კონკურსები და ღონისძიებები

მოსწავლეების გააქტიურება მასწავლებლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი - და ზოგჯერ ურთულესი - ამოცანაა. ამიტომაც საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი პერიოდულად გთავაზობთ კულტურულ ღონისძიებებსა და კონკურსებს,  რომლებიც დაგეხმარებათ, რომ გერმანულის შესწავლამ თქვენს მოსწავლეებს სიამოვნება და სიხარული მიანიჭოს. 
 

IDO 2022 © Goethe Institut

DABEI SEIN! – Internationale Deutscholympiade Dresden

The last Internationale Deutscholympiade, the world’s biggest German language contest, was held this year from 3–7 August 2020 in an innovative virtual format with ample opportunity for participants to get acquainted online. This year’s motto was "Be there! – The IDO comes to you." More than 100 high school students from over 50 countries were meeting up online for the 2020 finals, to compete in the finals in their favorite foreign language.

Logo Deutschlehrer*innentag 2021 im Südkaukasus © Goethe-Institut

გერმანული ენის მასწავლებლის დღე 2021

ბოლო პერიოდში ვირტუალური და პირისპირ სწავლა-სწავლების ფორმატის ხშირმა ცვლამ პედაგოგები ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. ისინი, ერთი მხრივ, მრავალი პრობლემის წინაშე დადგნენ, მეორე მხრივ კი ციფრულ სამყაროში ორიენტირების გზების სწრაფად პოვნა შეძლეს. ციფრულ სწავლა-სწავლებას და მასთან დაკავშირებულ გამოცდილებებს ეძღვნება ჩვენი ღონისძიება „გერმანული ენის მასწავლებლების დღე 2021 სამხრეთ კავკასიაში - "საუკეთესო ორ სივრცეს შორის”, რომელიც 2021 წლის 29  და 30 ოქტომბერს გაიმართება.

Digitalkongress_20.20 Goethe-Institut Ukraine

განაცხადების მიღება 08.10.2020-მდე
ციფრული კონგრესი 20.20

2020 წელი განათლების სამყაროს ყირაზე აყენებს. მთელს მსოფლიოში პანდემიის გამო კვირების და თვეების მანძილზეც კი იხურება სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები. ციფრულ კონგრესი 20.20 საშუალებას მოგვცემს, პასუხები გავცეთ თქვენს შეკითხვებს და ერთად მოვძებნოთ გამოსავალი იმ პრობლემების დასაძლევად, რაც ონლაინ სწავლებაში ცოდნის შეძენასა და სასწავლო პროცესს უკავშირდება.

Wissen und Lernen im digitalen Zeitalter Goethe-Institut Georgien

პროგრამა მასწავლებლების და დირექტორებისთვის
სწავლა-განათლება ციფრულ ეპოქაში

პანდემიის გამო სწავლისა და სწავლების  „ელვისებური გაციფრულების“ დაწყებიდან ნახევარ წელიწადში სამხრეთ კავკასიის სკოლის ხელმძღვანელებსა და პედაგოგებს ვიწვევთ შუალედური შეჯამების გასაკეთებლად და ინდივიდუალურად მორგებული ციფრული უნარების დასაუფლებლად. გაციფრულების თემაზე ჩვენი მრავალფეროვანი შემოთავაზებები იხილეთ აქ.