ნიურნბერგის რეკომენდაციები
სტანდარტები

დონეების დასადგენი ტესტირების საშუალებით ენათა საერთო ევროპულ სარეკომენდაციო ჩარჩოს შეუძლია ერთი რომელიმე კონკრეტული ენის ცოდნის დონე აღწეროს.

ენობრივი უნარ-ჩვევების დონეების აღწერასთან ერთად განვითარდა სტანდარტები, რომელმაც პირველად გახადა შესაძლებელი სწავლის შედეგების შედარება როგორც ერთი რომელიმე საგანმანათლებლო სისტემის ფარგლებში, ასევე საერთაშორისო დონეზე, თანაც ისე, რომ არ ითვალისწინებს ცოდნის შეძენის ადგილს. თუმცა ეს სტანდარტები არ ითვალისწინებს ოთხიდან ათ წლამდე ბავშვებს. 

ამ ასაკის ბავშვებში ცოდნის სტანდარტი, რომელიც მაგ., ჩამოაყალიბა “საკონსულტაციო, საინფორმაციო და სასაუბრო წრემ”, ე.წ. (BIG-Kreis)[1], ეყრდნობა შეკითხვას, თუ რა უნარ-ჩვევებს ეუფლება 10 წლის ბავშვი 120 აკადემიური საათის გავლის შემდეგ. (BIG-Kreis)-ის მიერ შედგენილი „შესაძლებლობების პროფილები“ ყველა უცხოური ენისთვის გამოდგება და ადგენს როგორც კომუნიკაციურ, ინტერკულტურულ და მეთოდურ კომპეტენციებს, ასევე აღწერს ენობრივ საშუალებებს. ამდენად მათი გამოყენება კურიკულუმის[2] შედგენისას მიზანშეწონილია. 

დაწყებით საფეხურზე უცხოური ენების სწავლების საგანმანათლებლო სტანდარტის ასეთი ფორმით აღწერა არ ითვალისწინებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, როგორიცაა სასწავლო გზა ან ცალკეული ბავშვისთვის დათმობილი დრო. გაკვეთილის ხარისხის დადგენისა და გაუმჯობესების მიზნით ხდება მაგალითად ტესტების შემუშავება და ჩატარება, რომელიც სასწავლო პროცესის შეძლებისდაგვარად ყველა მონაწილის ჩართვას ითვალისწინებს.

პატარა ბავშვებს, რომლებიც საბავშვო ბაღიდან სკოლაში გადადიან, ენობირივად ამოწმებენ და აკვირდებიან, რამდენად შეძლებენ ისინი სასკოლო გაკვეთილში ჩართვას. სასკოლო დაწესებულებებისა და სასკოლო საბჭოების მოთხოვნით საბავშვო ბაღებსა და დაწყებით კლასებში ბავშვები დღესდღეობით სულ უფრო ხშირად ავსებენ სასწავლო დღიურებსა და პორტფოლიოებს, რაც მათ და მათ მშობლებს ეხმარებათ, თვალი მიადევნონ სწავლის პროცესში მიღწეულ შედეგებს.
   

რეკომენდაცია:

  • უნდა მოხდეს დაწყებით კლასების კურიკულუმებში უცხოური ენის გაკვეთილის სტანდარტების ასახვა და ამით მასწავლებლებს უნდა შეექმნათ თავიანთი სასწავლო საგნის მიწოდების ფუნდამენტი და სამოქმედო ჩარჩო.
  • ცოდნის დონის დადგენისას გამოყენებული ფორმები და შინაარსები ბავშვის შესაფერისად უნდა იყოს შერჩეული და ადრეულ ასაკში უცხოური ენის სწავლების პრინციპებს უნდა შეესაბამებოდეს როგორც შინაარსობრივად ასევე მეთოდურად.
  • ადრეულ ასაკში უცხოური ენის გაკვეთილზე გაზომვადი ენობრივი შედეგების მიღწევის პროცესში არ უნდა ხდებოდეს მთავარი მიზნიდან გადახვევა. ეს უკანასკნელი კი ბავშვის მრავალმხრივ განვითარება და მასში უცხოური ენების შესწავლის მოტივაციის გაღვიძება და შენარჩუნებაა.
  • თვითშეფასება და სხვათა მიერ ევალუაცია ხანგრძლივი პერიოდისათვის უნდა დაიგეგმოს და მუდმივად უნდა ხორციელდებოდეს.


წყაროები
[1] BIG-Kreis -ი პროფ. დოქ. ჰანს-ებერჰარდ პიეპომ 1999 წელს დააარსა, რომლის მიზანიც გერმანიაში დაწყებით კლასებში უცხოური ენების გაკვეთილებს განვითარება არის. მისი წევრები არიან სამინისტროების, ფედერაციისა და მხარეების სხვადსხვა სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლები და ექსპერტები
[2] BIG-Grundlagenpapier (2005)

დამატებითი ინფორმაცია