პანდემიამ სწავლა-სწავლების სამყარო ძირფესვიანად შეცვალა. საგანმანათლებლო სფერო მოულოდნელად დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, სკოლები და უნივერსიტეტები დაიკეტა და საგაკვეთილო პროცესი ელვისებური გაციფრულების წნეხის ქვეშ მოექცა. იგრძნობოდა მომავლის მიმართ გაურკვევლობის განცდა. არ ვიცოდით, როგორ გაგრძელდებოდა სასწავლო პროცესი და როგორ აისახებოდა ეს მოსწავლეთა და სტუდენტთა ქცევაზე. ამავე დროს, სკოლებისა და უნივერსიტეტბის გახსნასთან ერთად მოწმენი გავხდით, როგორი ენთუზიაზმით, ახალი ძალითა და კრეატიული პოტენციალით შევხვდით საგანმანათლებლო სივრცეების ხელახლა გახსნას. აშკარაა, რომ ამ ნეგატიურმა პერიოდმა ძვირფასი უნარ-ჩვევებიც შეგვძინა, რომლებმაც ციფრული სწავლების გაძლიერებას შეუწყო ხელი.
პანდემიამ მრავალი უკიდურესობა მოიტანა. დღევანდელობა ძალიან წააგავს ქანქარას რხევას. ის არის მივეჩვევით ხოლმე ერთ მდგომარეობას, რომ ყველაფერი საწინააღმდეგო მიმართულებით იცვლება. საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს ორ სამყაროს შორის ცხოვრება გვიწევს.
უკიდურესობებსა და მათგან მიღებულ გამოცდილებებს შორის მუდმივი ცვალებადობა გარკვეული იმპულსების საწყისიცაა. ეს იმპულსები ჩვენს კრეატიულობას და სიახლეებისადმი გახსნილობას უწყობს ხელს. ისინი გვეხმარებიან არსებულ სიტუაციასთან გამკლავების გზების პოვნაში და დამატებითი უნარ-ჩვევების შეძენაში, რაც ჩვენს ყოველდღიურ საგაკვეთილო პროცესში მეტ თავდაჯერებულობას გვმატებს. ეს არის იმპულსები, რომლებიც ორი განსხვავებული სამყაროს შერწყმისას იბადება.
გერმანული ენის მასწავლებლის დღე 2021 გამიზნულია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში დასაქმებული მასწავლებლებისთვის. სიამოვნებით გიწვევთ 2021 წლის 29 ოქტომბერს, პირველ დღეს, ონლაინ ღონისძიებაზე, სადაც მიიღებთ ინფორმაციას გერმანული ენის სწავლებაში არსებული სიახლეების შესახებ. მეორე დღეს კი შეძლებთ ახალი შთაბეჭდილებები და იმპულსები უკვე დასწრებული ფორმატის ღონისძიებებზე მიიღოთ.
რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ აქ!