ნიურნბერგის რეკომენდაციები
ადრეულ ასაკში უცხოური ენის სწავლების გარემო პირობები

Nuremberg Recommendations: Basic conditions © Goethe-Institut

ბავშვის მიერ უცხოური ენის შესწავლა კომპლექსურ გარემოპირობებში მრავალი ფაქტორის ზემოქმედებით მიმდინარეობს. ამ გარემო პირობებსა და ფაქტორებს მიეკუთვნება არა მხოლოდ მშობლები და ოჯახი, აღმზრდელები და მასწავლებლები, რომლებიც ბავშვის უშუალო გარემოს ქმნიან. მრავალ ფაქტორს ბავშვი უშუალოდ ვერ აღიქვამს. ასეთია მაგალითად სკოლის ხელმძღვანელობა, დაწესებულებები და სხვადასხვა ტიპის სპეციალიზირებული გაერთიანებები და ასოციაციები.

სასწავლო გეგმები, რომლებიც საბავშვო ბაღიდან მოყოლებული განსაზღვრავს ყველა საფეხურის მიზანს, კომპეტენციების პროფილებსა და სასწავლო შინაარსებს, სწავლის პროცესზე უდიდეს გავლენას ახდენს. სასწავლო პროცესის წამატებულობას სასწავლო მეთოდები და მედიების გამოყენებაც განაპირობებს. თანამდევი პროცესია სხვადასხვა ტიპის ტექსტებისა და ევალუაციების ჩატარებაც.

გარემო პირობებისა და ფაქტორების კომპლექსური ბადე, რომელშიც ბავშვი მთელი სწავლის პროცესის მანძილზე იმყოფება, უცხოური ენის სწავლაზეც დიდ, კომპლექსურ გავლენას ახდენს. ამ პროცესის შუაში კი დგას ბავშვი, რომელიც თავის მხრივ საკუთარი ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად დგამს ნაბიჯებს უცხოური ენის შესწავლის პროცესში. 

ბავშვი ცენტრში

უცხოური ენის გაკვეთილი და ბავშვის მიერ ენის შესწავლის მთელი პროცესი უნდა პასუხობდეს ბავშვის პიროვნების ზოგად განვითარებას. 

სპეციალიზირებული აღმზრდელები და ენის მასწავლებლები

ადრეულ ასაკში უცხოური ენის სწავლებაში გადამწყვეტი ფუნქცია აღმზრდელსა და მასწავლებელს ენიჭება.

მშობლები

მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მშობლები და მასწავლებლებიც შიშობენ, რომ ძალიან ადრეულ ასაკში უცხოური ენის სწავლა ბავშვებისათვის ზედმეტი დატვირთვაა, დღესდღეობით მშობლების უმეტესობა მაინც მიიჩნვს, რომ ეს მათ შვილს კარგ პერსპექტივებს უქმნის.

სწავლის ადგილები

ადრეულ ასაკში უცხოური ენის სწავლება ხდება საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 

მიზანი

უცხოური ენის სწავლის ადრეულ ასაკში დაწყებისას ხდება მაქსიმალურად ყველა რესურსის ამომწურავად გამოყენება, რათა სწავლის პროცესში ბავშვების ემოციური, კრეატიული, სოციალური, კოგნიტური და ენობრივი უნარების განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობა მოხდეს.

შესაფერისი თემები

თემატური და ენობრივი სასწავლო თემების შერჩევა ბავშვის ინტერესებიდან და მისი სწავლის ფსიქოლოგიის განვითარებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს. 

მეთოდურ-დიდაქტიკური პრინციპები

უცხოური ენის ადრეულ ასაკში შესწავლისას გათვალისწინებულ უნდა იქნას ბავშვის ძირითადი მოთხოვნილებები.

მედიები

დღევანდელ დღეს მედიები აქტიურად იჭრება ბავშვის ცხოვრებაში. 

დიაგნოზი, ცოდნის დონის კვლევა, შეფასება

თუ აღმზრდელები და მასწავლებლები პასუხისმგებლობით ეკიდებიან ბავშვის სწავლას, მაშინ მათ მუდმივად უნდა მოახერხონ შესწავლის პროცესზე დაკვირვება, ამ პროცესეის დოკუმენტირება და თანმიმდევრული გაანალიზება.