ცოდნა და განათლება

გსურს უფასოდ ისწავლო გერმანული და ამავდროულად ტელევიქტორინისთვის   მოემზადო? მაშინ აქ შემოგვიერთდი. ჩვენ შენთვის მოვამზადეთ როგორც მარტივი, ასევე რთული კითხვები მსოფლიოსა და გერმანიის შესახებ. მაგალითად: მსოფლიოს რომელ რეგიონში ცხოვრობს ყველაზე მეტი პინგვინი? რა სახის სამუშაო ჰქონდა არდადეგებზე  გერმანელ გამომგონებელს კარლ ბენცს? გამოავლინე შენი ცოდნა და გამოცადე საკუთარი შესაძლებლობები!

Lächelnde Frau bei der Forschung © Goethe-Institut, Getty Images

  • სივრცე ბავშვებისათვის

    ციფრული საბავშვო უნივერსიტეტი

    როგორ შეუძლიათ ავტომობილებს სრულიად დამოუკიდებლად მოძრაობა? რატომ გამოსცემს ნიჟარა ხმას, როცა ის ყურთან მიგვაქვს? რატომაა აუცილებელი ძილი? სამყარო სავსეა შეკითხვებით. ჩვენთან მრავალ მსგავს შეკითხვაზე იპოვი პასუხს. ისინი მარტივადაა ახსნილი და რაც მთავარია - უფასოა. პროფესორ აინშტაინსა და სოფი შლაუს უხარიათ შენთან შეხვედრა!

    KinderUni Foto: © Goethe-Institut Foto: © Goethe-Institut

  • სივრცე მოზარდებისთვის

    ციფრული უნივერსიტეტი მოზარდებისთვის

    როგორ გამოიყურება კოსმოსი? საიდან მოგვეწოდება ელექტროენერგია?
    როგორ მუშაობს რობოტი? მოირგე სტუდენტის როლი ჩვენს ციფრულ უნივერსიტეტში, მიიღე პასუხი უამრავ მსგავს შეკითხვაზე და ამასთანავე  გაიუმჯობესე გერმანული ენის ცოდნა სრულებით უფასოდ. ჩვენი უნივერსიტეტი გათვლილია მოზარდებისთვის, რომელთა გერმანული ენის ცოდნის დონე A1/A2 და A2/B1-ია.

    JuniorUni Foto: © Goethe-Institut Foto: © Goethe-Institut

  • პოდკასტი: მოკლედ და კონკრეტულად

    პოლიტიკის, ეკონიმიკისა და საზოგადოების შესახებ

    ამ პოდკასტში განიხილება თემები ისეთი სფეროებიდან, როგორებიცაა პოლიტიკა, ეკონომიკა და  საზოგადოება გერმანიასა და მსოფლიოში. მაგალითად: რამდენად ევროპულია გერმანიის სახელმწიფო. როგორია ჩინეთთან ვაჭრობის მდგომარეობა? მოსასმენი ტექსტები არის გერმანულ ენაზე და განკუთვნილია შემსწავლელთათვის, რომელთა ენის ცოდნის დონე B2/C1-ია.
     

    Smartphone auf dem der Podcast kurz & bündig läuft Foto: © Goethe-Institut, Europanetzwerk Deutsch Foto: © Goethe-Institut, Europanetzwerk Deutsch

  • ვიდეოები: ყოველდღიურობა გერმანიაში

    გერმანიის ლაბორატორია

    ლუდი, ძეხვეული, სიცივე. ეს ცნებები გერმანიას ხომ არ გახსენებს? ვიდეოების ამ სერიებში ნინა და დავიდი გაბატონებულ შეხედულებებს, ე.წ. კლიშეებს იკვლევენ. რომელი შეესაბამება რეალობას? რომელი - არა? გერმანია ნებისმიერ შემთხვევაში გაგაოცებთ. შემოიხედე ამ სივრცეში. ვიდეოების გაგება გაგიმარტივდება, თუ შენი ენის ცოდნის დონე მინიმუმ A2-ია.

    Nina und David vom Deutschlandlabor Grafik: © Goethe-Institut | DW Grafik: © Goethe-Institut | DW

  • პოდკასტი „სუპერ ქალები“

    ფემინიზმის, კულტურისა და საზოგადოების შესახებ

    ამ პოდკასტში გაეცნობი ქალების ისტორიებს მთელი მსოფლიოდან. უხვი  მრავალფეროვნების მიუხედავად, მათ ერთი რამ აქვთ საერთო: ისინი სამაგალითოები არიან. მათი გავლილი გზა არის საინტერესო, სპორტული, ჭკვიანური და გამბედავი.
    მოსასმენი ტექსტები  გერმანულ ენაზეა და განკუთვნილია შემსწავლელთათვის, რომელთა ენის ცოდნის დონე B2/C1-ია.
     

    Superfrauen Podcast Grafik: © Goethe-Institut Grafik: © Goethe-Institut

სტრიმინგის რჩევები

ჩვენ შევარჩიეთ გერმანული ფილმები და სერიალები გერმანული სუბტიტრებით, რომლებიც ამჟამად ხელმისაწვდომია გერმანიის საჯარო ტელევიზიების მედიათეკებსა და სხვადასხვა სტრიმინგ სერვისებზე.
 

სტრიმინგის რჩევების გვერდი © Goethe-Institut / Tobias Schrank © Goethe-Institut / Tobias Schrank

გამოგვყევით