ნიურნბერგის რეკომენდაციები
მიზანი: ინტერკულტურულად გახსნილი ბავშვი

უცხოური ენის სწავლის ადრეულ ასაკში დაწყებისას ხდება მაქსიმალურად ყველა რესურსის ამომწურავად გამოყენება, რათა სწავლის პროცესში ბავშვების ემოციური, კრეატიული, სოციალური, კოგნიტური და ენობრივი უნარების განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობა მოხდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია  ინტერკულტურული კომუნიკაციის კომპეტენციის განვითარება. 

ინტერკულტურულ კომპეტენციებზე ორინეტირებული სწავლების შედეგად ბავშვი მომავალში შეიძლება გახდეს ინტერკულტურის წარმომადგენელი,[1] რომელიც უცხოური ენის თანამედროვე გაკვეთილის მიზნის გამართლების მაგალითი იქნება. 

ენის შემსწავლელის ენობრივი კომპეტენციის განსაზღვრა ხდება არა მშობლიურ ენაზე მოლაპარაკის ენობრივი კომპეტენციიდან გამომდინარე, არამედ იმით, რამდენად შესწევს მას უნარი დასძლიოს ინტერკულტურული კომუნიკაციის მრავალფეროვანი დავალებები. ადრეულ ასაკში უცხოური ენის გაკვეთილზე ისეთი მასალა უნდა იქნას გამოყნებული და ისეთი იმპულსებით უნდა დაიტვირთოს გაკვეთილი, რომ მოხდეს ბავშვის როგორც ინტერკულტურული წარმომადგენლის გახსნილობისა და ტოლერანტობის განვითარება. უცხოურ ენასთან ადრეულმა შეხებამ ბავშვში უნდა გააღვიძოს ენების ინტერესი, მათი სწავლის სურვილი და “მას გაუჩინოს სხვა ხალხთან უცხო ენაზე კომუნიკაციის სურვილი”.
 

რეკომენდაცია:

ადრეულ ასაკში უცხოური ენის სწავლება, ერთი მხრივ, ენობრივი კომპეტენციების განვითარებაზე უნდა იყოს კონცენტრირებული, მეორე მხრივ კი, ზოგადი, ინტერკულტურული და სწავლის სტრატეგიული უნარების განვითარების ხელშეწყობაზე.

ზოგადი კომპეტენციების განვითარება – როგორიცაა, მაგალითად, თვითკომპეტენცია და სოციალური კომპეტენცია – არ ხდება სხვა კომპეტენციების განვითარებისგან დამოუკიდებლად და ადრეულ ასაკში უცხოური ენის სწავლის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. 

უცხოური ენის ადრეულ ასაკში სწავლების ფარგლებში აუცილებელია შემდეგი ზოგადი კომპეტენციების განვითარება:
  • თვითკომპეტენცია: უცოური ენის სწავლისას მიღებული ცოდნითა და მიღწეული შედეგებით ბავშვს უძლიერდება საკუთარი „მე“-ს აღქმის უანრი, ის სწავლობს საკუთარი თავის შეფასებასა და პატივისცემას, რაც მას უხსნის ენობრივი ქმედების კომპლექსს.
  • სოციალური კომპეტენცია: ჯანსაღ თვითშეფასებას მოსდევს ბავშვის მიერ ჯგუფის სხვა წევრების სწორად აღქმა. ბავშვი აღიარებს სხვა ჯგუფელების პიროვნულ მხარეებს, სწავლობს თითოეულის პატივისცემას, მუშაობს ჯგუფში და ანვითარებს „ჩვენ“-ის განცდას. 
  • აფექტური კომპეტენცია: სხვებთან ურთიერთობით ბავშვი საკუთარი გრძნობების გამოხტვას, კონფლიქტებისა და პრობლემების ამოცნობას სწავლობს  და პრობლემების გადაჭრის გზებს ეცნობა.
  • მოტორული კომპეტენცია: სწავლის პროცესში ბავშვების ძირითადი მოთხოვნილება მოძრაობაა, რაც ხელს უწყობს ათვისების უნარისა და ბავშვის მოტორულ განვითარებას.
  • კოგნიტური კომპეტენცია: უცხოური ენა არის აზრის გადმოცემის ერთ-ერთი საშუალება და მისი სწავლა არ უნდა იყოს თვითმიზანი. უცხო ენის სწავლისას გამოყენებული მასალა ბავშვებს ფიქრისკენ უბიძგებს. რაც ხელს უწყობს მეხსიერების განვითარებასაც. ამ კომპეტენციის განვითარება ყველაზე ადრე დაახლოებით ათი წლის ასაკში ხდება.  
  • კრეატიული კომპეტენცია: უცხო ბგერები და ნიშნები და ასევე ახალი და უჩვეულო თემები ბავშვებს სიხარულს ანიჭებს, მათში ცნობისმოყვარეობას აღვიძებს, ახალ იდეებს ბადებს და ახალი ქმედებების განხორციელების სურვილს უჩენს.
  • ყურადღების კომპეტენცია: ახალი იმპულსები ბავშვებს უფრო მგრძნობიარეს ხდის გარემოს, გარესამყაროსა და ადამიანების ბუნებრივი მოთხოვნილელებების მიმართ. ყურადღება აღიარებასა და პატივისცემას, ამავდროულად ნდობას აღძრავს.
კომპეტენციების შესახებ, რომელსაც ბავშვები ათი წლის ასაკში ფლობენ. აქედან გამომდინარე სტანდარტების დაწესების შესახებ საუბარიც რთულია.

უდავოა ის ფაქტი, რომ ბავშვები თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების შემთხვევაში უცხოური ენის ფონეტიკას კარგად ითვისებენ.

ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბავშვებში ენობრივი კომპეტენციები სხვადასხვა უნარ-ჩვევებში სხვადასხვაგვრად ვითარდება. ეს ალბათ იმის გამო ხდება, რომ დაწყებით კლასებში უცხოური ენის გაკვეთილზე განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსმენასა და საუბარს, ხოლო საბავშვო ბაღებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში წინა პლანზეა წამოწეული აღქმის (რეცეპტიული) უნარი - მოსმენა, მოსმენილის გაგება და ზოგადად აზრის გამოტანა. დაწყებით კლასებში ხდება პროდუქტიულ და ინტერაქციულ უნარებზე ყურადღების გამახვილება, როგორიცაა საუბარი, წერა, ზეპირი ინტერაქცია.

რეკომენდაცია:
  • არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ადრეულ ასაკში დაიწყებს ბავშვი უცხოური ენის სწავლას; მას აუცილებლად უნდა მივცეთ საკმარისი დრო, რომ საკმარისად შეეჩვიოს უცხოური ენას, აღიქვას მისი იმპულსები. ჩვენ არ უნდა ვაიძულოთ ბავშვი, ისაუბროს. არ უნდა შევუსწოროთ საუბრის მცდელობისას დაშვებული შეცდომები.
  • ბავშვებში გამოთქმის არაჩვეულებრივი უნარის განვითარება და ხელშეწყობა აუთენტური მოსასმენი მასალის საშუალებით უნდა მოხდეს.
  • უცხოური ენის სწავლისას ბავშვისთვის ანაბანის მიწოდება ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს.
  • ენობრივი კომპეტენციების განვითარება შინაარსობრივად, ენობრივად და მეთოდურად ბავშვების კომუნიკაციურ მოთხოვნილებებზე უნდა იყოს  ორიენტირებული.
ადრეულ ასაკში უცხოური ენის სწავლისას ინტერკულტურული კომპეტენციის განვითარება გულისხმობს, ერთი მხრივ,   ბავშვის მომზადებას სოციალურ გარემოში სხვებთან ურთიერთობისათვის და, მეორე მხრივ, უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარებს განვითარებას. ადრეულ ასაკშივე შესაძლებელი და მიზანშეწონილია, მიზნობრივად შერჩეული სასწავლო თემებისა და აქტივობების საშუალებით ბავშვებს ინტერკულტურული თემები მივაწოდოთ.
  • ქვეყანათმცოდნეობის თემები სამიზნე ქვეყნის კულტურის შესახებ (მაგ., ინფორმაცია დღესასწაულებისა და ტრადიციების შესახებ)
  • „უცხო“ და საკუთარ კულტურებს შორის კონტრასტების ამსახველი მასალები, რაც ბავშვს აღქმის უნარს გაუძლიერებს (მაგ., ყოველდღიური ნივთები, ხელოვნება)
  • სხვა კულტურის ადამიანებისადმი ემპათიის განვითარებისათვის გამოსადეგი მასალები
  • ცხოვრებისეული სიტუაციების (თამაში როლებში) გათამაშება, რათა ბავშვმა ისწავლოს, როგორ უნდა იმოქმედოს სხვადასხვა ინეტრკულტურულ სიტუაციაში.
ბავშვი სურათების, ტექსტების და ვირტუალური მასალების საშუალებით განსხვავებულ კულტურას ეცნობა. “უცხო” კულტურის აღქმისას მნიშვნელოვან როლს ის ფაქტორიც თამაშობს, რამდენად კარგად იცნობს ბავშვი “თავის” კულტურას, რადგან სწორედ “თავის კულტურაში” უნდა მოხდეს ახალი ინფორმაციისა და შთაბეჭდილებებისათვის ადგილის მოძიება და მათი ურთიერთადაკავშირება. სწორედ ასე ხდება ახალის შესწავლა.

რეკომენდაცია: 

თემები და მეთოდები ისე უნდა შეირჩეს, რომ ბავშვში კი არ დაიკარგოს, არამედ გაღრმავდეს სიახლისადმი მისი ბუნებრივი ინეტერესი. სწავლის პროცესში უნდა მოხდეს ბავშვის სენსიბილიზება  „ნაცნობის“ და „უცხოს“ მიმართ. 

სასწავლო მასალა ისე უნდა შეირჩეს, რომ ბავშვმა შეძლოს
  • აღმოაჩინოს “ნაცნობში” “უცხო” მხარეები და “უცხოში” “ნაცნობი” მხარეები.
  • “უცხო” აღიქვას როგორც “უცხო”.
  • ისწავლოს გაურკვევლობისა და შიშების დაძლევა, რომელიც “უცხოსთან” შეჯახებას შეიძლება მოჰყვეს.
ენის თითოეული შემსწავლელი თავისი მიდრეკილებებიდან გამომდინარე გარკვეული „სწავლის“ ტიპი გახლავთ. ყყველას თავისებურად შეუძლია სწავლის საკუთარი ტექნიკა და სტრატეგია იპოვოს და გამოიყენოს. შემსწავლელის ტიპის გათვალისწინება უცხოური ენის გაკვეთილის სპეციფიკიდან გამომდინარე კარგად შეიძლება.

შწავლის პროცესში გრძნობის ორგანოების ჩართვა ნიშნავს, რომ ბავშვში თვითდაკვირვებისა და თვითაღქმის უნარი ვითარდება. ამ დროს ბავშვი ყურადღებით აკვირდება საკუთარ თავს, სწავლის პროცესში საკუთარ ქცევას. ის აცნობიერებს, თუ რომოელია მისთვის ენის შესწავლის ყველაზე ეფექტური გზა. სწავლის რაც უფრო მეტ სტრატეგიას შევთავაზებთ და გავაცნობთ ბავშვს, მით უფრო გაუადვილდება მას თავისთვის შესაფერისის პოვნა და მოგვიანებით საკუთარი სწავლის პროცესისა და რიტმის დარეგულირება. 

სწავლის სტრატეგია უცხოური ენის სწავლის პროცესს ამარტივებს. ეს კი შედეგად უცხოური ენის შესწავლისა და გამოყენებისადმი დადებითი დამოკიდებულებას ბადებს. ბავშვში იღვიძებს სურვილი, სხვა უცხოური ენებიც შეისწავლოს.

რეკომენდაცია:
  • ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში უცხოური ენის შესწავლისას თემები და მეთოდები ისე უნდა შეირჩეს, რომ ბავშვს გაუადვილდეს საკუთარ თავსა და სწავლის ქცევაზე დაკვირვება, თანდათან შეძლოს იმის განსაზღვრა, რომელ სასწავლო ტიპს მიეკუთვნება და გაარკვიოს, გრძნობის რომელი ორგანოების აქტიური გამოყენებით სწავლობს ის ყველაზე სწრაფად და ეფექტურად.
  • ვარჯიში კომუნიკაციის ელემენტარული საშუალებების გამოყნებისათვის (მაგ. შეკითხვის დასმა, ჟესტიკისა და მიმიკის გამოყენება და ა.შ.) და მახსოვრობის განვითარებისათვის ადრეულ ასაკშივე უნდა დაიწყოს.
  • ბავშვებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ განიცნონ და გამოსცადონ ყველა ის ძირითადი ტექნიკური საშუალება, რომელიც მათ დამოუკიდებლად სწავლის უნარს თანდათან განუვითარებს.
მკითხველის უნარ-ჩვევა განსხვავდება კითხვის უნარ-ჩვევისაგან. მკითხველის უნარ-ჩვევის განვითარება ჯერ კიდევ ოჯახში უნდა მოხდეს უფრო ადრე, ვიდრე ბავშვი წაკითხვას თავად შეძლებს. ზღაპრებისა და საბავშვო ისტორიების წაკითხვისას მოსმენა, ერთობლივი „კითხვა“ და ილუსტრირებული წიგნების დათვალიერება და განხილვა ბავშვებში კითხვისა და წერის კულტურას ავითარებს და კითხვისადმი ინტერესს აღვიძებს, რაც მომავალში მტავრდება იმით, რომ ბავშვი დამოუკიდებლად კითხვას იწყებს.

რაც უფრო მეტად უწევს ბავშვს წერილობით ტექსტებთან შეხება, მით უფრო თავისთავადი ხდება მისთვის წერილობითი ტექტი. რეკომედირებულია, რომ ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან, საბავშვო ბაღებში, ბავშვების გარემომცველი გარემო გავამდიდროთ სხვადასხვა წერილობითი ტექსტებით და ვიზუალური მასალებით.

ეს ბუნებრივი პროცესი შეიძლება კარგად გამოვიყენოთ უცხოური ენის სწავლებისას. პატარა მოთხრობების წაკითხვისას ყურადღება უნდა მიექცეს არა მარტო შინაარსობრივ ასპექტებს, არამედ უნდა მოხდეს ტექსტის სახეობისთვის დამახასიათებელი ამა თუ იმ ელემენტის წინა პლანზე წამოწევა (მაგ.: „იყო და არა იყო რა. . . „) 

უცხოური ენის სწავლების პროცესს გვიადვილებს ის გარემოც,
  • სადაც ადამიანები, მაგალითად მშობლები ან უფროსი დედ-მამიშვილები, ბავშვებს წიგნის კითხვის მაგალითს აძლევენ.
  • სადაც მრავალფეროვანი წერილობითი მასალაა, რომელზეც ბავშვს თავისუფლად მიუწვდება ხელი.
  • სადაც ბევრი წასაკითხი და თვითაღმოჩენისთვის საჭირო წიგნია.
  • სადაც წასაკითხი და საწერი კუთხეები არსებობს, მაგ., სკოლამდელ დაწესებულებებში და დაწყებით სკოლებში.
  • სადაც უფროსები წაკითხვის დროს ბავშვების შეკითხვებს სცემენ პასუხებს და ამგვარად უფრო სიანტერესოს ხდიან კითხვის პროცესს.
რეკომენდაცია:
  • სანამ ბავშვები უცხოური ენის ანბანს ისწავლიან, უმჯობესია, რომ მათ უკვე შესწავლილი ჰქონედთ მშობლიური ანბანი.
  • ბავშვს, რაც შეიძლება, მეტი შეხება უნდა ჰქონდეს წერილობით ტექსტებთან, რაც მასში წიგნისადმი ინტერესს გაზრდის და ზოგაგადად წაკითვისადმი ინტერესის განვითარებას შეუწყობს ხელს.


წყაროები
[1] მაგ. Zarate (1997); Krumm (2003); House (2008)

დამატებითი ინფორმაცია