ნიურნბერგის რეკომენდაციები
დიაგნოზი, ცოდნის დონის კვლევა, შეფასება

თუ აღმზრდელები და მასწავლებლები პასუხისმგებლობით ეკიდებიან ბავშვის სწავლას, მაშინ მათ მუდმივად უნდა მოახერხონ შესწავლის პროცესზე დაკვირვება, ამ პროცესეის დოკუმენტირება და თანმიმდევრული გაანალიზება. მხოლოდ ასე შეიძლება ბავშვების ცალკეული მიდრეკილებების და ინტერესების გამოვლენა და მათი განვითარება. თუმცა მშობლებმაც და პირველ რიგში ბავშვებმაც, უნდა დაიწყონ ენის შეგნებულად სწავლა – ანუ ისინი უნდა ახერხებდნენ საკუტარი პროგრესის შეფასებას და გარკვეულწილად მართვას. ასეთი სწავლის პროცესი პიროვნულ განვითარების უწყობს ხელს.  

სწავლის შეგნებული მართვა ხორციელდება ან მასწავლებლის ან აღმზრდელი მიერ, როცა ის აკვირდება და ინიშნავს ბავშვის სასწავლო პროცესის მნიშვნელოვან მოვლენებს, ანდა თავად ბავშვის მიერ, რომელიც შეფასებას უკეთებს თავის მიღწევებს თვითდაკვირვების საშუალებით.

ერთი მხრივ, ბავშვები მასწავლებლებისგან იღებენ დადებით ან უარყოფით რეაქციას ენის სწავლის პროცესის ამ თუ იმ მონაკვეთში. ღეაქციას უნდა მოჰყვეს მითითება სწავლის პროცესის შემდგომი განვითარების შესახებ. ბავშვებში სწავლის მოტივაციას ზრდის მასწავლებელთან საუბარი, განსაკუთრებით კი იმის შეგრძნება, რომ პედაგოგი მათ მცირე წარმატებასაც ამჩნევს და აღიარებს. Pროცესის დოკუმენტირებაკი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამ მასალიდან ნათელი ხდება, თუ რომელმა სასწავლო სტრატეგიებმა მოახდინა დადებითი ზეგავლენა სასწავლო პროცესზე. 

მეორე მხრივ კი,  და თვითდაკვირვება, რომელსაც ბავსვი სწავლის პროცესში ეჩვევა,  გადაიზრდება რეფლექსიაში. ანუ ბავშვი იწყებს ფიქრს საკუთარ სწავლის პროცესზე და, შესაბამისად, ამ პროცესის დამოუკიდებლად მართვას. ენის ცოდნის დონის ამგვარი დადგენის მეთოდი აძლიერებს საკუთარი „მეს“ აღქმას და ხელს უწყობს პიროვნულ განვითარებას. 

მასწავლებლები ევალვაციის ფაზის შედეგად აცნობიერებენ მათ მიერ გამოყნებული მეთოდურ-დიდაქტიკური ქმედებების წარმატებულობას ან წარუმატებლობას. ბავშვების მიერ შედგენილი ცალკეული დოკუმენტები ან მათ მიერ შესრულებული დავალებები ნათლად წარმოაჩენენ ბავშვის ენობრივ და სოციალურ განვითარებას. ამიტომაც ებალვაციის შედეგებს უნდა დაეფუძნოს მომდევნო გაკვეთილების დაგეგმვა, ჩატარება და რეფლექსია.

როდესაც ბავშვი თავად არის ჩართული სასწავლო პროცესის შეფასებაში (თვითშეფასებაში), ეს´მშობლებსაც აწვდის ინფორმაციას ბავშვის სწავლის პროგრესის შესახებ, და კერძოდ, ბავშვის პერსპექტივიდან. Aსე მშობლებს უადვილდებათ მასწავლებლის შეხედულებების გაგება და გაზიარება.  სასწავლო დღიურები, რომლებსაც ბავშვები სახლში ავსებენ და რომელსაც თავიანთი ან ოჯახის ფოტოებით აფორმებენ, თითქოს შეფარვით უფრო ნათლად წარმოაჩენს მათ პიროვნულ ინტერესებს. მეორე მხრივ კი, ამ სასწავლო დღიურების დახმარებით მასწავლებელი იძენს იმ ზოგად ცოდნას, რაც აადვილებს ღია და თანამშრომლურ ურთიერთობას.

რაც უფრო დაწვრილებით იქნება დოკუმენტირებული სასწავლო პროცესი დასაწყისიდანვე, მით უფრო მარტივი იქნება სკოლის მომდევნო საფეხურზე გადასვლისას ბავშვებისადმი ზედმეტი მოთხოვნების წაყენების ან მოსაწყენი გაკვეთილის ჩატარების თავიდან აცილება. 

გაკვეთილის დაგეგმვისას ყურადღება უნდა მივაქციოთ მიზანმიმართულ ბავშვების ჯგუფებად დაყოფას, რათა არ მოხდეს ინდივიდუალური სასწავლო პროგრესის შფერეხება. სწორედ ევალვაცია ემსახურება სწავლის შედეგის სწორ შეფასებასა და შემდგომი ნაბიჯების თანმიმდევრულ დაგეგმვას. თუმცა მხოლოდ სწავლის შედეგების შეფასება არ განაპირობებს შემდგომი პროცესის სწორ დაგეგმვას. მასწავლებელმა მოსწავლის ინდივიდუალური მონაცემები და ძალისხმევა უთუოდ უნდა გაითვალისწინოს. 

სწავლის შედეგის დადგენისა და შეფასების მეთოდი არ უნდა იყოს ბავშვების ყოველდღიური, ჩვეული სასწავლო გარემოფან ამოვარდნილი. არც ცოდნის დონის დადგენის მეთოდი და არც თვითშეფასების ფორმები ბავშვში შიშსა და კონტროლის განცდას არ უნდა იწვევდეს. სკოლამდელ დაწესებულებებში და დაწყებით სკოლებში უმჯობესი იქნება, თუ უარს ვიტყვით ნიშნებზე და მხოლოდ ზეპირი შეფასებით შემოვიფრაგლებით, მაგალიტად როცა მასწავლებელი ბავშვის სასწავლო ქცევას სიტყვიერად აღწერს და ასე ხდის ტვალსაჩინოს ბავშვში უნარების განვითარების დონეს. მეორეს მხრივ, კი ბავშვის პროგრესის შეუმჩნევლობამ და თავშეკავებული შეფასებამ ბავშვში მოტივიციის დაქვეითება შეიძლება გამოიწვიოს.  

საბავშვო ბაღებში, სკოლამდელ დაწესებულებებში და დაწყებით სკოლებში ბავშვების ცოდნის, აღქმის უნარის, გაგების უნარის შეფასებისათვის შეიძლება მათი რეაქციების გამოყენება. შეიძლება მათ მოვთხოვოთ მოყოლილის ან წაკითხულის შინაარსის გადმოცემა სხვადასხვა რეაქციებით (მიმიკა, ჟესტიკა, მოძრაობა, დახატვა და ა.შ.). მოგვიანებით ენის ცოდნის დონის დასადგენად შეიძლება ჩავრთოთ სხვა უნარებიც; თუმცა ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ არ გამოვიყენოთ მარტივი გამოკითხვის მეთოდი და ცოდნის დასადგენად რაც შეიძლება კრეატიული ფორმა გამოვიყენოთ, რათა სასწავლო პროცესი არ დავიყვანოთ მხოლოდ ნასწავლი მასალის შემოწმებაზე. 

ენის პორტფოლიო არის ინსტრუმენტი, რომელიც ენის ცოდნის დონის დადგენაში დაგვეხმარება.  პორტფოლიოში დოკუმეტირებულია არა მარტო სწავლის პროცესი არამედ ბავშვის გამოცდილების დონეც. ენის პორტფოლიოს დახმარებით მასწავლებელი მოახერხებს ბავშვებში თვითდაკვირვებისა და თვითშეფასების უნარის გაღვიძებასა და განვითარებას. 

ევროსაბჭოს ინიციატივით ქვეყნების სპეციფიკადან გამომდინარე „ენის ევროპული პორტფოლიოს“ შემუშავება მოხდა. ეს პორტფოლიო შედგება სამი ნაწილისაგან – ენის ცოდნის ბიოგრაფია, დოსიე და ენის პასპორტი, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სწორედ ადერულ ასაკში უცხოური ენის შემსწავლელთავის.

  • „ენის ცოდნის ბიოგრაფია“ მოიცავს უცხოური ენის სწავლის, სწავლის გამოცდილებისა და ინტერკულტურული შეხვედრების შესახებ პირად მონაცემებს, ასევე მოიცავს საკუთარი სწავლის დონის დასადგენ თვითშეფასების სქემას, სწავლის მიზნების ჩამონათვალს საკუთარი სწავლის პროცესის დაგეგმვისა და სწავლის მიმიდნარეობის განვითარების ხელშესაწყობად და ა.შ.
  • „დოსიე“ წარმოადგენს კრებულს, რომელსაც ტავად მოსწავლე ადგენს და რომელიც მოსწავლის მიერ შექმნილ სხვადასხვა სასწავლო პროდუქტებს აერთიანებს, და რომლებიც მოსწავლის სასწავლო პროცესისი შედეგების დოკუმენტირებას ახდენს (სურათები, თემები, ლექსები, კომპაქტური დისკები, პლაკატები და ა.შ.)[1].
  • „ენის პასპორტი“ პორტფოლიოს მფლობელის ენის ცოდნის შესახებ ზოგად წარმოდგენას გვიქმნის  და მას ყოველთვის მასწავლებელი ავსებს.
  • ბავშვების ასაკიდან გამომდინარე სხვადასხვა ინტენსიობით ხდება ენის პორტფოლიოს შემადგენელი ნაწილების გამოყენება. საბავშვო ბაღში უმეტესად დოსიეს გამოყენება ხდება, დაწყებით სკოლაში კი ბავშვებს თანდათან შეიძლება გავაცნოთ ენის ცოდნის ბიოგრაფია[2].
პორტფოლიო არა მარტო თვითშეფასების არაჩვეულებრივი საშუალებაა. იგი სხვებსაც (მაგალითად, მშობლებსა და მასწავლებელებს ბავშვების ერთი საფეხურიდან მეორეზე გადასვლისას) აწვდის ინფორმაციას პორტფოლიოს მფლობელის ენის ცოდნის დონის შესახებ. პორტფოლიო განსაკუთრებით გამოსადეგია სწავლის ერთი საფეხურიდან მომდევნო დონეზე გადასვლისას. პორტფოლიო არ არის მოწმობა, არც ცოდნის დონის დამადასტურებელი საბუთი, იგი არის ერთგვარი დღიური, რომელიც ინდივიდულაურია და მხოლოდ ერთ ბავშვს შეუძლია მისი გამოყენება. არ არის სასურველი, რომ ამა თუ იმ საგანმანათლებლო ინსტიტუციამ აუცილებელ დავალებად გახადოს მასწავლებლისა თუ მოსწავლის მიერ პორტფოლიოს გამოყენება[3].
 

რეკომენდაცია:

  • ადრეულ ასაკში უცხოური ენის სწავლისას მოსწავლის ენობრივი წინსვლა განხილულ უნდა იქნას როგორც სასწავლო პროცესი და არა როგორც სასწავლო შედეგი. თავიდან უნდა ავიცილოთ სწავლის შედეგებზე მკვეთრი ფოკუსირება.
  • შეფასების ყოველი პროცესი გულმოდგინედ და ხანგრძლივი ვადით უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს.
  • ენის ცოდნის დონის კვლევის ერთ-ერთი ინსტრუმენტია პორტფოლიო. მიზანშეწონილია პორტფოლიოს შევსების დაწყება საბავშვო ბაღში, შემდგომ დაწყებით საფეხურზე, მე-10 კლასამდე, რათა სწავლის ბიოგრაფიის უწყვეტობა ნათლად გამოჩნდეს.


წყაროები
[1] Rau/Legutke (2008)
[2] Kolb (2008)
[3] ix. Burwitz-Melzer (2008) mit einem Modell eines schulformübergreifenden Sprachenportfolios.

დამატებითი ინფორმაცია