17.01. - 17.03.2020
ცეცხლის მოტაცება - პრომეთედან ნავთობამდე
გამოფენა
-
გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში ,
- Price დასწრება თავისუფალია
"ცეცხლის მოტაცება - პრომეთედან ნავთობამდე" ბაქოს გოეთეს ცენტრის გამოფენაა. 2020 წლის 17 იანვრიდან 17 მარტამდე გამოფენა თბილისის გოეთეს ინსტიტუტში იქნება წარმოდგენილი და მას დაემატა ორი ქართველი ხელოვანის სალომე ჯოხაძის და ანდრო ერაძის ნამუშევრები.
ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ პრომეთეს ლეგენდაც და ნავთობის პირველი ინდუსტრიული მოპოვებაც ერთსა და იმავე მთას უკავშირდება. პრომეთეს მითის სამშობლო საქართველოა. ამირანი, ნადირობის ქალღმერთის ძე და გმირი, ანტიკური საბერძნეთის მითის შთაგონების წყაროდ იქცა. თბილისის ცენტრში ცეცხლთაყვანისმცემელთა ძველთაძველი ტაძარი საქართველოში წმინდა ცეცხლის თაყვანისცემის უძველეს ტრადიციას მოწმობს.
ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პრომეთემ ღმერთებს ცეცხლი მოსტაცა და ის ადამიანებს გადასცა. ზევსმა პრომეთე დასაჯა და კავკასიონის ერთ-ერთ ქედზე მიაჯაჭვა.
აზერბაიჯანი თავის თავს „ცეცხლის ქვეყანას“ უწოდებს, შესაბამისად, მისი დედაქალაქი ცეცხლის მცველია, ანუ - ვესტალკა.
ბაქოში ჭაბურღილები ზარატუსტრას და „ცეცხლოვანი მთის“ სადიდებლად აგებული ცეცხლთაყვანისმცემელთა ტაძრის ახლოს მდებარეობს. უხსოვარი დროიდან „ცეცხლოვანი მთიდან“ გაზი ამოედინება. სულიერი ელემენტი, რომელსაც ნედლეული შეიცავს, დიდ ესთეტურ პოტენციალსაც ფლობს და ხელოვანთა ეს გამოფენა სწორედ ამით არის შთაგონებული.
როგორც კაცობრიობისთვის ცეცხლის მომტანი და მასწავლებელი, პრომეთე (ბერძულად ის შორსმჭვრეტელს ნიშნავს) ცივილიზაციის შემქმნელია.
ანტიკური ეპოქის ლიტრატურისთვის და მხატვრობისთვისაც, პრომეთეს ბედისწერა ძალზე შთამბეჭდავ სიუჟეტს წარმოადგენდა. რენესანსის ეპოქიდან მოყოლებული, ეს მოტივი უამრავმა პოეტმა, მხატვარმა, მოქანდაკემ და კომპოზიტორმა გამოიყენა. პრომეთეს მითი არაერთხელ იქცა ფილოსოფიური განსჯის საგნად. რელიგიის კრიტიკის პოზიციიდან პრომეთე მეამბოხის არქეტიპია, რომელიც ადამიანს უცოდინარობისა და რელიგიური ჩაგვრისგან ათავისუფლებს. თანამედროვე ეპოქისთვის ის მეცნიერების, ტექნიკური პროგრესის და ადამიანის მიერ ბუნების დამორჩილების სიმბოლური ფიგურაა. ამიტომ ის სხვადასხვა ისტორიულ-ფილოსოფიური პოზიციიდან სხვადასხვაგვარად არის შეფასებული და გააზრებული. პროგრესისკენ მსწრაფვი ოპტომისისთვის ის ემანსიპირებული კაცობრიობის ალეგორიაა, ცივილიზაციის კრიტიკოსისთვის კი პრომეთესეული იმპულსი ადამიანის იმ ძალისკენ წინააღმდეგობრივ და საეჭვო სწრაფვას განასახიერებს, რომელიც უსაზღვროა და ღმერთს უტოლდება.
ერთი მხრივ, ენერგიის უზარმაზარი სიმკვრივის წყალობით, ნავთობი დედამიწის ბევრ ქვეყანაში ეკონომიკური პროგრესის და კეთილდღეობის საფუძვლად იქცა, ხოლო მეორე მხრივ კი მან ეკოლოგიური კატასტროფა, გეოპოლიტიკური კონფლიქტები და სოციალური ჩაგვრა განაპირობა.
თუ მსოფლიოს რუკას დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ნედლეულის საბადოების ადგილსამყოფელი, უმთავრსად, უდაბური ადგილებია: ციმბირის ტუნდრა, არაბეთის უდაბნოები, პატაგონიის დაუსახლებელი ადგილები, კასპიისპირეთის დაბლობი ან არქტიკის ნეიტრალური ტერიტორია.
ნავთობის გეოპოლიტიკაში ბაქოს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, რადგან მე-19 საუკუნეში ინდუსტრიული მასშტაბის პირველი პროდუქცია აქ იწარმოებოდა. ნავთობის გლობალური მოპოვების ნახევარი მე-20 საუკუნის დასაწყისში სწორედ აზერბაიჯანის დედაქალაქზე მოდიოდა, რომელიც პირველ “oilsity”-ად გადაიქცა და ყველა ტიპის მეწარმეს იზიდავდა.
სიმენსმა, ნობელმა და მანესმანმა ბაქოდან ბათუმამდე, შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ, ნავთობსადენები ააშენეს. როტშილდის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ათასზე მეტი ადამიანი დასაქმდა, რამაც ხელი შეუწყო ქალაქის სწრაფ ზრდას.
საბჭოთა პერიოდში ბაქო ეკოლოგიური უბედურების ზონად იყო მიჩნეული. ამ პრობლემის გადაჭრა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ნავთობწარმოებამ კულტურის სფეროში ინვესტიციები გაზარდა. რესტავრაცია ჩაუტარდა უნიკალურ აღმოსავლურ ქალაქს.
ხელოვანთა სია:
ანდრეას ლანგი (გერმანია), ბაქოს ძველი საბჭოთა ნავთობის ჭაბურღილების და დაზიანებული გარემოს ფოტოები;
ჯორჯ ოსოდი (ნიგერია), მდინარე ნიგერის (ნიგერია) დელტაზე აფეთქებული ნავთობსადენების ფოტოების სერია;
მარკო მონტიელ-სოტო (ვენესუელა-გერმანია), აშენებს ხის საბურღ კოშკს არსებული ძველი ნიმუშის მიხედვით;
სადეგ სოური (ირანი) ირანსა და პაკისტანს შორის ბენზინის კონტრაბანდული გზით გადაზიდვის ფოტოების სერია;
ანდრო ერაძე, (საქართველო), SAILS, ვიდეოპროდუქცია
სალომე ჯოხაძე, (საქართველო), Burning
კურატორები: ალფონს ჰუგი, ასლი სამადოვა

ადგილი
გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში
მ. ზანდუკელის ქ. 16
მ. ზანდუკელის ქ. 16
ადგილი
გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში
მ. ზანდუკელის ქ. 16
მ. ზანდუკელის ქ. 16