Goethe-Zertifikat B1

Goethe-Zertifikat B1 Foto: Getty Images/DexImage

თქვენ გსურთ ...

  • გერმანიაში საუნივერსიტეტო კოლეჯში (Studienkolleg) სწავლა
  • გერმანიაში ცხოვრება და მუშაობა
  • B1-ის სასწავლო დონის წარმატებული დასრულების დამადასტურებელი საბუთის მიღება
  • ოფიციალური და საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის მოპოვება

Goethe-Zertifikat B1 არის გერმანული ენის  გამოცდა მოზარდთა და მოზრდილთათვის. ის ადასტურებს გერმანული ენის დამოუკიდებელი გამოყენების უნარს და შეესაბამება საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (GER) ექვსსაფეხურიანი სკალის  მესამე (B1) საფეხურს.

ამ გამოცდის ჩაბარებით თქვენ ადასტურებთ, რომ ...

  • მარტივი სტანდარტული ენის გამოყენებისა და ნაცნობ საგნებზე, სამუშაოს, სკოლის, დასვენებისა და ა. შ. სფეროებიდან მთავარი საკითხების გაგების უნარი შეგწევთ.
  • გერმანულენოვან ქვეყნებში მოგზაურობისას წარმოშობილი ენობრივი სიტუაციების უმრავლესობასთან გამკლავება შეგიძლიათ.
  •  ნაცნობ თემებსა და პიროვნულ ინტერესებზე მარტივად და თანმიმდევრულად საუბრობთ.
  • შეგიძლიათ გამოცდილებებისა და მოვლენების გადმოცემა, ოცნებების, იმედებისა და მიზნების აღწერა და გეგმებისა და შეხედულებების  მოკლე არგუმენტაცია ან ახსნა.

You have disabled JavaScript in your browser settings. Please enable JavaScript to see the courses again.

*) მოცემული შეღავათიანი ფასი ძალაშია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ესწრებოდით გოეთეს ინსტიტუტის კურსს ბოლო ექვსი თვის მანძილზე. ექვს თვეში იგულისხმება პერიოდი ენის კურსის დასრულებასა და გამოცდის თარიღს შორის. ამ შემთხვევაში გამოცდის საფასურის გადახდის დროს ავტომატურად იცვლება ფასი. თუ ეს ასე არ მოხდა, გთხოვთ მიმართოთ თქვენი ენის კურსების ბიუროს.

მომზადება

სავარჯიშო მასალები

აქ იპოვი გამოცდის ნიმუშებსა და სავარჯიშო მასალებს შეუზღუდავ წვდომაში როგორც ინტერაქტიულ, ასევე ონლაინ-რეჟიმში.

დამატებითი ინფორმაცია

Goethe- Zertifikat B1 გამოცდის წინაპირობები, შინაარსი და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ:

Goethe-Zertifikat B1 digital

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი  გთავაზობთ Goethe-Zertifikat B1 ენის გამოცდას ციფრული ფორმატითაც