სასწავლო კონსულტაციები

იცოდით, 100 წლის წინ მთელ მსოფლიოში უცხოეთში განათლების მისაღებად წასული ახალგაზრდების ნახევარი სწორედ გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობდა? გერმანია დღესაც იზიდავს ყველას, ვისაც უმაღლესი კლასის განათლების მიღება სურს.

გერმანიაში უმაღლესი განათლების მისაღებად სერიოზული მიზეზები არსებობს:
  • პირველი გერმანული უნივერსიტეტი 1386 წ. დაარსდა ჰაიდელბერგში. დღეს გერმანიის 300-ზე მეტ უმაღლესი სასწავლებელში შესაძლებელია მაღალი დონის განათლების მიღება.
  • დღესდღეობით გერმანული მშობლიური ენაა 100 მილიონი ადამიანისათვის და, ამგვარად, ევროპაში ყველაზე გავრცელებული ენაა. გერმანული ეკონომიკის სიძლიერე და მისი მზარდი აქტიურობა გერმანულ ენას მსოფლიო ბაზარზე უფრო და უფრო მოთხოვნადს ხდის.
  • სტუდენტების ცხოვრების ხარჯების შემცირება სხვადასხვა დახმარებითაა შესაძლებელი.
  • უმაღლესი სასწავლებლები თავისუფალი დროის გატარების ფართო შესაძლებლობებს გთავაზობენ. მათ შორის საუნივერსიტეტო ტერიტორიის გარეთაც. სპორტი, კულტურა და თავისუფალი დროის გატარების მრავალი შესაძლებლობა.

საერთაშორისო კურსები

გერმანიის მრავალი უმაღლესი სასწავლებელი გთავაზობთ კურსებს, რომელთა დიპლომიც საერთაშორისო აღიარებით სარგებლობს. მათ შორისაა ისეთი კურსებიც, ყველა საფეხურს რომ მოიცავენ: საბაკალავრო, სამაგისტრო და დოქტორანტურა. ყოველი სასწავლო კურსი მაღალ აკადემიურ სტანდარტს შეესაბამება, კარგადაა ორგანიზებული, ინგლისურად მიმდინარეობს და მათ გერმანული ენის კურსებიც ახლავს.
 

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD)

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD-ს) თბილისის რეგიონული ოფისი ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევრებსა და მეცნიერებს აწვდის ინფორმაციას გერმანიიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისა და მეცნიერული მუშაობის, ასევე ხელშეწყობის პროგრამების შესახებ. აქ კვალიფიციური რჩევით ეხმარებიან მათ, ვისაც სურს DAAD-სა და სხვა ორგანიზაციების სტიპენდიების მისაღებად განაცხადის და საბუთების შეტანა. საინფორმაციო ცენტრი რჩევებითა და სხვა საშუალებებით ხელს უწყობს ქართულ უმაღლეს სასწავლებლებს გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებთან პარტნიორული თანამშრომლობის ჩამოყალიბებაში.

 

გამოგვყევით