Schnelleinstieg:

Direkt zum Inhalt springen (Alt 1) Direkt zur Hauptnavigation springen (Alt 2)

შერეული სწავლება

Frau vor Laptop sitzend in einer Videokonferenz© Goethe-Institut
  • სწავლებითი გაცვლა-გამოცვლა მასწავლებელთან და ჯგუფთან
  • მოქნილი სწავლის პროცესი
  • ინდივიდუალური უკუკავშირი მასწავლებლის მხრიდან

ეს კურსი არის ყველასთვის, ვისაც გაწონასწორებული სწავლის პროცესი მოსწონს: 50%  ონლაინ გაკვეთილები ჯგუფში, 50% დამოუკიდებელი  მეცადინეობა.
შერეული სწავლება ჩვენს პლატფორმაზე აერთიანებს ჯგუფური სწავლებისა და დამოუკიდელად მეცადინეობის ყველა დადებით მხარეს.  ეს კომბინაცია სწავლის პროცესს განსაკუთრებით ეფექტურს ხდის. მასწავლებელი სწავლის ნებისმიერ ფაზაში არის  თქვენთან  და ის რეგულარულად ხვდება ჯგუფის მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთილზე, რათა შექმნას თქვენთან ერთად სასაუბრო სიტუაციები და გააღრმაოს ის ცოდნა, რომელიც თქვენ დამოუკიდებელი მეცადინეობის დროს მიიღეთ.  ონლაინ გაკვეთილები ჯგუფში ტარდება ვირტუალურ საკლასო ოთახში ზუმით.

ჩვენი სტანდარტული კურსი

შერეული სწავლების კურსები A1-B2

  • A1-B2
  • 13 კვირა
  • 1 გაკვეთილი კვირაში

შერეული სწავლების კურსები C1

  • C1
  • 13 კვირა
  • 1 გაკვეთილი კვირაში

ჩვენი ინტენსიური კურსი

შერეული სწავლების კურსები A1-B2

  • A1-B2
  • 7 კვირა
  • 2 გაკვეთილი კვირაში

შერეული სწავლების კურსები C1

  • C1
  • 7 კვირა
  • 2 გაკვეთილი კვირაში

ენის დონის განმსაზღვრელი ტესტი

შეამოწმეთ თქვენი გერმანული
თუ თქვენ უკვე გაქვთ გერმანული ენის გარკვეული ცოდნა გთავაზობთ ენის ცოდნის განმსაზღვრელ ტესტს. მისი საშუალებით გაიგებთ თუ რა დონეზე ფლობთ ენას. ჩვენ თქვენთან ერთად განვსაზღვრავთ სწავლის მიზანს და შეგირჩევთ შესაფერის კურსს. ყოველგვარი ენის ცოდნის გარეშე ავტომატურად დაიწყებთ A1 საფეხურიდან.

ენის დონის განმსაზღვრელი ონლაინ ტესტის დაჯავშნა

ეს კურსი შემდეგნაირად მუშაობს!

სასწავლო პლატფორმა
თქვენ დამოუკიდებლად მეცადინეობთ ჩვენს პლატფორმაზე არსებული მასალით,  რომელიც ძალიან მრავალფეროვანია და მორგებულია ყოველდღიურ სიტუაციებზე. ონლან დავალებებს ასრულებთ თქვენთვის სასურველ დროს და იღებთ უკუკავშირს ენის სწავლების ყველა დონისთვის და ყველა საჭიროებისთვის.

მხარდაჭერა მასწავლებლის მხრიდან
თქვენი მასწავლებელი გაგაცნობთ სასწავლო პლატფორმას და მასზე განთავსებული ენის შესწავლის ყველა საშუალებას. კურსის განმავლობაში მასწავლებელი ინდივიდუალურად მოგცემთ უკუკავშირს. ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მიმართოთ ჩვენი ენის კურსების ბიუროს.

ონლაინ-გაკვეთილები
ვირტუალურ გაკვეთილებზე თქვენ მეცადინეობთ მასწავლებელთან და კურსის სხვა მონაწილეებთან ერთად. ამისათვის ჩვენ ვიყენებთ Zoom-ს.  სასაუბრო და წერითი სავარჯიშოების შესრულების შემდეგ თქვენი მასწავლებლისგან მიიღებთ ინდივიდუალურ შეფასებას და უკუკავშირს.
Gruppe und Lerner an Laptop

ხშირად დასმული შეკითხვები

კიდევ გაქვთ შეკითხვები? +995 32 2938945 ჩვენ სიამოვნებით გაგიწევთ კონსულტაციას: deutschkurse-tbilissi@goethe.de