ნიურნბერგის რეკომენდაციები
ადრეულ ასაკში უცხო ენის სწავლების სათანადო კომპეტენციები

მცირე ასაკის ბავშვებისათვის უცხო ენის სწავლება ისე უნდა ხდებოდეს, რომ მათში განვითარდეს ამ ენის აღქმისა და ათვისების უნარი. ენა მათში კომუნიკაციის სურვილს უნდა აღძრავდეს. თუ არსებობს ინსტიტუციონალური შესაძლებლობები, უმჯობესია ინტენსიური სწავლების ფორმის არჩევა, რადგან ის ექსტენსიურ სწავლებაზე უფრო ეფექტურია. 

ბავშვები დასაწყისში უპირატესობას ანიჭებენ ისეთ სიტყვებსა და ფრაზებს, რომლებიც მათ უშუალო გარესამყაროში გამოიყენება და რომელთა მნიშვნელობაც მათთვის მშობლიურ ენაზე უკვე ცნობილია. ამიტომ ისინი ვერ შესძლებენ საწყის ეტაპზე გრამატიკული სტრუქტურების შეცნობას, სჯობს თავდაპირველად მყარი სტრუქტურები და გამოთქმები შეისწავლონ[1]

შესაბამისად სასწავლო თემები ასაკის შესაფერისად და ინდივიდუალური ინტერესების გათვალისწინებით უნდა შეირჩეს. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მნიშვნელოვანია მისი ემოციური დამოკიდებულება სასწავლო საგნისა და აღმზრდელის ან მასწავლებლის მიმართ. თუ ბავშვი სასწავლო გარემოში არ განიცდის შიშს ან ზეწოლას, ბავშვური ცნობისმოყვარეობით აღსავსე აქტიურად ჩაერთვება სწავლის პროცესში. 

ყოველივე აქედან გამომდინარე ქმედებაზე ორინტირებული სასწავლო პროცესი, რომელიც თამაშით, ექსპერიმენტის სახით, მოძრაობებითა და კრეატიული ფორმებით – მიაწვდის ბავშვს შინაარსს, გონივრულია. მოკლედ რომ ვთქვათ, სასწავლო პროცესმა ბავშვის გახსნას მრავალფეროვანი საშუალებებით უნდა შეუწყოს ხელი.
 

რეკომენდაცია:

  • უცხოური ენის სწავლების პროცესში უნდა მოხდეს მიზნების, შინაარსებისა და მეთოდების მიზნობრივის ჯგუფის გამოცდილებებსა და გარემოპირობებზე მორგება
  • გაკვეთილის კონცეფცია უნდა მიესადაგებოდეს ყოველი ბავშვის მონაცემებს, შესაძლებლობებსა და მოთხოვნილებებს.
  • უცხოური ენის გაკვეთილი მჭიდროდ უნდა დაუკავშირდეს ბავშვის მიერ დაგროვილ სამყაროსეულ ცოდნას და გაუფართოვოს მას არაენობრივი კომპეტენციებიც სხვა მნიშვნელოვან, მისთვის რელევანტურ თემებთან შეხებისას.


წყაროები
[1] თუმცა დაკვირვების შედეგად შეიმჩნევა ბავშვების ძალისხმევა და სურვილი, გარესამყაროს კომპლექსურობა ანალიზის საშუალებით შეამცირონ და დაალაგონ და ამავე დროს იდენტიფიცირებულ ელემენტებს შორის რეგულარული ურთიერთკავშირები დაადგინონ. Röber (2008, S. 12)