Schnelleinstieg:

Direkt zum Inhalt springen (Alt 1) Direkt zur Hauptnavigation springen (Alt 2)
Netzwerk FestivalKaterina Shiosheva © Goethe Institut

EU4Culture ფესტივალი

2024 წლის აგვისტო-დეკემბერი პერიოდში, პროექტის მონაწილე ხუთ ქვეყანაში გაიმართა EU4Culture ფესტივალი, რომელიც პროექტის ერთგვარ კულმინაციას წარმოადგენდა. რეგიონულმა ქალაქებმა მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში უმასპინძლეს EU4Culture ფესტივალს- City Stories, Diverse Voices, ხოლო აზერბაიჯანში EU4Culture ფესტივალი Human Stories, Diverse Voices, ჩატარდა ქალაქ ბაქოში.
 

‎‎‎

ფესტივალებმა  ხელი შეუწყო ადგილობრივი არტისტების შემოქმედების წარმოჩენასა და პოპულარიზაციას, გაზარდა ადგილობრივი თემების ჩართულობა და გააძლიერა შემოქმედებითი თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანებს შორის..
 
ფესტივალების შედეგები:

  • ქალაქის კულტურული ცხოვრება გახდა უფრო მრავალფეროვანი. ფესტივალების პროგრამა შედგებოდა სხვადასხვა აქტივობისგან როგორიცაა, მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, გამოფენები, აუდიოვიზუალური ინსტალაციები, კონოჩვენებები. ჩატარდა სემინარები, მასტერკლასები, გაიმართა დისკუსიები.
  • გაიზარდა ცოდნის გაცვლისა და რეგიონული თანამშრომლობის, ასევე ქალაქებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები.  ფესტივალებში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ხელოვანები და მოწვეული არტისტები ქვეყნის სხვა ქალაქებიდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. გაიმართა ერთობლივი დისკუსიები და წარმოდგენები.
  • მოხდა კულტურის სფეროში ინოვაციური მიდგომების პოპულარიზაცია. ფესტივალებმა ერთმანეთთან დააკაშირა თანამედროვე ხელოვნება, ინოვაციური და ციფრული აქტივობები და უფრო ტრადიციული კულტურული ღონისძიებები.