ენის კურსებისა და გამოცდების კოორდინატორი

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი 16.06.2026-დან ეძებს ენის კურსებისა და გამოცდების კოორდინატორს (სრული განაკვეთი, 31.12.2026-მდე). სამუშაო სფერო მოიცავს კურსებისა და გამოცდების ოპერატიულ მართვას, ხარისხის მენეჯმენტს, მასწავლებლების რესურსების დაგეგმვას, ამასთანავე, სასწავლო კურსებისა და მარკეტინგის სიახლეებზე მუშაობას.

დამატებით ინფორმაციას ვაკანსიის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ მიმაგრებულ ფაილში.