მარსელ ოდენბახი- მშვიდი მოძრაობები. Tranquil Motions.
გამოფენა | გამოფენა
-
TPMM
- Price დასწრება თავისუფალია
,,მარსელ ოდენბახი - მშვიდი მოძრაობები. Tranquil Motions” არის უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტის (ifa) გამოფენა თბილისში, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს გოეთეს ინსტიტუტთან და თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმთან (TPMM) თანამშრომლობით.
გამოფენა აერთიანებს ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში შექმნილ 14 ნამუშევარს და გვთავაზობს მარსელ ოდენბახის - გერმანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თანამედროვე ვიდეოარტისტის - მრავალმხრივი შემოქმედების ყოვლისმომცველ ხედვას. გამოფენის კურატორი გახლავთ ხელოვნების ისტორიკოსი მათიას მიულინგი, რომელიც ამჟამად ლენბახჰაუსისა და მიუნხენის ხელოვნების გალერეის დირექტორია. მისი კურატორობით შექმნილი ნამუშევრების კოლექცია ხაზს უსვამს იმ ძირითად თემებს, რომლებმაც მრავალი წლის განმავლობაში ჩამოაყალიბეს ოდენბახის შემოქმედება: მეხსიერების კულტურა, კოლექტიური მეხსიერება, სოციალური და პოლიტიკური კონფლიქტები, იდენტობა და რეპრეზენტაცია.

ადგილი
TPMM
ადგილი
TPMM