დამატებითი ინფორმაცია

უკან დაბრუნება. Goethe-Zertifikat B1

თქვენი გამოსვლაა: მოდულები

Goethe-Zertifikat B1 შედგება შემდეგი მოდულებისგან: კითხვა, მოსმენა, წერა და ლაპარაკი (ზეპირი გამოცდა წყვილებში). გამოცდა მთელ მსოფლიოში ერთიანი სტანდარტებით ტარდება და ფასდება.

ოთხი მოდულის ჩაბარება შესაძლებელია ცალ-ცალკე ან კომბინირებულად. ოთხივე მოდულზე გაცემული ცალკეული სერტიფიკატები შეესაბამება ერთ საერთო სერტიფიკატს.

ეს გამოცდა ერთობლივად შეიმუშავეს გოეთეს ინსტიტუტმა, ფრაიბურგის უნივერსიტეტმა (შვეიცარია) და ÖSD-მ და ის ტარდება მსოფლიოს მასშტაბით სახელწოდებით Goethe-Zertifikat B1 ან ÖSD-ს სერტიფიკატი B1.
 

კითხვა

თქვენ კითხულობთ ბლოგების პუბლიკაციებს, ელ-ფოსტის შეტყობინებებს, საგაზეთო სტატიებს, განცხადებებსა და წერილობით ინსტრუქციებს. თქვენ შეგწევთ მთავარი ინფორმაციის, მნიშვნელოვანი დეტალების, ასევე შეხედულებებისა და პოზიციების გაგების უნარი.

ხანგრძლივობა: 65 წუთი

წერა

თქვენ წერთ ელ-ფოსტის პირად და ოფიციალურ შეტყობინებებს/წერილებს და გამოხატავთ თქვენს აზრს წერილობით ფორუმზე.

ხანგრძლივობა: 60 წუთი

მოსმენა

თქვენ ისმენთ ხმოვან განცხადებებს , მოკლე გამოსვლებს, არაფორმალურ საუბრებსა და რადიოდისკუსიებს. თქვენ შეგწევთ მთავარი აზრებისა და მნიშვნელოვანი დეტალების გაგების უნარი.

ხანგრძლივობა: 40 წუთი

ლაპარაკი

თქვენ საუბრობთ თქვენს პარტნიორთან ყოფითი თემის შესახებ, მაგ. მოგზაურობაზე. ამასთანავე, რეაგირებთ კითხვებზე, გამოხატავთ თქვენს აზრს და აკეთებთ შეთავაზებებს. თავისუფლად საუბრობთ მომზადებულ ყოფით თემაზე და პასუხობთ დასმულ კითხვებს.

ხანგრძლივობა: 15 წუთი

წინაპირობები

Goethe-Zertifikat B1 არის გერმანული ენის გამოცდა მოზარდთა და მოზრდილთათვის.
 
გოეთეს ინსტიტუტის გამოცდები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის და მათი ჩაბარება არაა დამოკიდებული არც რაიმე მინიმალური ასაკის მიღწევაზე და არც გერმანიის მოქალაქეობის ფლობაზე.
  • Goethe-Zertifikat B1 მოზარდთა სერტიფიკატისთვის რეკომენდირებული ასაკი 12 წლიდან იწყება.
  • Goethe-Zertifikat B1 მოზრდილთა სერტიფიკატისთვის რეკომენდირებული ასაკი 16 წლიდან იწყება.
  • Goethe-Zertifikat B1 სერტიფიკატი ითვალისწინებს გერმანული ენის ცოდნას, რომელიც საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (GER) მესამე (B1) საფეხურს შეესაბამება.
  • ამ საფეხურის მისაღწევად - წინასწარი ცოდნისა და სასწავლო შესაძლებლობების მიხედვით - საჭიროა 350-დან 650-მდე 45-წუთიანი აკადემიური საათის გავლა.