Konzeption

  • © Goethe-Institut / Artyom Goloschapov © Goethe-Institut / Artyom Goloschapov

ადამიანებს ყოველთვის გაცნობიერებული ჰქონდათ ამის მნიშვნელობა. ისინი მზეს თაყვანს სცემდნენ მზეს როგორც ღმერთს, მიწას საკუთარ მშობელ დედას უწოდებდნენ, სჯეროდათ ჰაერისა და წყლის სულების არსებობის. ამავდროულად ადამინი ცდილობდა  ამ ელემენეტების სათავისოდ გამოყენებას. ასე წარმოიქმნა პროგრესი.
 
მაგრამ სად არის ზღვარი? ადამიანები დიდი ხანია მიწიდან ნედლეულის მოპოვებით არიან დაკავებული, რაც მიწას აღარიბებს, ისინი აბინძურებენ ჰაერსა და წყალს და ამ ქმედებებით ბუნებრივ წონასწორობას საფრთხეს უქმნიან. მას შემდეგ რაც ამ ემენტებისადმი უგუნურმა მოპწყრობამ ბევრი რამ დააყენა განადგურების წინაშე  და ბევრი რამ საერთოდაც  გაანადგურა, დადგა დრო, რომ ადამიანებმა საკუთარი დამოკიდებულება შეცვალონ.
 
ჩვენი ინტერაქტიული გამოფენა მიზნად ისახავს, ახალგაზრდა ადამიანებში გარემოსდაცვითი თემებისადმი სენსიტიურობა გააღვიძოს. გამოფენას ლაიტმოტივს ოთხი ელემენტი ქმნის: წყალი, მიწა, ცეცხლი და ჰაერი.  თითოეული ამ ელემენტის შესახებ არის ტემატურად გამოფენის თითო ცალკეული ნაწილი შექმნილი.
 
გამოფენის შესასვლელში მოძრავი სურათები სტუმარს გამოფენის თემისათვის ემოციურად ამზადებს. ძირითადი ნაწილი წარმოადგენს ელემენტს,  ხსნის მის მნიშვნელობასა და საჭიროებას   და გვაწვდის ფაქრებს ამ ელემენტის ირგვლივ. ის  შუქს ფენს ამ ელემეტთად  დაკავშირებულ წარსულს,  გვიჩვენებს მის თანაემდროვე მდგომარეობას და   გავფიქრებს მომავალზე.  ინოვაციური ტექნოლოგიები  გვიჩვენებს,  რომ პროგრესი და გარემოს დაცვა არსებითად ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. ბიონიკას სფეროდან აღებული ძალიან საინტერესო მაგალითები  გამოფენას ავსებენ და საინტერესოს ხდიან.
 
გამოფენა შექმნილია მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისათვის და მიზნად ისახავს, გარემოსდაცვითი თემების მიმართ მათი მგრძნობელობის გაზრდას. ამავე დროს ის არა მხოლოდ უბრალოდ ფაქტების ჩვენებას ცდილობს,  არამედ  ბიძგს აძლევს დამთვალიერებელს,  ამ თემებზე ფიქრი გააგძელოს.  ამის საშუელებას გამოფენისადმი მიძღვნილი სპეციალური ინტერნეტ გვერდი გამოდგება. ხოლო სკოლებში მასწავლებლებს შეუძლიათ პროექტების ფორმით ამ თემებზე იმუშაონ და არა მარტო გერმანული ენის გაკვეთილი არამედ სხვა საგნის სწავლებაც ჩართოს საგაკვეთილო პროცესში.
 
პროექტის  ხელმძღვანელი:
ზიგრიდ ზაველსბერგი, გოეთეს ინსტიტუტი
 
გამოფენის კონცეფცია:
Würth & Winderoll
 
პროდუქცია:
Strand
 
მხარდაჭერა:
PASCH