ნიურნბერგის რეკომენდაციები
ნიურნბერგის რეკომენდაციები

ადრეულ ასაკში უცხოური ენის სწავლის პირობები მნიშვნელოვანწილად განპირობებულია საგანმანათლებლო და ენის პოლიტიკით, რომელიც ბავშვის უშუალო სასწავლო გარემოს – საბავშვო ბაღებისა და დაწყებითი კლასების – გარეთ მოქმედებს.

თუ როდის უნდა დაიწყოს პირველი და მეორე უცხოური ენის შესწავლა და როგორ უნდა მოხდეს მათი სწავლება, ამას მრავალრიცხოვანი ადგილობრივი ინსტიტუტიციები და ინტერესთა ჯგუფები განსაზღვრავენ. უცხო ენის. როგორც სასწავლო საგნის მნიშვნელობასა და მიმზიდველობას, ქვეყნის ეროვნულ-საგანმანათლებლო სისტემაში, რა თქმა უნდა, ისიც განსაზღვრავს, თუ როგორი ენობრივი რეგულაციები არსებობს ამა თუ იმ საერთაშორისო ორგანიზაციაში, მაგალითად როგორიცაა ევროკავშირი. 

ამას ემატებიან ისეთი ორგანიზაციები როგორებიც არიან უცხოური ენების მასწავლებელთა ასოციაციები, სამეცნიერო საზოგადოებები და ინსტიტუტები და საერთაშორისო დონეზე მოქმედი უცხოური ორგანიზაციები, რომლებიც სპეციალისტი ექსპერტების საშუალებით ცდილობენ გავლენა მოახდინონ პოლიტიკურ აქტიორთა გადაწყვეტილებებზე[1]

როგორც პოლიტიკოსების ასევე ექსპერტების მოვალეობაა, ამა თუ იმ ენობრივი ჯგუფისა თუ პროფესიის მქონე ადამიანთა ინტერესები გაატარონ. ამიტომაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ აღმზრდელებმა, მასწავლებლებმა და ადრეულ ასაკში უცხოური ენის სწავლების სხვა სპეციალისტებმა მკაფიოდ ჩამოაყალიბონ თავიანთი ინტერესები და აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ენობრივი პოლიტიკის რელევანტური საკითხების განხილვაში. ამისათვის კარგი საშუალებაა მაგ., სპეციალურ ასოციაციებში გაწევრიანება, უცხოური ენების სწავლების მხარდამჭერ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა და კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლებისათვის ზრუნვა.
 

რეკომენდაცია: 

მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ ასაკში უცხოური ენის სწავლების სფეროში ყველა ქვეყანაში განსხვავებული სიტუაციაა, რამდენიმე პრინციპული რეკომენდაციის ფორმულირება მაინც მიზანშეწონილია: 

გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა უნდა უზრუნველყონ, რომ

  • შეიქმნას ენების შესწავლის სასწავლო გეგმა, რომელიც გასაგები და კოჰერენტული იქნება და რომელიც ეროვნულ და რეგიონალურ თავისებურებებს გაითვალისწინებს.
  • შეიქმნასენების პოლიტიკისა და ენების მხარდაჭერის გაიდლაინები
  • უზრუნველყოფილ იქნას მასწავლებელთა განათლებისა და მათი გადამზადების პირობები და ფინანსური საშუალებები
  • რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მიზნები გამჭვირვალე გახდეს საზოგადოებისათვის
  • ენების მხარდამჭერი ორგანიზაციები ჩართულ იქნან გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში
  • მაქსიმალურად ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ადრეულ ასაკში უცხოური ენის შესწავლა
ენების მხარდამჭერი ორგანიზაციები ვალდებული არიან:
  • აქტიურად ჩაერთონ განათლების პოლიტიკის რელევანტური გადაწყვეტილებების მიღებაში
აღმზრდელები, მასწავლებლები და ენის სწავლების სხვა სპეციალისტები ვალდებული არიან:
  • ჩამოაყალიბონ თავიანთი პროფესიული და სპეციფიკური ინტერესები და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ასოციაციებისა და პროფესიონალური გაერთიანებების დახმარებით ჩაერთონ ენობრივ-პოლიტიკურ დისკუსიებში.

წყაროები
[1] Ammon (2003)