|

07:00

ბერლინის გმირი

კინოჩვენება | ფილმის ჩვენება

  • კინოთეატრი "ამირანი", თბილისი

  • Sprache ყველა ფილმი ნაჩვენები იქნება ორიგინალ ენაზე, ქართული და ინგლისური სუბტიტრებით.
  • Price ბილეთები გაიყიდება 27 ნოემბრიდან, 12:00 საათიდან, ონლაინ და კინოთეატრ „ამირანის“ სალაროში
  • Teil der Reihe: დამზადებულია გერმანიაში

მაქსიმ ლეოს ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია.

მიხაელ ჰარტუნგი ბერლინში ვალებში ჩაფლულ ვიდეოთეკას მართავს, როცა ერთ დღეს მასთან ჟურნალისტი მიდის. ის ბერლინის კედლის დაცემის 30 წლისთავზე აღმოსავლეთ გერმანიიდან ყველაზე მასშტაბური გაქცევის შესახებ რეპორტაჟს ამზადებს და შტაზის არქივებში ჰარტუნგის სახელს აღმოაჩენს. როგორც ირკვევა, ჰარტუნგი, რომელიც მაშინ რკინიგზაში მუშაობდა, ფრიდრიხშტრასეს სადგურის გავლით 127 ადამიანს გაქცევაში დაეხმარა. თავდაპირველად ჰარტუნგი ყველაფერს უარყოფს, მაგრამ სოლიდური ჰონორარის სანაცვლოდ ისტორიის დადასტურებას თანხმდება და მალე მედიაში ნამდვილ გმირად იქცევა, თუმცა სიცრუესა და ნახევარ-სიმართლეზე აგებული ლეგენდა დიდხანს ვერ გასტანს. ამასობაში ჰარტუნგს პაულა შეუყვარდება, ქალი, რომელიც ბავშვობაში სწორედ იმ მატარებელში იჯდა, რომლის მარშრუტიც, როგორც ამბობენ, ჰარტუნგმა დასავლეთ ბერლინისკენ შეცვალა.
 

Der Held vom Bahnhof Friedrichstraße