ბიბლიოთეკა
ახალი სივრცე შეხვედრებისა და შთაგონებისთვის
გოეთეს ინსტიტუტის განახლებული ბიბლიოთეკა ახლებური კონცეფციით თანამედროვე, ღია სივრცეა, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სამკითხველო დარბაზი.
ბიბლიოთეკა ახლა უკვე შეხვედრების, სწავლისა და ღონისძიებებისა თუ შემოქმედებითი ფორმატების მრავალმხრივ პლატფორმად იქცა. ეზოში დაგხვდებათ ფერადი პერგოლა, რომელიც ბიბლიოთეკის ტერიტორიას კიდევ უფრო აფართოებს.
განახლებული ბიბლიოთეკა იდეალურია შეხვედრებისთვის, საუბრებისთვის და ღია ცის ქვეშ ჩასატარებელი ღონისძიებებისთვის - იქნება ეს ლიტერატურული შეხვედრები, ვორქშოპები თუ დისკუსიები.
მოხარულები ვართ, რომ კვლავ შეგვიძლია გიმასპინძლოთ ჩვენს ბიბლიოთეკაში და წარმოგიდგინოთ შეხვედრების ახალი სივრცე!