|

07:00-09:00, MEZ

CONNECT-TRANSCONNECT

Ausstellung|გამოფენა

  • UdK Rundgang

  • Price დასწრება თავისუფალია

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის ინიცირებული პროექტის ფარგლებში შექმნილი გამოფენა „CONNECT-TRANSCONNET" იმ შემოქმედებითი გაცვლის კულმინაციაა, რომელიც ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტის (UdK Berlin) ხმის კვლევებისა და აუდიოხელოვნების (Sound Studies and Sonic Arts) სამაგისტრო პროგრამასთან თანამშრომლობით განხორციელდა.

პროექტმა აუდიოხელოვნებაში, პერფორმანსსა და დროზე დაფუძნებულ მედიაში მომუშავე 12 ხელოვანი გააერთიანა. 2025 წლის ოქტომბერში საქართველოში (ქუთაისი, წყალტუბო, თბილისი) გამართული რეზიდენციის („Connect-Disconnect“) შემდეგ, საბოლოო ნამუშევრები, რომლებიც მეტწილად დისტანციური თანამშრომლობით შეიქმნა, 20 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის შენობში იყო წარმოდგენილი. ამჟამად ეს ნამუშევრები განახლებული და გადამუშავებული სახით ბერლინში, Lietzenburger Straße 45-ის მესამე სართულზე, UdK-ის ყოველწლიური ღონისძიების - Rundgang-ის - ფარგლებში გამოიფინება.

მონაწილე ხელოვანები:
Nino Dava, Sergio De Luca, Zeliha Dogusan, Loris Luciano Foti, Mananiko Kobakhidze (Ethernet_011), Anna Korkashvili (Sky Collar), Luka Machavariani, Tamara Maghlaperidze, Irakli Margishvili, Patrick Nininger, Anaparn Pinpradub, Mariam Songhulashvili.
  გამოფენის ფლაერისა და რუკის ჩამოსატვირთად გადადით ბმულზე.