Schnelleinstieg:

Direkt zum Inhalt springen (Alt 1)Direkt zur Sekundärnavigation springen (Alt 3)Direkt zur Hauptnavigation springen (Alt 2)
EU4DialogueEU4Dialogue

EU4Dialogue - განაცხადების მიღება პირველი კულტურის აკადემიისთვის

22.06-01.07.2022 - ბუქარესტი, რუმინეთი
დედლაინი: 29 მაისი

პროექტის EU4Dialogue ფარგლებში გოეთეს ინსტიტუტი აცხადებს კულტურის მენეჯერებისთვის და პროფესიონალებისთვის სამხრეთ კავკასიიდან და მოლდოვის რესპუბლიკიდან პირველ კულტურის აკადემიას.
EU4Dialogue არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც ხორციელდება 2021 წლის მაისიდან 2025 წლის აპრილამდე სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვის რესპუბლიკაში. პროექტი ხელს უწყობს საგანმანათლებლო და კულტურულ გაცვლა-გამოცვლას პროფესიონალებს, სტუდენტებს და ხელოვანებს შორის, რომლის ფოკუსიც არის არსებული საზღვრების დაძლევა.

ორგანიზატორები და პარტნიორები
EU4Dialogue - მე-3 კომპონენტი ხორციელდება შემდეგი ორგანიზაციების მიერ:
გერმანული აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD), გოეთეს ინსტიტუტი, Campus France, განათლების სისტემის განვითარების ფონდი (FRSE), ბრიუსელის დიპლომატიური აკადემია, ხელოვნებისა და თანასწორობის ინტერნაციონალური ცენტრი Smashing Times, ლატვიის ნაციონალური ბიბლიოთეკა, გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტი. 

პირველი კულტურის აკადემიის თემა: კულტურა გვაერთიანებს!

პროექტ EU4Dialogue-ის კულტურის აკადემიები წარმოადგენენ პლატფორმას ცოდნის გაცვლის და იდეების ერთობლივად განვითარებისთვის. აკადემიები გულისხმობს ურთიერთობის პროცესს და არ გააჩნია პრობლემატური საკითხების გადაჭრის ამბიცია. მონაწილეებს, ორგანიზატორებისა და მოწვეული მომხსენებლების ჩათვლით, ექნებათ შესაძლებლობა ასწავლონ და ისწავლონ, გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება და ისწავლონ ერთმანეთისგან და ერთობლივად დიალოგის ფორმატში განავითარონ ურთიერთგაგების ხედვა.

აკადემიების სერიის თემები:

  • კულტურა, როგორც დამაკავშირებელი (ხიდების აგება, გაერთიანებების დაკავშირება, ინტერკულტურული და თაობათაშორისი ურთიერთობები, საჯარო და კერძო სექტორის ჩართულობა)
  • კულტურა, როგორც დემოკრატიის ნიშან-სვეტი (თანამონაწილეობა, ანგაჟემენტი, უფლებამოსილება)
  • კულტურა და კონფლიქტი
  • კულტურის მენეჯმენტის მიდგომები
  • კულტურის ლიდერშიპის სტრატეგიები
  • მდგრადობა (კულტურა, როგორც ეკოსისტემა, ურბანული განვითარება, პარტნიორობა და სხვ.).
  • ანტერპრენიორობა, საჯარო და კერძო დაფინანსება

მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა ისწავლონ და ასწავლონ. შერჩევის შემთხვევაში, თქვენ მოგეთხოვებათ ნიმუშის გამოგზავნა თქვენი პროფესიული გამოცდილებიდან. შესაძლოა ეს იყოს დასრულებული ან მიმდინარე პროექტი. 

ასევე მოგეთხოვებათ წერილობითი რეფერენსების გამოგზავნა. ეს შესაძლოა იყოს სტატია, ვიდეო, პოდკასტი ან ხელოვნების ნიმუში. ორგანიზებული იქნება რეგულარული კითხვის სესიები. საკითხავი მასალები გაერთიანდება აკადემიის რიდერებში.

აკადემია გთავაზობთ ცოდნის გაზიარების შესაძლებლობას უცხოელი ექსპერტებისგან, ახალი უნარ-ჩვევების განვითარებას, იდეების გაზიარებას  სექტორებსშორისი ინოვაციის განვითარების მიზნით, რაც უზრუნველყოფს კულტურის სფეროს განვითარებას.

კულტურის აკადემიის კურატორი: ლარს ებერტი, H401 დირექტორი, ამსტერდამი

მენტორები, ტრენერები და მომხსენებლები:
ლარს ებერტი, H401 დირექტორი, ამსტერდამი
მაჰირ ნამური, სტამბოლი/ვენა
ფლორ რავენსბერგერი, Dialogue Advisory Group, ამსტერდამი
… სხვა ექსპერტების სახელები მალე გახდება ცნობილი!

ლექციების, ვორქშოპების, დისკუსიებისა და პრეზენტაციების საშუალებით ჩვენ მიზნად ვისახავთ ვიპოვოთ პასუხები კითხვებზე:
  • როგორია მდგრადობის გაგება კულტურის სფეროში და როგორ უწყობს ხელს ის მდგრად განვითარებას?
  • რა არის დღეს სოლიდარობა? როგორ და რატომ აქვს მას მნიშვნელობა?
  • როგორ შეუძლია სხვა სფეროებს, როგორიცაა ციფრული ტექნოლოგიები, მეცნიერებები და ა.შ. წვლილი შეიტანოს კულტურის სექტორის მდგრად განვითარებაში?
  • როგორ გავხადოთ პროექტები აქტუალური სხვადასხვა გაერთიანებისთვის?

ფორმატი, ღონისძიებები, თარიღები

2022 წლის პირველი აკადემია გთავაზობთ ინტენსიურ ხუთდღიან სემინარში (ბუქარესტში) მონაწილეობის შესაძლებლობას, რასაც წინ უძღვის მოსამზადებელი ეტაპი ონლაინ ფორმატში და კულტურული პროგრამა ბუქარესტში.
1. კულტურის მენეჯმენტის აკადემია

აკადემიის ეტაპები:
22-24 ივნისი - ონლაინ მოსამზადებელი დღეები
25 ივნისი - ჩასვლა ბუქარესტში
26 ივნისი - კულტურული პროგრამა ბუქარესტში
27 ივნისი-1 ივლისი - ინტენსიური სემინარები ბუქარესტში

პროგრამა გთავაზობთ შესაძლებლობას, მიიღოთ მონაწილეობა ინტენსიურ სემინარში, რომელიც მოიცავს ლექციებს, ვორქშოფებს, ინტერაქტიულ სავარჯიშოებს, ჯგუფურ და ინდივიდუალურ სესიებს და შესაძლებლობების განვითარების სხვა ფორმატებს, რომლებიც ეხება ზემოთ აღნიშნულ თემებს. ჩვენ გვინდა შევქმნათ გარემო, რომელშიც კულტურული სფეროს სხვადასხვა წარმომადგენელი შეძლებს დაესწროს პროფესიულ ერთკვირიან სემინარს, რომელსაც უცხოელი ტრენერები ჩაატარებენ, რათა მათ შეძლონ გაუმკლავდნენ ამ სექტორის წინაშე არსებულ ახალ გამოწვევებს. სემინარი დაგეგმილია ჩატარდეს ჰიბრიდული ფორმატით, ფიზიკურად ყოველდღიური შეკრებებით და გამოცდილი მომხსენებლების ონლაინ ჩართულობით.

სემინარის განმავლობაში მოეწყობა თანმხლები აქტივობები, როგორიცაა ექსკურსია უცხოელი მონაწილეებისა და სტუმრებისთვის; ღია და დახურული ღონისძიებები. შეხვედრები მონაწილეებსა და ადგილობრივ კულტურულ დაწესებულებებს შორის, რაც გამოცხადდება შერჩევის პროცესის დასრულების შემდეგ.

2. რეზიდენციის შესაძლებლობები

შესაძლებლობების განვითარების პროცესის გაძლიერების მიზნით თითოეულ აკადემიის დასრულების შემდეგ იგეგმება რეზიდენციის ჩატარება, რომლისთვისაც შერჩეულ იქნება აკადემიის რამდენიმე მონაწილე და ისინი ერთად შეიმუშავებენ იდეებსა და პროექტებს, რეგიონული მენტორების დახმარებით.

ვის შეუძლია განაცხადის შემოტანა?

თუ თქვენ ხართ სამხრეთ კავკასიიდან/ცხოვრობთ სამხრეთ კავკასიაში (აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და მთიანი ყარაბაღის ჩათვლით) ან მოლდოვის რესპუბლიკიდან (დნესტრისპირეთის ჩათვლით) და
  • ხართ კულტურის მენეჯერი, ინსტიტუციის ხელძღვანელი, პროდიუსერი, კურატორი, მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილებით
  • დამოუკიდებლად მუშაობთ, საჯარო ან კერძო კულტურულ ორგანიზაციაში
  • გსურთ განავითაროთ თქვენი საკუთარი და ასევე თქვენი ორგანიზაციის შესაძლებლობები
  • გაინტერესებთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, გსურთ გააუმჯობესოთ თქვენი სამუშაო გარემო
  • იმყოფებით თქვენი საქმიანობის და აქტივობების გადახედვის პროცესში და გსურთ გაუზიაროთ თქვენი პერსპექტივა და ისწავლოთ ტრენერებისგან
  • გსურთ დაუკავშირდეთ თანამოაზრე ადამიანებს და ერთად განავითაროთ ახალი იდეები და იპოვოთ გადაწყვეტილებები…
მაშინ, EU4Dialogue-ის კულტურის მენეჯმენტის აკადემია თქვენთვის შესაფერისი ადგილია!

რას გვთავაზობს აკადემია?

მონაწილეობის მიღება ყველა აქტივობაში
  • საცხოვრებლისა და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება თქვენი საცხოვრებელი ქალაქიდან ბუქარესტამდე
  • ბუქარესტში ყოფნისას დღეში სამჯერადი კვება

ენა

აკადემიის სამუშაო ენა არის ინგლისური.   

აპლიკაციის დედლაინი

გთხოვთ, თქვენი აპლიკაცია გამოაგზავნეთ 2022 წლის 29 მაისამდე ამ ლინკზე.
შერჩევის შედეგები გამოქვეყნდება 2022 წლის 31 მაისს.  

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ: tamina.bojoanca@goethe.de