ნიურნბერგის რეკომენდაციები
მედიები

დღევანდელ დღეს მედიები აქტიურად იჭრება ბავშვის ცხოვრებაში. კვლევებმა გვიჩვენა, რომ ტელევიზორი ბავშვებისთვის ყველაზე საყვარელი მედიაა და მასთან ახლოსაც ვერ მოვა მოსასმენი კასეტები და ილუსტრირებული წიგნები.[1] მედიები არის ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, ბავშვის გამოცდილების ჩამოყალიბების ერთი-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი კი მედიიდან მიღებული ინფორმაციის გადამუშავებაა. ხშირად მედიის მისამართით კრიტიკა გვესმის, მაგრამ იგი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადრეულ ასაკში აღზრდასა და განთლებაზე.   

მედიის გამოყენებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ მისი ხარისხი მაღალია, თუ აზრიანად და პედაგოდიურად მართებულად მოხდება მისი ჩართვა სწავლის პროცესში და თუ ბავშვებს ექნებათ მშობლების, აღმზრდელების ან მასწავლებლების ინდვიდიუალური თანადგომა. თუ მედიების გამოყენება ბავშვებისათვის მოსახერხებლად და მათი ასაკის შესაბამისად მოხდება, მაშინ იგი დადებით ზეგავლენას მოახდენს სასწავლო პროცესზე. მედიები გაკვეთილზე მეცადინეობის მრავალფეროვნებას, მულტისენსორულ სწავლებასა და მოსწავლისადმი ინდივიდუალურ მიდგომას უზრუნველყოფენ. მედიების გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს კონცენტრაციისა და მახსოვრობის განვითარებას. 

ადრეულ ასაკში უცხოური ენის შესწავლისას მედიები – ვგულისხმობთ ყველა სახის სათამაშო და სასწავლო (მათ შორის ელექტრონულ) მედიებს - სასწავლო თემების მრავალფეროვან მიწოდებას უზრუნველჰყოფს. მედიებს შეუძლიათ სასწავლო პროცესის გაუმჯობესება და ხელშეწყობა, ისინი გამეორების საშუალებას იძლევიან და ამით სწავლის პროცესს აღრმავებენ, ამავე დროს სწავლის შედეგების განმტკიცებასა და დოკუმეტირებას უწყობენ ხელს. მეორე მხრივ, მედიების უკონტროლო გამოყენება მხოლოდ ართულებს და აბრკოლებს სასწავლო პროცესს. 

ბავშვებთან მუშაობისას უპრატესობა ენიჭება უშუალოდ გარემომცველ საგნებს, როგორიცაა სათამაშო, ხელის თოჯინები, სამაგიდო თამაშები, თამაშები კამათელით და სხვა. ბეჭვდითი მედიებიდან კი განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება მისალოცი და სიტყვების ჩასანიშნი ბარათები, ილუსტრირებული წიგნები, სახელმძღვანელოები, ჟურნალები, ასევე პროექტორის ფოლიეები და პლაკატები. ამას ერთვის ტექნიკური მედიები, როგორიცაა აუდიომასალა, ფოტოები და ფილმები, კომპაქტური დისკები, ინეტრნეტი და ელექტრონული ფოსტა. ფოტოების დიგიტალური დამუშავება, კომუნიკაციის ელექტრონული ფორმები ან ისეთ საშუალებები, როგორიცაა ინტერაქტიული დაფები იზიდავენ ბავშვებს და ადრეულ ასაკში უცხოური ენის სწავლებისას მნიშვნელოვან ცოდნას აძლევენ მათ და ზრდიან ბავშვებში სწავლის მოტივაციას.   

ბავშვებს აქტიური შეხება აქვთ ახალ მედიებთან და სიამოვნებით და თავისუფლად ახერხებენ ტექნიკასთან ურთიერთობას. მხოლოდ პრაქტიკული გამოყენებით არის შესაძლებელი მედიებთან დაკავშირებული უნარ-ჩვევების განვითარება, ამიტომ  ბავშვებმა ეს გამოცდილება სწავლის პროცესში უნდა მიიღონ.Aაღმზრდელები და უცხო ენის მასწავლებლები იყენებენ როგორც აუთენტურ ასევე ადაპტირებულ ან გაკვეთილისთვის სპეციალურად შემუშავებულ მასალას. ადაპტირებული და დიდაქტიზირებული მასალების გამოყენებისას სასურველია, რომ ეს მასალები, მიუხედავად მათი გამარტივებისა, თავის ფორმითა და შინაარსით რაც შეიძლება ახლოს იყოს დედანთან.
 

რეკომენდაცია:

  • ტრადიციული და ახალი მედიების შერჩევა და გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ადრეულ ასაკში უცხოური ენის შესწავლის მიზნებს, შინაარსა და მეთოდურ-დიდაქტურ პრინციპებს.
  • ყველანაირი მედია მოზომილად და კარგად მოფიქრებულად უნდა იქნას გამოყენებული. მედიების გამოყენება არ უნდა გახდეს თვითმიზანი. მათ ხელი უნდა შეუწყონ სასწავლო პროცესს და გაამრაველფეროვნონ ის.
  • მედიების გამოყენება ემსახურება სასწავლო პროცესს ისევე როგორც მედიების გამოყენების კომპტენციის ზრდას. აღმზრდელებმა და მასწავლებლებმა ნათლად უნდა აუხსნან ბავშვებს, ერთის მხრივ, მედიების უპირატესობა და სარგებელი და, მეორეს მხირვ, ბავშვებმა უნდა ისწავლონ მედიების სწორად შეფასება, ანუ უნდა მიხვდნენ, თუ რა მნიშვნელობა აქვს მათთვის ამა თუ იმ მედიას.
  • აღმზრდელებმა და მასწავლებლებმა უნდა შეძლონ ბავშვებში დაინახონ, თუ რა ცოდნა და გამოცდილება აქვთ მათ ამა თუ იმ მედიასთან დაკავშირებით (როლებში თამაში, განცდილის გადმოცემის მცდელობა, სატელევიზიო გადაცემის შესახებ სხვა ბავშვებთან საუბარი და ა.შ.), დაეყრდნონ ამ გამოცდილებას და და გამოიყენონ იგი ბავშვის სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისათვის.
  • ბავშვებს უყვართ, როდესაც თვითონ არიან მოქმედი პირები, ამიტომ მათ მიერ მედიების გამოყენებისას ბავშვებს აქტიური როლი უნდა მივცეთ.


წყაროები
[1] Feierabend / Mohr (2004)