დამატებითი ინფორმაცია

უკან დაბრუნება. Goethe-Zertifikat A2: Fit in Deutsch

სწორი დასაწყისი: გამოცდის ნაწილები

Goethe-Zertifikat A2: Fit in Deutsch შემდეგი საგამოცდო ნაწილებისგან შედგება: კითხვა, მოსმენა, წერა და საუბარი. ეს გამოცდა მსოფლიოს მასშტაბით ერთნაირად ტარდება და სწორდება.
 

კითხვა

შენ კითხულობ მოკლე საგაზეთო სტატიებს, ელექრონულ წერილებს, განცხადებებსა და საჯარო ადგილებში განთავსებულ საინფორმაციო დაფებს და ასრულებ მოცემულ დავალებებს.

ხანგრძლივობა: 30 წუთი

წერა

შენ წერ წერილებს, რომლებიც შენს უახლოეს გარე-სამყაროსთან უშუალო კავშირშია.

ხანგრძლივობა: 30 წუთი

მოსმენა

შენ ისმენ ყოველდღიურ საუბრებს, რადიოგანცხადებებსა და ინტერვიუებს, ავტომოპასუხეს, აეროპორტებსა და სადგურებში გამოცხადებულ ინფორმაციას და ასრულებ მოცემულ დავალებებს.

ხანგრძლივობა: 30 წუთი

საუბარი

შენ სვამ კითხვებს და პასუხობ საკუთარი პიროვნების გარშემო დასმულ კითხვებს, ყვები შენი ცხოვრების შესახებ და შენს თანამოსაუბრეს რაიმეს თაობაზე უთანხმდები ან რაღაცას გეგმავ.

ხანგრძლივობა: 15 წუთი

წინაპირობები

Goethe-Zertifikat A2: Fit in Deutsch არის 12-16 წლის ასაკის მოზარდებისათვის განკუთვნილი გერმანული ენის გამოცდა.

გოეთეს ინსტიტუტის გამოცდები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის და მათი ჩაბარება არაა დამოკიდებული არც რაიმე მინიმალური ასაკის მიღწევაზე და არც გერმანიის მოქალაქეობის ფლობაზე.
  • Goethe-Zertifikat A2: Fit in Deutsch გამოცდისათვის რეკომენდირებული მინიმალური ასაკი 12 წელია.
  • Goethe-Zertifikat A2: Fit in Deutsch გამოცდა ითვალისწინებს გერმანული ენის ცოდნას, რომელიც საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (GER) ექვსსაფეხურიანი სკალის მეორე (A2) საფეხურს შეესაბამება.
  • ამ საფეხურის მისაღწევად - წინასწარი ცოდნისა და სასწავლო შესაძლებლობების მიხედვით - საჭიროა 200-დან 350-მდე 45-წუთიანი აკადემიური საათის გავლა.