას. მაშასადამე, კითხვა ასე ისმის: რამდენად კარგად იცით გერმანული? ენის ცოდნის რა დონე აქვთ თქვენს ახლანდელ ან მომავალ თანამშრომლებს?

Goethe-Test PRO –გერმანული პროფესიითვის ამ კითხვებზე პასუხს გთავაზობთ. ჩვენი გერმანული ენის ტესტი კომპიუტერის გამოყენებით სწრაფად და სანდოდ დააგენს მოსმენისა და კითხვის უნარებს თქვენს სამუშაო ადგილას.

ინდივიდუალური და დამაჯერებელი

თანამედროვე ტექნოლოგიით Goethe-Test PRO ენის ცოდნის ინდივიდუალურ დონეს 60–დან 90 წუთამდე პერიოდში დაადგენს. ყველა მონაწილე ერთსა და იმავე საფეხურიდან იწყებს. ტესტის მსვლელობისას პროგრამა ყოველ შემდეგ დავალებას წინა დავალების პასუხის საფუძველზე ირჩევს და ოპტიმალურად უსადაგებს მას ენის ცოდნის მოცემულ დონეს. ამგვარად, აქ ჩაჭრა არ არსებობს. შედეგი და სერტიფიკატი ენის ცოდნის დონის დამაჯერებელი აღწერის ჩათვლით უშუალოდ გამოცდის დასასრულს გამზადებულია – და იდეალურ შესაძლებლობას გაძლევთ გადაწყვეტილებისთვის – მაგ. კვალიფიკაციის ასამაღლებელი შემდგომი ღონისძიებების შესახებ.

Goethe-Test PRO–ს გამოყენება მოქნილად შეიძლება: მსოფლიოს მასშტაბით ჩვენს ერთ–ერთ საგამოცდო ცენტრში ან უშუალოდ თქვენს კომპანიაში. ტესტი იყენებს ცნობილი Business Language Testing Service–ის (BULATS) მეთოდებსა და ეყრდნობა საერთო ევროპულ სარეკომენდაციო ჩარჩოს (GER).

თქვენი გზა ჩვენსკენ

გსურთ ვარაუდების ნაცვლად ზუსტად იცოდეთ, რა დონეზე ფლობენ ენას თქვენი თანამშრომლები? მაშინ პირდაპირ ჩვენ დაგვიკავშირდით! ჩვენ შეგიდგენთ ზოგად პროგრამასა და დაგეხმარებით ტესტის მომზადებასა და ჩატარებაში.

სიამოვნებით გაგიწევთ კონსულტაციებს ფირმებისთის გათვლილი კვალიფიკაციის ამაღლებისა და ენის კურსების შესახებ.

You have disabled JavaScript in your browser settings. Please enable JavaScript to see the courses again.

*) მოცემული შეღავათიანი ფასი ძალაშია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ესწრებოდით გოეთეს ინსტიტუტის კურსს ბოლო ექვსი თვის მანძილზე. ექვს თვეში იგულისხმება პერიოდი ენის კურსის დასრულებასა და გამოცდის თარიღს შორის. ამ შემთხვევაში გამოცდის საფასურის გადახდის დროს ავტომატურად იცვლება ფასი. თუ ეს ასე არ მოხდა, გთხოვთ მიმართოთ თქვენი ენის კურსების ბიუროს.

რა არის კიდევ მნიშვნელოვანი?


დემო–ვერსია

იხილეთ უფასოდ და თავად შეიქმენით წარმოდგენა:

კონტაქტი

დამატებითი ინფორმაციისა და შემოთავაზებებისთვის მიმართეთ:
pruefungen-tbilissi@goethe.de