დამატებითი ინფორმაცია

უკან დაბრუნება. Goethe-Zertifikat C2: GDS

თქვენი გამოსვლაა! მოდულები

Goethe-Zertifikat C2: Großes Deutsches Sprachdiplom შედგება შემდეგი მოდულებისგან: კითხვა, მოსმენა, წერა და ლაპარაკი (ზეპირი ინდივიდუალური გამოცდა). გამოცდა მთელ მსოფლიოში ერთიანი სტანდარტებით ტარდება და ფასდება.

წერითი მოდულის ლიტერატურასთან დაკავშირებული დავალებების შემუშავება ხდება მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

ოთხი მოდულის ჩაბარება შესაძლებელია ცალ-ცალკე ან კომბინირებულად. ოთხივე მოდულზე გაცემული ცალკეული სერტიფიკატები შეესაბამება ერთ საერთო სერტიფიკატს.

მოდულები კითხვა, მოსმენა და ლაპარაკი საგამოცდო ცენტრში ფასდება. წერითი მოდულის შეფასების კოორდინირებას გოეთეს ინსტიტუტის ცენტრალური საგამოცდო ოფისი ახორციელებს.
 

თუკი 2019 წ. გამოცდის ჩაბარებისას წერითი მოდულის მე-2 ნაწილში არა ორი ზოგადი თემიდან ერთ-ერთის, არამედ ლიტერატურასთან დაკავშირებული ორი თემიდან ერთ-ერთის დამუშავება გსურთ, მაშინ წინასწარ უნდა დაამუშაოთ მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტის მიერ 2019 წლისთვის მითითებული ერთ-ერთი ნაწარმოები. გამოცდაზე ოთხი შემოთავაზებული თემიდან ერთ-ერთს აირჩევთ.

ლიტერატურა 2019 წ. Goethe-Zertifikat C2: GDS-თვის

Brigitte Kronauer
Das Taschentuch
Roman
dtv Verlag
ISBN 978-3-423-12888-9
€ 10,00 (D)

Robert Seethaler
Der Trafikant
Roman
Kein & Aber Verlag
ISBN 978-3-036-95909-2
€ 12,00 (D)
თუკი 2020 წ. გამოცდის ჩაბარებისას წერითი მოდულის მე-2 ნაწილში არა ორი ზოგადი თემიდან ერთ-ერთის, არამედ ლიტერატურასთან დაკავშირებული ორი თემიდან ერთ-ერთის დამუშავება გსურთ, მაშინ წინასწარ უნდა დაამუშაოთ მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტის მიერ 2020 წლისთვის მითითებული ერთ-ერთი ნაწარმოები. გამოცდაზე ოთხი შემოთავაზებული თემიდან ერთ-ერთს აირჩევთ.

ლიტერატურა 2020 წ. Goethe-Zertifikat C2: GDS-თვის

Hanns-Josef Ortheil
Die Berlinreise
Roman
btb Verlag
ISBN 978-3-442-74997-3
€ 10,00 (D)

Urs Widmer
Das Buch des Vaters
Roman
Diogenes Verlag
ISBN 978-3-257-23470-1
€ 10,90 (D)
 

კითხვა

თქვენ კითხულობთ დარგობრივ ტექსტებს, კომენტარებს, რეპორტაჟებსა და განცხადებებს და სხვადასხვა დავალებებს ამუშავებთ. თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ ტექსტების გაგება, მაშინაც კი, როდესაც ის აბსტრაქტული, ან შინაარსობრივად და ენობრივად კომლექსურია და ამავდროულად იმპლიციტური მნიშვნელობებიც გესმით.

ხანგრძლივობა: 80 წუთი

წერა

თქვენ მოკლე რეფერატის სხვაგვარი ფორმულირება უნდა მოახდინოთ ნაწილების მიხედვით და ზოგადი ან ლიტერატურასთან დაკავშირებული თემის გარშემო ტექსტი უნდა შეადგინოთ, რომელიც მკითხველის წერილის ან წიგნის რეცენზიის მსგავსად კარგად სტრუქტურირებული და სტილისტურად გამართული იქნება. ასარჩევად გეძლევათ ორი ზოგადი თემა ან ლიტერატურის სიის ორი წიგნიდან თითო თემა. თქვენ ოთხი შესაძლებელი თემიდან ერთ-ერთს ამუშავებთ.

ხანგრძლივობა: 80 წუთი.

მოსმენა

თქვენ ისმენთ რეპორტაჟებს მასმედიიდან, არაფორმალურ საუბრებსა და ექსპერტების ინტერვიუებს ბუნებრივ სასაუბრო ტემპში და სხვადასხვა დავალებებს ამუშავებთ.

ხანგრძლივობა: დაახლ. 35 წუთი.

ლაპარაკი

თქვენ გამოდიხართ მოხსენებით კომპლექსური თემის შესახებ, მაგ. გლობალიზაცია, რომლის დროსაც დასმულ კითხვებზე საკუთარ არგუმენტაციას გარკვევით წარმოადგენთ. ასევე უნდა წარმართოთ დისკუსია მომხრე-მოწინააღმდეგეს რეჟიმში კიდევ ერთ თემაზე, სადაც საკუთარ აზრს დაიცავთ, საწინააღმდეგო არგუმენტებზე მოახდენთ რეაგირებასა და თანამოსაუბრის თქვენი პოზიციის სისწორეში დარწმუნებას შეეცდებით.

ხანგძლივობა: დაახლ. 15 წუთი.

წინაპირობები

Goethe-Zertifikat C2: Großes Deutsches Sprachdiplom არის გერმანული ენის გამოცდა მოზრდილთათვის.
 
გოეთეს ინსტიტუტის გამოცდები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის და მათი ჩაბარება არაა დამოკიდებული არც რაიმე მინიმალური ასაკის მიღწევაზე და არც გერმანიის მოქალაქეობის ფლობაზე.
  • Goethe-Zertifikat C2: Großes Deutsches Sprachdiplom რეკომენდირებული ასაკი 16 წლიდან იწყება.
  • Goethe-Zertifikat C2: Großes Deutsches Sprachdiplom სერტიფიკატი ითვალისწინებს გერმანული ენის ცოდნას, რომელიც საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (GER) მეექვსე და უმაღლეს C2 საფეხურს შეესაბამება.
  • ამ საფეხურის მისაღწევად - წინასწარი ცოდნისა და სასწავლო შესაძლებლობების მიხედვით - საჭიროა სულ მცირე 1000 45-წუთიანი აკადემიური საათის გავლა.