Schnelleinstieg:

Direkt zum Inhalt springen (Alt 1) Direkt zur Hauptnavigation springen (Alt 2)
Programmtag 1© Goethe-Institut

პროგრამა | დღე 1

გერმანული ენის მასწავლებლის დღის ფარგლებში 1-ლი დღის ღონისძიებები ეძღვნება სწავლა-სწავლების მიმდინარე ტენდენციებს, სწავლების თანამედროვე მოდელებსა და რეკომენდაციებს.

1-ლი დღეს ყველა ღონისძიება ონლაინ ფორმატში ჩატარდება.

რეგისტრაცია

განრიგი - დღე 1


შესვლა ზუმის პლენარულ დარბაზში

15:30- 15:45 | პლენარული დარბაზი


მისალმება

15:45- 16:00 | პლენარული დარბაზი

ბენჯამინ ჰეჯიჩი – გერმანული ენის მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი


ვორქშოპები

16:00 - 17:00 სთ.

ბავშვები სხვანაირად სწავლობენ! - უახლესი იდეები და პრაქტიკაში გამოცდილი მასალები რურის და კორნელზენის გამომცემლობებისგან

რეფერენტები: 
მარტინა ბარტუჩი(პროფესიული მრჩეველი - „გერმანული, როგორც უცხო ენა“)
კაროლინ გერიცენი(გამომცემლობა “Verlag an der Ruhr“)

გერმანული ენის შესწავლა ონლაინ კურსით "Nicos Weg" (A1-B1)

როგორ მივაღწიო მასწავლებელმა, რომ გაკვეთილი მოვარგო ჩემს მოსწავლეებს და ამასთანავე შესწავლილი მასალის შინაარსი მყარად დარჩეს მათ მეხსიერებაში? როგორ მივაღწიო მოსწავლეთა მოტივაციას სტანდარტული სახელმძღვანელოს მიღმა და  ვუბიძგო მათ, დამოუკიდებლად გაიღრმავონ შეძენილი ცოდნა და კომპეტენციები? მედიებს შეუძლიათ შექმნან ცოცხალი გერმანულენოვანი სასწავლო სივრცე და გაზარდონ მოსწავლეების მოტივაცია აუდიო- ვიდეო მასალებისა და ტექსტების საშუალებითაც კი.
 
მობილური ონლაინ-გერმანული ენის კურსი„Nicos Weg“ გთავაზობთ საგაკვეთილო სცენარებს ავთენტური და რეალურ სიტუაციასთან მიახლოებული გერმანულის როგორც უცხო ენის  გაკვეთილისათვის. დასაწყისში ჩვენ გავეცნობით ონლაინ-ენის კურსს თამაშით და გამოვცდით მას ინტერნეტით უფასოდ ხელმისაწვდომი სავარჯიშოებით და მითითებებით მასწავლებლებისათვის.
 
გამოყენების სფერო არის მრავალმხრივი. ვიდეოზე დაყრდნობილი, ინტერაქტიული ინსტრუმენტებით შეგიძლიათ შესანიშნავად შეავსოთ გაკვეთილი, მიზანმიმართულად აირჩიოთ და განავრცოთ შესწავლილი თემები, განამტკიცოთ და ასევე ხელი შეუწყოთ ეფექტურ ინდივიდუალურ დიფერენცირებას.

რეფერენტი:
ანდრე მოელერი

 
თბილისში DAAD–ის ახალი ფილიალი, რომელის საქმიანობაც 2021 წლის 1 ოქტომბრიდან ვრცელდება სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში, გაგაცნობთ ინფორმაციას DAAD–ის მიერ სწავლის დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ სპეციალურად გერმანული ენის პედაგოგებისთვის, რომლებიც დასაქმებული არიან სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. ყურადღებით მოვისმენთ თქვენს სურვილებს კვალიფიკაციის ამღალების მიმართულებით და ჩვენი ოფისის გუნდი სიამოვნებით გიპასუხებთ ტქვენთვის აქტუალურ კითხვებზე.
მოუთმენლად ველით შეხვედრას და საუბრარს სამივე ქვეყნის წარმომადგენელ პედაგოგებთან, რათა ერთად განვავითაროთ იდეები სამომავლო საქმიანობისთვის.
 
DAAD– ის ახალი ფილიალის გუნდი
თქვენს სკოლაში უკვე ასწავლიან და სწავლობენ გერმანულ ენას? გაიტანეთ თქვენი ენთუზიაზმით მიღწეული შედეგები სკოლის ფარგლებს გარეთ და გააცანით ისინი სხვებსაც!

სამხრეთ კავკასიაში მოქმედი სამი სკოლა წარმოგიდგენთ საკუთარ გამოცდილებას, თუ როგორ გახდნენ ისინი დიდი საერთაშორისო პარტნიორული ქსელის PASCH-ის წევრები მას შემდეგ, რაც ამ სკოლებში გერმანული ენა დიდი ხანი აქტიურად ისწავლებოდა. გვსურს თქვენთან ერთად ვისაუბროთ, თუ როგორ შეუძლია სკოლას გერმანული ენის  გაკვეთილის შეთავაზების გარდა, პროექტებით, ინიციატივებითა და იდეებით  მოიპოვოს უფრო მეტი სარგებელი და გერმანული ენა სკოლის იდენტობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საყრდენად აქციოს.

17:15 - 18:15 სთ.

17:15 - 18:15 სთ.

რჩევები და იდეები თქვენი გაკვეთილისთვის

პანდემიამ სრულიად შეცვალა მასწავლებელთა ყოველდღიური სწავლების დღის წესრიგი, რაც დღეს დიდ მოქნილობას მოითხოვს. ონლაინ ფორმატში მუშაობისას, პედაგოგები იძულებულები არიან ძალიან სწრაფად იმოქმედონ და ხშირად ცოტა დრო რჩება კონკრეტული გაკვეთილის შესაფერისი მასალის საუკეთესო ვარიანტების მოსაძებნად. დღესდღეობით ბაზარზე სასწავლო მასალების ციფრული ვერსიების ძალიან მრავალფეროვანი არჩევანია. მაგრამ აქედან რომელია შესაფერისი და საუკეთესო თქვენი გაკვეთილებისთვის? ონლაინ სემინარში თქვენ გაეცნობით განსხვავებებს გამომცემლობის „Ernst Klett Sprachen“ სხვადასხვა სასწავლო მასალებსა და ციფრულ შეთავაზებებს შორის, რაც დაგეხმარებათ თქვენი კონკრეტული გზისა და მიმართულების არჩევაში.

რეფერენტი:
ჯენიფერ მ. სვანდა

17:15 - 18:15 სთ.

Momente – მომავლის გაკვეთილის მოდელი

ციფრული სწავლება დიდ წარმატებებს აღწევს ენის სწავლების მეთოდების ჩამოყალიბების პროცესში. რომელი ახალი მოდელები გამოიყენება და რომელი ნაცნობი საშუალებები არის შენარჩუნებული ონლაინ სწავლების პროცესში? ჰიბრიდული სახელმძღვანელოები, როგორიცაა მაგ. Momente, ხელს უწყობენ ახლებურ სასწავლო სამყაროში შესვლას ინტეგრირებული და ინტერაქციული ვერსიების საშუალებით. ის რეალურ და ვირტუალურ კლასებს შორის შეუფერხებელი მონაცვლეობის საშუალებას იძლევა.  ინოვაციური კონცეფციები, როგორიცაა შერეული სწავლება (Blended Learning) და შებრუნებული (Flipped Classroom), შეიძლება მარტივად განხორციელდეს. ვორკშოპში საშუალება გექნებათ, გაეცნოთ მომავლის გაკვეთილის მოდელს.
 
რეფერენტი:
შტეფანი ი. ფიშერი

17:15 - 18:15 სთ.

როგორ მუშაობს ენობრივი პარტნიორობა?

წარმოგიდგენთ ასოციაციის „ჩვენ, მშობლიურენოვანები“ საქმიანობას და შეთავაზებებს, რომლებიც ენობრივი პარტნიორობების შექმნას უწყობს ხელს.
ონლაინ პანელის ფარგლებში განსხვავებული ტიპის ენობრივ პარტნიორობებს გაგაცნობთ. ყველა მონაწილეს მიეცემა შესაძლებლობა, გამოხატოს საკუთრი შეხედულება და დაადგინოს, თუ როგორ გამოიყენებს ის ენობრივ პარტნიორობებს და რა გამოცდილების მომტანი შეიძლება გახდეს ისინი მისთვის.
ასოციაციის „ჩვენ, მშობლიურენოვანები“ ფინანსური მხარდამჭერია ებერჰარდ შოკის ფონდი, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ გერმანული ენის პედაგოგებისათვის ჩვენი ყველა შეთავაზება უფასო იყოს.
 
რეფერენტები:
სებასტიან ჰანიში
ევა ქნირში

17:15 - 18:15 სთ.

ონლაინ საბავშვო და ახალგაზრდული უნივერსიტეტები

ბავშვები თავისი ბუნებიდან გამომდინარე ცნობისმოყვარეები არიან და ბევრი კითხვა აქვთ. საბავშვო უნივერსიტეტი მოიცავს ბავშვებისთვის მნიშვნელოვან კითხვებს და აძლევს მათ შესაძლებლობას, თამაშით გაეცნონ სხვადასხვა სფეროდან საინტერესო საკითხებს გერმანული ენის დახმარებით.
ახალგაზრდულ უნივერსიტეტში სტუდენტები განიხილავენ ისეთ აქტუალურ და მათთვის მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: როგორ ამოიცნობენ რობოტები ადამიანის სახეებს, როგორ შეიძლება მანქანა ბენზინის მაგივრად წყლით ავავსოთ, როგორ გამოიყოფა ენერგია წყლის მცენარეებიდან და სხვა.
 
რეფერენტი:
ნათია თევზაძე

17:15 - 18:15 სთ.

გერმანული როგორც უცხო ენა პროფესიულ კონტექსტში: კომუნიკაციის პრობლემა კარგი B1 დონის მიუხედავად?

პროფესიულ საქმიანობაში ენობრივი ქმედებების განსახორციელებლად ხშირად გერმანული ენის ზოგადი კურსის გავლა საკმარისი არ არის. რატომ ხდება ასე და როგორ უნდა დაიწყოს პროფესიისთვის საჭირო ენობრივი კომპეტენციების განვითარება B1 დონეზე და გაგრძელდეს B2 დონეზე? ამ საკითხებს გაეცნობით Cornelsen Verlag–ის სახელმძღვანელოების  მაგალითზე.

რეფერენტი: 
მარტინა ბარტუჩი (პროფესიული მრჩეველი - „გერმანული, როგორც უცხო ენა“)

 

მოხსენება

18:30 -19:30 | პლენარული დარბაზი

ქალბატონო გრაინი უპირველეს ყოვლისა ისაუბრებს, თუ როგორია ციფრული გაკვეთილის თეორიაზე დაფუძნებული მნიშვნელობა. ციფრული სწავლება ზოგადად სამ საფეხურს მოიცავს: (a) ციფრული ინსტრუმენტების "კონსუმირება" (მაგ. youtube-ვიდეოები), (b) ციფრული ინსტრუმენტებით რეაქტიული სწავლა (მაგ. Multiple-Choice-Test ან Zuordnungsübungen) და(c) ინსტრუმენტები, რომლებიც შესწავლელებს ერთობლივი მუშაობით შინაარსების შექმნის შესაძლებლობას აძლევენ. ციფრული სახელმძღვანელოები უკვე შეიცავენ (a) და (b) დონეებს. თუმცა განსაკუთრებულ ეფექტურობას ე.წ. კოლაბორაციულ-კონსტრუქტივისტული ინსტრუმენტები (ე.წ.. EduApp-ები) ქმნიან. მაგალითებზე დაყრდნობით მოხსენებაში წარმოდგენილი იქნება, როგორ შეიძლება მათი ინტეგრირება გაკვეთილზე, კერძოდ კი როგორც ტრადიცულ ასევე ციფრულ და ჰიბრიდულ ენის გაკვეთილებზე.
Programmtag 2 © Goethe-Institut

|| საქართველო

აღმოაჩინეთ მე-2 დღის პროგრამა, რომელიც თბილისში გაიმართება და ქართველი მასწავლებლებისთვისაა განკუთვნილი.

Programmtag 2 | Aserbaidschan © Goethe-Institut

|| აზერბაიჯანი

აღმოაჩინეთ მე-2 დღის პროგრამა, რომელიც ბაქოში გაიმართება და აზერბაიჯანელი მასწავლებლებისთვისაა განკუთვნილი.
 

Referent*innen © Goethe-Institut

რეფერენტები

აქ გაეცნობით 2021 მასწავლებელთა დღის ფარგლებში ჩართულ რეფერენტებს, მათ გამოცდილებასა და კვალიფიკაციას.

კონტაქტი

ნინო ფალავანდიშვილი
| გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაცია საქართველოში
deutschlehrerverbandgeorgien@gmail.com

გებჰარდ როილი
| DAAD
Reul@daad-georgia.org

საშა ფაბრი
​| გოეთეს ინსტიტუტი
Sascha.Fabri@goethe.de 

ანა მშვილდაძე
​| გოეთეს ინსტიტუტი
Ana.Mshvildadze@goethe.de

ლატიფა გურბანოვა
| გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაცია აზერბაიჯანში
dlv.aserbaidschan@gmail.com

ზერა ალიევა
| გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაცია აზერბაიჯანში
 dlv.aserbaidschan@gmail.com