ბავშვები და მოზარდები

გსურს TikTok-სა და Instagram-ზე კომენტარები გერმანულად დატოვო? გიყვარს ონლაინ თამაშები? ან გინდა გერმანულ ენაზე ფილმები ნახო? მაშინ აქ შემოგვიერთდი! ჩვენ შენთვის შევქმენით აპლიკაციები და თამაშები, გადავიღეთ ვიდეოები და შევარჩიეთ 100-ზე მეტი ფილმი. ასევე, ჩვენს ციფრულ ბავშვთა და ახალგაზრდულ უნივერსიტეტში, გაგაცნობთ საინტერესო ექსპერიმენტებს.

Zwei Kinder flüstern sich etwas zu und lachen. © Goethe-Institut, Getty Images

  • სივრცე ბავშვებისათვის

    ციფრული საბავშვო უნივერსიტეტი

    როგორ შეუძლიათ ავტომობილებს სრულიად დამოუკიდებლად მოძრაობა? რატომ გამოსცემს ნიჟარა ხმას, როცა ის ყურთან მიგვაქვს? რატომაა აუცილებელი ძილი? სამყარო სავსეა შეკითხვებით. ჩვენთან მრავალ მსგავს შეკითხვაზე იპოვი პასუხს. ისინი მარტივადაა ახსნილი და რაც მთავარია - უფასოა. პროფესორ აინშტაინსა და სოფი შლაუს უხარიათ შენთან შეხვედრა!

    KinderUni Foto: © Goethe-Institut Foto: © Goethe-Institut

  • სივრცე მოზარდებისთვის

    ციფრული უნივერსიტეტი მოზარდებისთვის

    როგორ გამოიყურება კოსმოსი? საიდან მოგვეწოდება ელექტროენერგია?
    როგორ მუშაობს რობოტი? მოირგე სტუდენტის როლი ჩვენს ციფრულ უნივერსიტეტში, მიიღე პასუხი უამრავ მსგავს შეკითხვაზე და ამასთანავე  გაიუმჯობესე გერმანული ენის ცოდნა სრულებით უფასოდ. ჩვენი უნივერსიტეტი გათვლილია მოზარდებისთვის, რომელთა გერმანული ენის ცოდნის დონე A1/A2 და A2/B1-ია.

    JuniorUni Foto: © Goethe-Institut Foto: © Goethe-Institut

  • სოციალური მედია

    გერმანული ენის სწავლა ტიკტოკსა და ინსტაგრამზე

    კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს პატარა სოციუმში. ალექსი გერმანიიდან და ბევრი სხვა სტუმარი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩვენს ტიკტოკ და ინსტაგრამ გვერდებზე შენ გელოდება.
    აქ ბევრს შეიტყობ არა მხოლოდ გერმანული ენის შესახებ, არამედ ასევე გაეცნობი გერმანიაში და სხვა ქვეყნებში არსებული ყოფის თავისებურებებს. აქ ასევე შეგიძლია სხვებს გამოეხმაურო და საკუთარი გამოცდილება გაუზიარო.

    Learn German on TikTok and Instagram © Goethe-Institut © Goethe-Institut

  • თამაშების აპლიკაცია

    გაიცანი გერმანია

    აღმოაჩინე გერმანია და ისწავლე გერმანული! გამოცადე დამატებითი რეალობის (Augmented Reality/AR) საინტერესო პერსპექტივა ჩვენი უფასო აპლიკაციის წყალობით. აქ ასევე იპოვი  გერმანიის ფერად პლაკატს და  მრავალი ინტერაქციული სავარჯიშოს წყალობით, თამაშ-თამაშით, გაიუმჯობესებ გერმანული ენის ცოდნას.

    Deutschland.Kennen.Lernen Grafik: © Goethe-Institut Grafik: © Goethe-Institut

  • ინფორმაცია და რჩევები

    ჩემი გზა გერმანიისკენ

    გეგმავ გერმანიაში გამგზავრებას? მაშინ აქ უნდა შემოიხედო. გერმანულ (A1-B2 დონეებზე) ან შენთვის სასურველ სხვა ენაზე აქ იპოვი ტექსტებს, ვიდეოებსა და ბარათებს, რომელთა დახმარებითაც გაეცნობი გერმანიაში ცხოვრებასთან და მუშაობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას.

    ახალგაზრდა შავგვრემანი ქალბატონის სახე მზის შუქზე, ბრანდებურგის კარიბჭის წინ © Alina Holtmann / Maridav © Alina Holtmann / Maridav

  • YouTube

    ისწავლე გერმანული იდასთან ერთად

    ისწავლე გერმანული ენა 24h Deutsch-თან ერთად, რომელიც გოეთეს ინსტიტუტის კონკურსის "გერმანული ენის სწავლა YouTube-ზე?- გვაჩვენე, როგორ ხდება ეს!" გამარჯვებულია.

    Ida aus 24h Deutsch mit einem Mikrofon in der Hand Foto: © Goethe-Institut Foto: © Goethe-Institut

  • ონლაინ თამაში

    სურათი გაქრა!

    მუზეუმიდან ერთი სურათი გაქრა. დაეხმარე პოლიციას და იპოვე დაკარგული სურათი შენს მეგობრებთან - ანასთან და ბასტისთან ერთად.
    შენი შედეგები გაჩვენებს, თუ რამდენად კარგად ფლობ გერმანულ ენას. სასწავლო თამაში 7-დან 10-წლამდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, რომელთა გერმანული ენის ცოდნის დონე A.1.1-ა.
     

    Screenshot vom Computerspiel „Das Bild ist weg!“ Grafik: © Goethe-Institut Grafik: © Goethe-Institut

  • თამაშების აპლიკაცია

    სიტყვების ქალაქი

    უკვე იცი ცოტა გერმანული და გსურს თამაშ-თამაშით, მარტივად ახალი სიტყვები ისწავლო? მაშინ ჩამოტვირთე ეს უფასო თამაშების აპლიკაცია. ის განკუთვნილია შემსწავლელთათვის, რომელთა ენის ცოდნის დონე A1/A2-ს შეესაბამება. თამაშში სხვა მონაწილეებთან კონტაქტის  წყალობით ისწავლი ბევრ საჭირო სიტყვას.
     

     Screenshot aus der Anwendung Die Stadt der Wörter Grafik: © Goethe-Institut Grafik: © Goethe-Institut

  • სასწალო აპლიკაცია

    სავარჯიშოების კრებული A1

    როგორ დავითვალო გერმანულად? რა ჰქვია ამ საჭმელს? როგორ ვამცნო საათი სხვას. ამ აპლიკაციის წყალობით, რომელიც დამწყები შემსწავლელებისთვისაა, შეგიძლია მარტივად და უფასოდ  გერმანული ენის შესწავლას შეუდგე. აქ განივითარებ მოსმენის, კითხვისა და წერის კომპეტენციებს და დაისწავლი დასაწყისისთვის მნიშვნელოვან სიტყვებს.

    Deutschtrainer A1 Grafik: © Goethe-Institut Grafik: © Goethe-Institut

გამოგვყევით