Schnelleinstieg:

Direkt zum Inhalt springen (Alt 1)Direkt zur Sekundärnavigation springen (Alt 3)Direkt zur Hauptnavigation springen (Alt 2)
DLV Teaserbild© Goethe-Institut

გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაცია საქართველოში

30.10.2021
11:30 - 13:00 სთ. | გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციის წევრთა შეკრება და გამგეობის არჩევნები

გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციის საბჭო 20.09.2021-მდე აირჩევს ხუთი წევრისგან შემდგარ საარჩევნო  კომიტეტს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს არჩევნების სამართლიანად ჩატარება.
პირებს,  რომლებსაც  ასოციაციის საბჭოს წევრობის სურვილი აქვთ და განაცხადს აკეთებენ მათთვის შერჩეულ კანდიდატურებზე, უფლება არ აქვთ შევიდნენ საარჩენო კომიტეტის შემადგენლობაში.
 
საარჩევნო  კომიტეტი ანგარიშვალდებულია  20.10.2021-მდე გადაამოწმოს ცალკეული კანდიდატურების მიერ მოწოდებული განაცხადები არჩევნებში მონაწილეობის  თაობაზე და თავისი მოსაზრება წერილობითი ფორმით გააცნოს  საქართველოს გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციის ყველა წევრს, მითითებულ მისამართზე: deutschlehrerverbandgeorgien@gmail.com.

არჩევნები ჩატარდება შემდეგი თანმიმდევრობით:

  • ასოციციის პრეზიდენტი
  • ვიცე-პრეზიდენტი
  • გენერალ მდივანი
  • ფინანსური მენეჯერი
  • საქმეთმწარმოებელი
  • საბჭოს ბიუროს ორი წევრი
სულ არჩეული იქნება 7 წევრი.
 
არჩევნებში მონაწილე პირებმა 4.10.2021-მდე უნდა გადმოაგზავნონ თავიანთი ავტობიოგრაფია და შერჩეულ ფუნქციებთან მიმართებით თანდართული საკუთარი მოსაზრებები. თითოეულ კანდიდატს აქვს უფლება განაცხადი გააკეთოს საბჭოს წევრობის რამოდენიმე ფუნქციაზე.
 
ხმის დათვლა მოხდება  ონლაინ,  ამისათვის შეირჩევა ერთ-ერთი საუკეთესო ელექტრონული ხელსაწყო მონაცემთა ბაზიდან, რომლის მეშვეობითაც მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ არჩევნების რეალურ შედეგებს.
 
ასოციაციის პრეზიდენტს კი წარადგენს შვიდი არჩეული წევრისგან შემდგარი ახალი საბჭო.

კონტაქტი

ნინო ფალავანდიშვილი | გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაცია საქართველოში
deutschlehrerverbandgeorgien@gmail.com