06.03.2018, 18:30
გენიალური დილეტანტები
აუდიო-ვიზუალური გამოფენა|გენიალური დილეტანტები: 80-იანი წლების გერმანული სუბკულტურა
-
თბილისის ისტორიის მუზეუმი/ქარვასლა
გენიალური დილეტანტები არის განზრახ შეცვლილი დასახელება** ერთი კონცერტისა, რომელიც 1981 წელს ბერლინში არსებულ ერთ-ერთ არენაზე „ტემპოდრომი“ ჩატარდა და ხელოვნების აღზევების ხანმოკლე პერიოდს აღნიშნავს. სხვადასხვა მიმართულებით ექსპერიმენტირებისა და ელექტრონული საშუალებების გამოყენების ტენდენცია, განსაკუთრებით ხელოვნების ინსტიტუტების წრეებში იყო ძლიერი. ამავე დროს, აქცენტი შესუსტდა სახელოვნებო ოსტატობაზე და სივრცე თავისუფალ ექსპერიმენტებს დაეთმო. გალერიების, ჟურნალების, კლუბების აღმოცენება და მუსიკის თავისუფალი პროდუცირება თანმხლები კონცერტებით იმ ახალი ეპოქის დადგომაზე მიუთითებდა, რომელიც ხელოვანთა ავტონომიითა და ექსპერიმენტული მიდგომების პოპულარიზაციით გამოირჩეოდა. მუსიკის ტექსტებში ინგლისური ენა გერმანულით ჩანაცვლდა, რითაც მაშინდელი პროტაგონისტები მეინსტრიმულ მიმართულებებს გაემიჯნენ და რევოლუციური სლოგანებით რადიკალური ცვლილებების განხორციელება დაიწყეს. ხმამაღალი პროტესტითა და მიზანმიმართული პროვოკაციებით ალტერნატიული ხელოვნების წრეებმა საერთაშორისო ცნობადობა და აღიარება მოიპოვეს.
გამოფენა შვიდი მუსიკალური ბენდისა და როგორც დასავლეთ, ისევე აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქებიდან წამოსული ხელოვანების, კინემატოგრაფების და დიზაინერების ნამუშევრების ფონზე ზემოთხსენებული სუბკულტურის ფართო მასშტაბს ასახავს.
გამოფენა აჩვენებს პროტაგონისტებს, ხელოვანთა წრეების გადაკვეთის წერტილებს სხვადასხვა ქალაქებში და მათ მიერ შექმნილ გაერთიანებებს. განსაკუთრებული აქცენტით არის თემატიზირებული ხელოვნებაში, კინოში, მოდასა და დიზაინში თანადროულად მიმდინარე ტენდენციები. ინტერვიუებით, ვიდეო და ფოტომასალით, მოსასმენი ტექსტებით, პუბლიკაციებით, პლაკატებითა და ექსპონატებით მდიდარი პრეზენტაციით გერმანიის 1980-იანი წლების სუბკულტურისადმი მიძღვნილი გამოფენა მნახველებს თემატიკაში ფართო შესავალს სთავაზობს.
"გენიალური დილეტანტები: 80-იანი წლების სუბკულტურა გერმანიაში" არის გოეთეს ინსტიტუტის მოძრავი გამოფენა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებსა და საგამოფენო სივრცეებში არის ნაჩვენები.
კურატორი: მატილდე ვეე, გოეთეს ინსტიტუტი/მიუნხენი
იდეა და კონცეპტი: მატილდე ვეე და დოქ. ლეონჰარდ ემერლინგ, გოეთეს ინსტიტუტი/მიუნხენი
გამოფენის პარტნიორია საქართველოს ეროვნული მუზეუმი
**იგულისხმება სიტყვა „დილეტანტები“, რომელიც გერმანულად წერია ორი „ლ“-თი ორი „ტ“-ს მაგივრად.

ადგილი
თბილისის ისტორიის მუზეუმი/ქარვასლა
საქართველოს ეროვნული მუზეუმი. თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქ. 8